• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს აქციის დაწინაურება და დაქვეითება?

ნოემბერი 12, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს აქციის დაწინაურება და დაქვეითება?
გაზიარება

როდესაც ანალიტიკოსი კონკრეტული აქციის შესახებ საკუთარ აზრს ცვლის, აწინაურებს ან აქვეითებს მას, ამან შეიძლება ზოგჯერ აქციების ფასის დიდი რყევა გამოიწვიოს. შესაძლოა, ამ ფაქტმა ინვესტორებისთვის შესაძლებლობები შექმნას და მოკლევადიანი ზრდა გამოიწვიოს, მაგრამ ასევე, თუ ანალიტიკოსის მოლოდინები აქციის მიმართ უარესობისკენ იცვლება, შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ზარალი.

ზოგადად, ანალიტიკოსები აქციებს სამსაფეხურიანი სისტემის გამოყენებით აფასებენ:

  • როდესაც ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ აქცია აჯობებს ბაზარს ან კონკურენტებს, ამით ის ინვესტორებს მის ყიდვას ურჩევს. ზოგიერთი ანალიტიკოსი იყენებს სხვა ტერმინებს, მათ შორის არის „ზედმეტი წონა“ და „უკეთესი წარმადობა.“
  • როდესაც ანალიტიკოსი მოელის, რომ აქცია არც გაუმჯობესდება და არც გაუარესდება, ეს წარმოადგენს მათი შენარჩუნების რჩევას. ეს არ არის არც შეძენის და არც გაყიდვის რეკომენდაცია. ზოგჯერ გამოყენებული ტერმინებია: „საბაზრო წარმადობა“ და „თანაბარი წონა.“
  • როდესაც ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კონკრეტული აქციის წარმადობა ფართო ბაზარს ჩამორჩება, ეს არის გაყიდვის რჩევა. ასეთი ფაქტი ყველაზე იშვიათია, რადგან ანალიტიკოსები, ზოგადად, აქციების უმეტესობას დადებითად აფასებენ. სხვა ტერმინები, რომლებიც ზოგჯერ გამოიყენება არის: „სუსტი წარმადობა“ და „მსუბუქი წონა.“

რას ნიშნავს აქციისთვის დაწინაურება?

აქციების დაწინაურება ნიშნავს, რომ ანალიტიკოსმა თავისი რეიტინგი გაყიდვიდან შენარჩუნებაზე ან შენარჩუნებიდან ყიდვაზე შეცვალა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქციების პერსპექტივების მიმართ ის უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი.

იმის გამო, რომ ინვესტორთა საზოგადოებისგან უოლ სტრიტის ანალიტიკოსები დიდ ყურადღებას იპყრობენ, დაწინაურება მოკლევადიან პერიოდში აქციების ფასებს ზრდის. ინვესტორები, რომლებიც ანალიტიკოსების შეფასებებს ეყრდნობიან, ასეთ დროს აქციების ყიდვას იწყებენ, მაღალი მოთხოვნა კი ფასს ზრდის.

ინვესტორებს, რომლებიც დაწინაურებულ აქციებს ფლობენ, შესაძლოა, განახლებამ მოკლევადიანი ზრდა და აქციების უფრო მაღალ ფასად გაყიდვის შესაძლებლობა მოუტანოს, თუ ისინი ამ აქციების გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ ისეთივე ოპტიმისტურად არ არიან განწყობილნი, როგორც ანალიტიკოსები. ინვესტორებისთვის, რომლებიც ასეთ აქციებს არ ფლობენ, შესაძლოა, პოზიციების გახსნა გაძვირდეს.

ანალიტიკოსების მიერ აქციების დაწინაურება ხშირად რეაქციულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხდება მას შემდეგ, რაც რაღაცამ ამბავი უკვე შეცვალა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ძლიერი კვარტალური ანგარიში. ამ შემთხვევაში აქციების დაწინაურება ინვესტორებს რაიმე ახალ ინფორმაციას ნამდვილად არ აწვდის.

რას ნიშნავს აქციისთვის დაქვეითება?

აქციების დაქვეითება ხდება მაშინ, როდესაც ანალიტიკოსის რეკომენდაცია გადადის ყიდვიდან შენარჩუნებაზე ან შენარჩუნებიდან გაყიდვაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ აქციების პერსპექტივების შესახებ ანალიტიკოსის პროგნოზები გაუარესდა.

როდესაც ადგილი აქვს აქციების დაქვეითებას, ამან შეიძლება ტრეიდერებს მათი გაყიდვისკენ უბიძგოს იმ ვარაუდით, რომ სხვებიც ასევე მოიქცევიან. ამ გაყიდვების ერთობლივმა შედეგმა, შესაძლოა, აქციების ფასი შეამციროს – ზოგჯერ საკმაოდ მკვეთრად.

დაქვეითებამ შეიძლება დააზარალოს ინვესტორები, რომლებიც ამ კონკრეტულ აქციას ფლობენ. თუმცა, გრძელვადიანი პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის, რომლებიც ანალიტიკოსების დასკვნებს არ ეთანხმებიან, დაბალი ფასი კიდევ უფრო მეტი აქციის შესყიდვის შესაძლებლობას წარმოადგენს.

დაქვეითება, ისევე როგორც დაწინაურება, შეიძლება გამოიწვიოს ახალმა ამბავმა, მაგალითად ცუდმა კვარტალურმა ანგარიშმა და მოლოდინების ვერ გამართლებამ. გარდა ამისა, თუ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აქციის ფასი კომპანიის მოგებასთან შედარებით ზედმეტად გაიზარდა, მას შეუძლია დააქვეითოს აქცია, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის გრძელვადიანი პერსპექტივები არ შეცვლილა.

იმისდა მიუხედავად, რომ აქციების დაწინაურება და დაქვეითება ხშირად სავაჭრო აქტივობებს იწვევს, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა დასკვნები თავად უნდა გამოიტანონ, ანალიტიკოსების მოსაზრებები შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ ეს ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი ნამდვილად არ არის.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

3 ფაქტორი, რომელიც დივიდენდურ აქციებში ინვესტირებისას უნდა გაითვალისწინოთ

შემდეგი

4 რჩევა, რომელიც უფრო ჭკვიან ინვესტორად გაქცევთ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
4 რჩევა, რომელიც უფრო ჭკვიან ინვესტორად გაქცევთ

4 რჩევა, რომელიც უფრო ჭკვიან ინვესტორად გაქცევთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved