• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს ფაქტორული ინვესტირება?

აპრილი 12, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს ფაქტორული ინვესტირება?
გაზიარება

ფაქტორული ინვესტირება არის საინვესტიციო მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ფასიანი ქაღალდების შერჩევა ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, რომლებიც ისტორიულად მაღალ შემოსავალთან და შემცირებულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ფაქტორული ინვესტირების ფესვები სათავეს იღებს 1934 წელს გამოცემულ ცნობილ წიგნში – „უსაფრთხოების ანალიზი“, რომელშიც ავტორები ფონდების აქტიურ მართვაში ფაქტორებზე დაფუძნებულ ანალიტიკას იკვლევდნენ. თუმცა ფაქტორული ანალიზის პირველი პროტოტიპი მხოლოდ 1960-იან წლებში გამოჩნდა: კაპიტალის აქტივების ფასწარმოქმნის მოდელი (CAPM), რომელიც აღწერდა ურთიერთობას რისკსა და მოსალოდნელ ანაზღაურებას შორის.

მას შემდეგ, ფაქტორული ანალიზი კვლევების უზარმაზარ ჯგუფად იქცა, რომელიც ასობით პოტენციურ ფაქტორსა და მრავალფაქტორიან სტრატეგიას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მიდგომები, შეიძლება, განსხვავდებოდეს, თითოეულის მიზანი იგივეა: დივერსიფიკაციის გაზრდა, უფრო მაღალი შემოსავლის გამომუშავება და რისკის შემცირება.

ფაქტორული ინვესტირება წარმოიდგინეთ პოტენციური ფასიანი ქაღალდების ფილტრად. თქვენ იწყებთ ისეთი ფაქტორების არჩევით, როგორიც არის დაბალი ცვალებადობა, ღირებულება ან იმპულსი. შემდეგ გადახედავთ სავარაუდო ინვესტიციებს და განსაზღვრავთ რომელი მათგანი შეესაბამება თქვენი პორტფელისთვის შერჩეულ ფილტრებს.

ამ გზით, ფაქტორული ინვესტირება საშუალებას აძლევს ინვესტორს თავისი პორტფელი კონკრეტული შედეგებისკენ ან უფრო ფართო, მაგრამ მაინც კარგად განსაზღვრული მიზნებისკენ მიმართოს.

მაგალითად, თუ პენსიაზე გასვლისთვის დაზოგვა გსურთ, სავარაუდოდ, თქვენი სურვილი მაღალი დივიდენდები და დაბალი ცვალებადობა იქნება. მეორეს მხრივ, ინვესტორის მიზანი, რომელსაც სახლის წინასწარი შენატანი 10 წელიწადში შეიტანოს, შეიძლება S&P 500-ის წარმადობის 15%-ით გადაჭარბება იყოს.

სასურველი შედეგის სპეციფიკის მიუხედავად, ფაქტორული ინვესტირების ძირითადი მიზნები ხშირად მსგავსია:

  • ფართო ბაზარზე უკეთესი წარმადობა
  • დივერსიფიკაციის სტრატეგიების გაძლიერება ან მათთვის ხელის შეწყობა
  • რისკების კონტროლი ან შემცირება
  • პორტფელის მთლიანი ხარჯების შემცირება
Investor

ინვესტირების „ფაქტორები“

ფაქტორული ინვესტირების სტრატეგიის შესაქმნელად, შეგიძლიათ, ასობით ფაქტორი გაითვალისწინოთ. ეს მერყეობს ქვეყნის ეკონომიკური ფაქტორებიდან, როგორიც არის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), უფრო დეტალურ ფაქტორებამდე, მაგალითად, კომპანიის საკრედიტო რეიტინგი ან საბაზრო კაპიტალიზაცია.

ჩვენ აქ ყველა მათგანს ნამდვილად არ განვიხილავთ, უბრალოდ მოვიცავთ სისტემური ფაქტორების „დიდ ხუთეულს“, რომელზეც მრავალი ფაქტორული მიდგომაა დაფუძნებული.

  • ღირებულებაზე დაფუძნებული მიდგომა მიზნად ისახავს შემოსავალი მიიღოს დაუფასებელი აქციებიდან. როგორც წესი, თქვენ ღირებულებას დივიდენდების, ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადების, P/B (ფასი/ნეტო-კაპიტალი) და P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტების მიხედვით აფასებთ.
  • იმპულსზე დაფუძნებული მიდგომები გამოჰყობს იმ ფასიან ქაღალდებს, რომლებმაც ბოლო სამიდან თორმეტი თვის განმავლობაში ბაზარს აჯობა, იმავდროულად გამოირიცხება ბაზრის არაეფექტური მონაწილეები.
  • კომპანიების ზომის მიხედვით გამოხშირვა გეხმარებათ განსაზღვროთ, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, რომელ აქციებს აქვთ ზრდის უფრო დიდი პოტენციალი. (მინიშნება: მცირე კაპიტალის აქციებს მოგების გასაზრდელად უფრო მეტი სივრცე აქვთ). მცირე კომპანიები, მაღალი რისკის ფონზე, მაღალ შემოსავლებს გამოიმუშავებენ.
  • დაბალი ცვალებადობის ფასიანი ქაღალდები, როგორც წესი, უფრო დაბალანსებული რისკის ფონზე გვთავაზობს შემოსავლებს, ვიდრე მაღალი ცვალებადობის აქტივები (თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, ნაკლებად მიმზიდველია). ბეტას (მთლიანი ბაზრის ცვალებადობასთან შედარებით, აქციების გაზომვის საშუალება) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის სტანდარტული გადახრის გაზომვა ბოლო ერთიდან სამ წლამდე პერიოდში.
  • ხარისხი ფასდება საერთო ფინანსური მეტრიკის მიხედვით, როგორიც არის ვალი კაპიტალთან მიმართებაში, მოგების სიცოცხლისუნარიანობა და კაპიტალის დაბრუნება (ROE). მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიები, რომლებიც მაღალ მოგებას გამოიმუშავებს, ინარჩუნებს ვალის დაბალ დონეს და წარმოაჩენს ძლიერ კორპორატიულ მმართველობას, ხშირად, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მდგრადია.

ინვესტორმა, შეიძლება, გამოიყენოს ერთი ან ყველა ფაქტორი. ფაქტობრივად, ყველაზე წარმატებული პორტფელები (გრძელვადიან პერსპექტივაში) ხშირად მრავალფაქტორიან მიდგომაზეა აგებული.

 

როგორ უნდა დაიწყოს საცალო ინვესტორმა ფაქტორული ინვესტირება?

ბოლო დრომდე, ფაქტორული ინვესტირება, სრულყოფილი საინვესტიციო მოდელის საპოვნელად, ასობით ფაქტორის ხელით ანალიზს გულისხმობდა. გარდა ამისა, ფაქტორული მოდელების უმეტესობა არსებითად ძალიან სარისკოა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდებში, გააჩნია გაზრდილი არასტაბილურობა და იწვევს მოგების დროებით (იმედია) შემცირებას.

ფაქტორული ინვესტირება, როგორც წესი, იყო ინსტიტუციონალური ინვესტორებისა და ფონდების მენეჯერების სფერო, რომლებსაც აქვთ საკმარისი დრო და რესურსი, რათა შექმნან, გაანალიზონ და განახორციელონ ფართო ფაქტორული სტრატეგიები.

თუმცა ინტერნეტმა საინვესტიციო ლანდშაფტი მკვეთრად შეცვალა. თანამედროვე საცალო ინვესტორები სარგებლობენ უპრეცედენტო წვდომით მონაცემებზე, ინსტრუმენტებზე, ელექტრონულ ცხრილებზე და ფაქტორული ინვესტირების უამრავ, მანამდე არსებულ მოდელზე.

ფაქტორული ინვესტირების საქმეში დამწყებებმა, რომლებიც ვარიანტების დიდი რაოდენობით შეწუხებულნი არიან, შეიძლება აირჩიონ წესებზე დაფუძნებული ETF ან აქტიურად მართული ფონდი, რომელიც ფაქტორულ საინვესტიციო სტრატეგიებს მიჰყვება. ასეთებია:

  • iShares MSCI USA Min Vol Factor ETF
  • iShares MSCI USA Value Factor ETF
  • iShares MSCI USA Momentum Factor ETF

ალტერნატიულად, ინვესტორებს, რომლებსაც სათანადო გულმოდგინება გააჩნიათ, შეუძლიათ პორტფელი ნებისმიერი რაოდენობის ფაქტორებზე დაყრდნობით შექმნან. თუ ეს თქვენთვის მისაღებია, უმჯობესია თავიდან ისეთი მარტივი ელემენტებით დაიწყოთ, როგორიც არის ზრდა, ზომა, რისკი და ანაზღაურება. დროთა განმავლობაში, როდესაც თქვენს რისკისა და შესაძლებლობები მიმართ თავს კომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ფაქტორები ან უკვე არსებულებს გადახედოთ.

წინა

4 გზა, თუ როგორ მოვამზადოთ საინვესტიციო პორტფელი ბაზრის კრახისთვის

შემდეგი

2 იაფი ტექნოლოგიური აქცია, რომელიც შეგიძლიათ ახლავე შეიძინოთ

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
2 იაფი ტექნოლოგიური აქცია, რომელიც შეგიძლიათ ახლავე შეიძინოთ

2 იაფი ტექნოლოგიური აქცია, რომელიც შეგიძლიათ ახლავე შეიძინოთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved