• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ მიიპყრო ბოლო პერიოდში Disney-ს აქციებმა დიდი ყურადღება?

აგვისტო 19, 2022
in სიახლეები
რატომ მიიპყრო ბოლო პერიოდში Disney-ს აქციებმა დიდი ყურადღება?
გაზიარება

Walt Disney Company ინვესტორების ყურადღებას იპყრობს მას შემდეგ, რაც კომპანიამ აგვისტოში ფისკალური 2022 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები წარადგინა. ამ ანგარიშში Disney-ს მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ფაქტს – კომპანიამ Netflix-ს გამომწერების მთლიანი რაოდენობით აჯობა. სტრიმინგის პიონერს Disney-ის წინააღმდეგ რამდენიმე წლიანი თავდასხმა ჰქონდა, ასე რომ, ეს წარმატება საყურადღებოა.

დისნეი ყოყმანობდა, სანამ სტრიმინგ ბიზნესში მთლიანად გადაერთვებოდა. მენეჯმენტი შიშობდა, რომ ახალი სეგმენტი კლიენტებს მისი უფრო მომგებიანი საკაბელო ტელევიზიის ბიზნესს აშორებდა. თუმცა ახლა, როდესაც კომპანია სტრიმინგზე არის ორიენტირებული, ადრეული შედეგები აქციონერებისთვის სასიხარულოა. მოდით, ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ.

Disney

Netflix-თან კონკურენცია

ბოლო კვარტალში, რომელიც 2 ივლისს დასრულდა, Disney+-ს 14.4 მილიონი გამომწერი დაემატა. თავისი სამი სერვისის მასშტაბით, რომელიც მოიცავს Hulu-სა და ESPN+-ს, Disney-ის 221 მილიონი გამომწერი ჰყავს. ამან მას Netflix-თან შედარებით ოდნავი უპირატესობა მისცა. ამ უკანასკნელს 30 ივნისის მდგომარეობით 220.67 მილიონი გამომწერი ჰყავს.

Netflix Revenue (Quarterly)

მიუხედავად იმისა, რომ მიღწევამ დისნეის აქციონერები უნდა წაახალისოს, ნეტფლიქსი სხვა კრიტიკულ მეტრიკებში მაინც უპირატესობას ფლობს. ბოლო კვარტალში ნეტფლიქსმა $8 მილიარდის ოდენობით შემოსავალი გამოიმუშავა, ხოლო დისნეის სტრიმინგის სეგმენტმა – $5 მილიარდი. გარდა ამისა, ნეტფლიქსის საოპერაციო შემოსავალმა $1.6 მილიარდი შეადგინა, ხოლო დისნეის საოპერაციო ზარალი $1.1 მილიარდი იყო.

ეს გადამწყვეტი მაჩვენებლები გვიჩვენებს, რომ Disney-ის მეტი მუშაობა მოუწევს იმისთვის, რომ სტრიმინგის პიონერს აჯობოს.

Netflix Operating Income (Quarterly)

დისნეის ხელმძღვანელობამ 10 აგვისტოს, კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ლაივ ჩართვის დროს სტრიმინგ ბიზნესში კომპანიის ამბიციების შესახებ ისაუბრა. მანამდე კომპანია 2024 წლისთვის Disney+-ის გამომწერების 230-260 მილიონამდე ზრდას ვარაუდობდა. ამ ლაივ ჩართვაზე კი პროგნოზი 215-245 მილიონამდე შემცირდა. შემცირება გამოწვეულია კომპანიის Hotstar სერვისით, რომელსაც ერთ მომხმარებელზე მნიშვნელოვნად დაბალი საშუალო შემოსავალი აქვს, ვიდრე ძირითად Disney+-ს.

მიუხედავად ამისა, 230 მილიონი გამომწერი (ზემოთ ნახსენები სამიზნის შუა წერტილი) იქნება თითქმის 80 მილიონიანი ზრდა იმ 152 მილიონი გამომწერიდან, რომლებიც Disney+-ს 2 ივლისისთვის ჰყავდა. Disney-ს მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ კომპანიას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მილიონობით მომხმარებლის მოზიდვა შეუძლია.

ჯერ კიდევ არის დრო Disney-ის აქციების შესაძენად

გასაკვირი არ არის, რომ საინვესტიციო საზოგადოებებში დისნეის აქციების შესახებ აჟიოტაჟი იყო. კომპანიას კვარტალში 14.4 მილიონი გამომწერი დაემატა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა – ნეტფლიქსმა 970,000 დაკარგა. ბოლო დღეებში დისნეის აქციების ფასი 14%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მათთვის ვინც დისნეის აქციების შეძენით არის დაინტერესებული, გვიანი ჯერ კიდევ არ არის.

წინა

რას ნიშნავს ტერმინი “Bullish” საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რას ნიშნავს საქართველოს ბანკის აქცია: საინვესტიციო ანგარიშის მართვის საკომისიო − 0$?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს საქართველოს ბანკის აქცია: საინვესტიციო ანგარიშის მართვის საკომისიო − 0$?

რას ნიშნავს საქართველოს ბანკის აქცია: საინვესტიციო ანგარიშის მართვის საკომისიო − 0$?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved