• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Nvidia-ს პრობლემები აქვს, თუ ეს ინვესტირების კარგი შესაძლებლობაა?

აგვისტო 18, 2022
in სიახლეები
Nvidia-ს პრობლემები აქვს, თუ ეს ინვესტირების კარგი შესაძლებლობაა?
გაზიარება

ზოგჯერ კომპანია კვარტალურ ანგარიშს დაგეგმილ თარიღამდე აქვეყნებს. ამას არავინ აკეთებს იმ შემთხვევაში, თუ შედეგები პროგნოზებს შეესაბამება – ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ძალიან კარგი ან ცუდია. ადრეული მოხსენების ეს გადაწყვეტილება არის პატიოსანი მენეჯმენტის ნიშანი, რადგან მათ სურთ, აქციონერებმა იცოდნენ, მოხდა თუ არა რაიმე განსაკუთრებული, რამაც შეიძლება საინვესტიციო თეზისი შეცვალოს.

სწორედ ასე მოიქცა Nvidia, კომპანიამ შედეგები 3 კვირით ადრე გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, ინვესტორებისთვის ახალი ამბები საშინელი იყო. განცხადების შემდეგ აქციების ფასი დაახლოებით 8%-ით შემცირდა, მაგრამ მას შემდეგ ეს დანაკარგი აღდგა.

ეს უცნაური რეაქციაა, მაგრამ ბაზარი ზოგჯერ ასე იქცევა. დამსახურებული იყო აქციების ფასის ეს აღდგენა, თუ მყიდველები ფრთხილად უნდა იყვნენ? მოდით გავარკვიოთ.

ცუდი ახალი ამბავი

Nvidia-ს რთული კვარტალი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მენეჯმენტმა ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტალში (დასრულდა 31 ივლისს) $8.1 მილიარდის მოცულობის შემოსავალი ივარაუდა, Nvidia-მ მხოლოდ $6.7 მილიარდი გამოიმუშავა. ეს 17%-იანი ჩამორჩენაა, რაც Nvidia-ს მსგავსი სანდო კომპანიისთვის იშვიათია. თუმცა Nvidia-ს ხუთი სეგმენტის განხილვა ბევრად მეტს ავლენს.

სეგმენტი შემოსავალი II კვარტალში კვარტალური ზრდა წლიური ზრდა
გეიმინგი $2.04 მილიონი (44%) (33%)
მონაცემთა ცენტრი $3.81 მილიონი 1% 61%
პროფესიონალური ვიზუალიზაცია $0.50 მილიონი (20%) (4%)
ავტომობილები $0.22 მილიონი 59% 45%
OEM და სხვა $0.13 მილიონი (12%) (66%)

ორი უფრო პატარა სეგმენტი ნაკლებ გავლენას ახდენს Nvidia-ს შემოსავალზე, ამიტომ მათში ჩაღრმავება არ ღირს. პროფესიონალური ვიზუალიზაცია ოდნავ უფრო დიდია, მაგრამ ეს მიმართულება დისკრეციულ ბიზნეს ხარჯებზეა დამოკიდებული, რის გამოც მას რთული კვარტალი ჰქონდა.

ყველაზე თვალშისაცემი შედეგი იყო წლის განმავლობაში გეიმინგ სეგმენტის მნიშვნელოვანი ვარდნა. მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა სუსტ საბოლოო რგოლის მოთხოვნას, მიუხედავად დისტრიბუტორებისთვის პროდუქციის მიწოდებისა. ცხადია, რომ ეს სისუსტე მიწოდების ჯაჭვის პრობლემებით არ არის გამოწვეული.

თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, რადგან მისი სათამაშო განყოფილება ასევე ქმნის GPU-ებს (გრაფიკული დამუშავების ერთეული), რომლებსაც კრიპტო მაინერები იყენებენ. კრიპტოს ფასების შემცირებამ,  შესაბამისად, ამ პროდუქტზე მოთხოვნაც შეამცირა.

უფრო უარესი ის არის, რომ Nvidia-მ, მოთხოვნის გაზრდის მიზნით, ფასები შეამცირა, რამაც მისი მთლიანი მარჟის დაცემა გამოიწვია. რა თქმა უნდა, ბიზნესი შეძლებს გადარჩენას, თუ მთლიანი მარჟა რამდენიმე პუნქტით დაეცემა, მაგრამ Nvidia-ს მაჩვენებელი გასულ წელს 66.7% იყო ახლა კი 43.7%-ს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი ვარდნა აჩვენებს, რომ Nvidia-ს ფასწარმოქმნის ძალა არ გააჩნია, რაც საშინელი ნიშიანია როგორც ინვესტორებისთვის, ასევე, თავად კომპანიისთვის.

დადებითი მხარე ის არის, რომ Nvidia-ს მონაცემთა ცენტრის ბიზნესს საუკეთესო კვარტალი ჰქონდა, თუმცა მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ მთლიანი შემოსავალი მოლოდინს არ აჭარბებდა. მიუხედავად ამისა, ეს კომპანიისთვის ნათელი წერტილია. შესაძლოა, კომპანიებმა მომავალში ხარჯვა შეამცირონ, მაგრამ გრძელვადიან ტენდენცია ქლაუდ სერვისებზე მიგრაციაა, რაც ამ სეგმენტს სარგებელს მოუტანს.

Nvidia-ს წინასწარი განცხადებების მიხედვით, კომპანიამ დაახლოებით $653 მილიონის მოცულობის მოგება უნდა დააფიქსიროს. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის მეორე კვარტლის მოგება, $2.4 მილიარდი შეადგინა, ის მაინც პოზიტიურ ზონაშია.

ინვესტორები დიდი ყურადღებით ელიან ოფიციალურ ანგარიშს (ეს წინასწარი მაჩვენებლები ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს). კომპანია შედეგებს 24 აგვისტოს წარადგენს.

არსებობს ამჟამად Nvidia-ში ინვესტირების რაიმე მიზეზი?

კომპანიის ირგვლივ მომდევნო რამდენიმე თვის პერსპექტივაში ბევრი გაურკვევლობაა. ახლა P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 50-ს შეადგენს და კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ეს მაჩვენებელი გაიზრდება მნიშვნელის შემცირების გამო. აქცია იაფი ნამდვილად არ არის.

Nvidia ძლიერი კომპანიაა, მან წარსულში მრავალი წინაღობა გადალახა და, შესაძლოა, ეს გაურკვევლობაც მისი გამარჯვებით დასრულდეს. თუმცა, ახლა მას ბევრი პრობლემები აქვს და სრული აღდგენის გზაზე ინვესტორებისთვის, სავარაუდოდ, შესვლის უკეთესი წერტილებიც იქნება.

წინა

დაუშვა თუ არა Moderna-მ უხეში შეცდომა Bear Market-ზე?

შემდეგი

რატომ მიიპყრო ბოლო პერიოდში Disney-ს აქციებმა დიდი ყურადღება?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ მიიპყრო ბოლო პერიოდში Disney-ს აქციებმა დიდი ყურადღება?

რატომ მიიპყრო ბოლო პერიოდში Disney-ს აქციებმა დიდი ყურადღება?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved