• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

თებერვალი 2, 2023
in სიახლეები
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი 9%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც ვიდეო თამაშების კომპანიამ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები წარადგინა.

და რა?

ფისკალურ მესამე კვარტალში, რომელიც 31 დეკემბერს დასრულდა, EA-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ით — თითქმის $1.9 მილიარდამდე გაიზარდა. ზრდა ნაწილობრივ გამოწვეული იყო მისი პოპულარული თამაშის — FIFA 23-ის ძლიერი გაყიდვებით, რომელიც ბესტსელერის ტიტულის მოპოვების გზაზეა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის ბოლოს Electronic Arts-ის მოთამაშეთა ქსელმა 650 მილიონს გადააჭარბა.

Electronic Arts Stock

მიუხედავად ამისა, EA-ს შეკვეთებმა (გაყიდვების ძირითადი მეტრიკა ვიდეო თამაშების გამომცემლებისთვის) ინვესტორების მოლოდინები ვერ გაამართლა. კომპანიის წმინდა შეკვეთებმა $2.3 მილიარდი შეადგინა, უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზი კი $2.5 მილიარდი იყო.

ახლა რა?

ინვესტორებს არც EA-ს მომავლის პერსპექტივები მოეწონათ. ფისკალურ მეოთხე კვარტალში მენეჯმენტი $1.7-$1.8 მილიარდის ოდენობით შემოსავალს მოელის, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.1 მილიარდს ჩამორჩება. კომპანიის ასეთი მოლოდინი გამოწვეულია EA-ს გადაწყვეტილებით, Star Wars Jedi: Survivor-ის გამოშვება 6 კვირით, 28 აპრილამდე გადადოს.

ამასთან, Electronic Arts-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია ხურავს Apex Legends-ის მობილურ ვერსიას და წყვეტს მობილური თამაშის განვითარებას მისი პოპულარული Battlefield-ის ფრანშიზისთვის.

„რამდენადაც კვარტლის განმავლობაში ბაზრის გაურკვევლობა გაიზარდა, ჩვენ მივიღეთ ზომები ძირითადი მომგებიანობის დასაცავად“ — განაცხადა ფინანსურმა დირექტორმა, კრის სუჰმა. „ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ მოთამაშეთა გამოცდილებას, მივმართავთ ინვესტიციებს იქითკენ, სადაც მათ შეუძლია ყველაზე დადებითი გავლენა იქონიოს ჩვენს მოთამაშეებზე და კომპანიის ზრდაზე.“

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved