• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ დაეცა Zoom-ის აქციების ფასი?

მარტი 2, 2022
in სიახლეები
რატომ დაეცა Zoom-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

Zoom Video Communications-ის აქციების ფასი 7.4%-ით სამშაბათს მას შემდეგ შემცირდა, რაც ქლაუდ კომუნიკაციების ლიდერმა კომპანიამ ზრდის ტემპების შენელებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

და რა?

2022 წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც 31 იანვარს დასრულდა, Zoom-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 21%-ით, $1.1 მილიარდამდე გაიზარდა. ეს იყო მნიშვნელოვანი შენელება მესამე კვარტალში კომპანიის 35%-იანი ზრდისა და მეორე კვარტალში გაყიდვების 54%-იანი ზრდის შემდეგ.

მეოთხე კვარტალში, მომხმარებელი კომპანიების რაოდენობა, რომელსაც 10-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, ვიდეოკონფერენციის პლატფორმაზე გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9%-ით – 509 800-მდე გაიზარდა. თუმცა, თუ მესამე კვარტლის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებელს გადავხედავთ ვნახავთ, რომ მომხმარებელთა რაოდენობა ამ პერიოდში 512 100 იყო.

Zoom Video Conference

შესაძლოა, მცირე ბიზნესის მომხმარებელთა ზრდის შემცირების გამო, Zoom-მა, მომავალ წელს, უფრო მეტი ყურადღება კორპორატიული ანგარიშების გაზრდაზე გაამახვილოს. ვიდეო კავშირის პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი ორ ახალ მაჩვენებელს შემოგვთავაზებს: მისი პლატფორმის კორპორატიული მომხარებლების რაოდენობას და მათი წმინდა ზრდის მაჩვენებელს დოლარებში.

Zoom-მა 2022 ფისკალური წელი დაახლოებით 191 000 კორპორატიული კლიენტით დაასრულა, რაც წელიწადში 35%-იანი ზრდას ნიშნავს. ამ მომხმარებლების 12-თვიანი წმინდა დოლარის გაფართოების მაჩვენებელი 130% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ Zoom-ის სერვისებზე წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტი დახარჯეს.

მთლიანობაში, Zoom-ის წმინდა კორექტირებული მოგება 8%-ით – $393.6 მილიონამდე გაიზარდა, რაც თითო აქციაზე $1.29-ის მოგებას გულისხმობს. ანალიტიკოსების მოლოდინი კი თითო აქციაზე $1.06-ის მოგება იყო.

ახლა რა?

აქედან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი ტრადიციულ სამუშაო ადგილს უბრუნდება, Zoom მომავალ წელს ზრდის ტემპების შენელებას მოელის. კომპანიის მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ 2023 ფისკალურ წელს შემოსავალი 11%-ზე ნაკლებით – დაახლოებით $4.54 მილიარდამდე გაიზრდება.

გარდა ამისა, Zoom-ის შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული ინვესტიციები, მოგებას შეამცირებს. კომპანია ვარაუდობს, რომ კორექტირებული წმინდა მოგება თითო აქციაზე დაახლოებით 30%-ით – $3.48-მდე შემცირდება. მიუხედავად ამისა, აღმასრულებელი დირექტორი – ერიკ იუანი თვლის, რომ ეს ინვესტიციები, მზარდი კონკურენტუნარიანი ქლაუდ კომუნიკაციების ინდუსტრიაში Zoom-ის პოზიციას გააძლიერებს.

წინა

რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური ეფექტი უკვე სახეზეა

შემდეგი

2 აქცია, რომელიც მარტში ყველაფრის მიუხედავად უნდა შეიძინოთ

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
2 აქცია, რომელიც მარტში ყველაფრის მიუხედავად უნდა შეიძინოთ

2 აქცია, რომელიც მარტში ყველაფრის მიუხედავად უნდა შეიძინოთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved