• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Hasbro-ს აქციების ფასი?

ნოემბერი 15, 2022
in სიახლეები
რატომ შემცირდა გუშინ Hasbro-ს აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

გუშინ, მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ანალიტიკოსმა — ჯეისონ ჰაასმა Hasbro-ს აქციების რეიტინგი „Underperform“ (ეს ნიშნავს, რომ, ანალიტიკოსის აზრით, კომპანიის აქციები მთლიანი ბაზრის წარმადობას ჩამორჩება) შეფასებით დააქვეითა, კომპანიის აქციების ფასი თითქმის 10%-ით შემცირდა.

შეფასების დაქვეითება მოხდა მას შემდეგ, რაც ანალიტიკოსის კვლევამ აჩვენა, რომ Hasbro სათამაშო კარტების — Magic: The Gathering-ის ზედმეტი მიწოდებით არის დაკავებული, რამაც შესაძლოა ბრენდი შეასუსტოს. დაბალმა მოთხოვნამ მთელ ბიზნესში წელს ზეწოლა იქონია Hasbro-ს მომგებიანობაზე, რამაც აქციები დააზარალა — წლის დასაწყისიდან დღემდე მათი ფასი 44%-ით შემცირდა.

Hasbro Stock

და რა?

Magic კომპანიის კორექტირებული საოპერაციო მოგების დაახლოებით მესამედს შეადგენს, ასე რომ, თუ გაყიდვები შემცირდება, ეს Hasbro-ს ბიზნესისთვის დიდი პრობლემა იქნება. ანალიტიკოსმა მაგალითად მოიყვანა მოთამაშეების და მაღაზიის მფლობელების უკუკავშირი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ Hasbro, გაყიდვების გაძლიერების მიზნით, ზედმეტ მიწოდებაზე გადაერთო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ამან უარყოფითი შედეგი გამოიღოს, თუ მოთამაშეები სულ უფრო მეტი კარტის დევნით დაიღლებიან.

Magic ამჟამად $1 მილიარდიან ბრენდად გარდაქმნის გზაზეა.

ახლა რა?

Hasbro-ს მენეჯმენტი მთელი წლის განმავლობაში Magic-ისგან ორნიშნა ზრდას ელის და გეგმავს, ბრენდის ზრდა გააგრძელოს. მმართველი გუნდის იმედოვნებს, რომ კომპანიის პარტნიორობა The Lord of the Rings-თან უფრო მაღალ შემოსავალსა და მოგებას მოიტანს.

ინვესტორებმა Hasbro-ს აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება ერთი ანალიტიკოსის მოსაზრების საფუძველზე არ უნდა მიიღონ. ზოგჯერ ანალიტიკოსები ცდებიან. Magic-ს შეუძლია Hasbro-ს კვლავ მოუტანოს ზრდა, თუ გართობის ინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან პარტნიორობას გავითვალისწინებთ.

Hasbro-სთვის ყველაზე დიდი პრობლემა შემოსავლების შემცირებაა. კომპანია ამ ეკონომიკურ გარემოში რთულ მდგომარეობაშია, კონკურენტი Mattel კი, გაყიდვების მიმართულებით, ძლიერი მაჩვენებლების დაფიქსირებას განაგრძობს. Hasbro ამჟამად არ ჰგავს კარგ საინვესტიციო შესაძლებლობას მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება Magic-ის გაყიდვებთან დაკავშირებით.

წინა

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში Sweetgreen-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Walmart-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Walmart-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Walmart-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved