• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური ეფექტი უკვე სახეზეა

მარტი 2, 2022
in სიახლეები
რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური ეფექტი უკვე სახეზეა
გაზიარება

სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაგრამ გლობალური ეკონომიკა თითქოს უკვე ძალიან შორს არის წარსული შვიდი დღისგან. სწრაფად განხორციელებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა თავდაყირა დააყენა მეომარი ქვეყნის ეკონომიკა და ამის შემგომი ბიძგები უკვე მთელ მსოფლიოში იგრძნობა. ენერგეტიკულ ბაზრებზე, ინფლაციასა და მიწოდების ჯაჭვზე ომის მძიმე შედეგები უკვე აშკარად აისახა.

ენერგიის ფასები ზრდას აგრძელებს

ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასი ომის დაწყებამდეც იზრდებოდა და სამშაბათს ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო ნიშნულმა რვა წლის მაქსიმუმს მიაღწია. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ, რომლის შემადგენლობაშიც მრავალი უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანა შედის, მზარდი ფასების შესაცვლელად 60 მილიონი ბარელი ნავთობის გადაუდებელი მარაგებიდან გამოშვების გეგმა გამოაცხადა. ამ გეგმას რუსეთში ნავთობითა და ბუნებრივი აირით მიღებული შემოსავლის შემცირებაც შეუძლია. რუსეთში ენერგეტიკის ინდუსტრიას, დასავლეთის ნავთობისადმი დაუოკებელი წყურვილის გამო, სანქციები ძირითადად არ ეხება. ეს შეიძლება სწრაფად შეიცვალოს მას შემდეგ, რაც BP, Shell და ნორვეგიული Equinor რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ნავთობჯგუფებთან კავშირის გაწყვეტის გეგმას განახორციელებენ.

საზღვაო ტვირთების შეფერხება

მსოფლიოს ორი საკონტეინერო გემის ოპერატორი, Mediterranean Shipping და Maersk, დროებით წყვეტს რუსეთის მომსახურებას, მაგრამ რუსეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც თავის პორტებში პრობლემა აქვს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით გემი ხაფანგშია მოქცეული, რადგან, ახალი სანქციების ფონზე, საბაჟო ორგანოები ტვირთებს ამოწმებენ. შავი ზღვის გავლით გადაზიდვები კი, რომლებიც ნავთობისა და საკვები პროდუქტების საკვანძო მარშრუტებით არის დატვირთული, მკვეთრად შემცირდა, რადგან კომერციული გემები კონფლიქტის აქტიურ ზონას თავს არიდებენ. ყოველდღიური ტანკერებით გადაზიდვის ტარიფები, 2020 წლის მაისის შემდეგ, ახლა ყველაზე მაღალია და გასული კვირის შემდეგ სადაზღვევო პრემიები 4%-ით გაიზარდა.

როგორ რეაგირებენ ცენტრალური ბანკები?

ინვესტორები ფულს აქტიურად აბანდებენ უსაფრთხო სამთავრობო ობლიგაციებში, რაც მათი შემოსავლიანობის შემცირებას იწვევს. ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და ევროპის ცენტრალურ ბანკს, ათწლეულობით გაგრძელებულ ინფლაციასთან ერთად ახლა ამ პრობლემასთან გამკლავებაც უწევთ. ომის რეალობამ შეიძლება გამოიწვიოს ევროპისა და სხვა რეგიონების ეკონომიკის მკვეთრი შენელება, რაც სტაგფლაციის (სტაგფლაციას ახასიათებს ნელი ეკონომიკური ზრდა და შედარებით მაღალი უმუშრევობის დონე – ანუ ეკონომიკური სტაგნაცია. ასევე, ამას თან ახლავს ფასების ზრდა – ინფლაცია) შიშს აძლიერებს. Financial Times-ის თანახმად, ინვესტორები ჯერ კიდევ ელიან, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა და ევროპის ცენტრალური ბანკი წლის ბოლომდე მცირედი პირველი საპროცენტო განაკვეთების ზრდას განახორციელებენ, მაგრამ ბევრი მონეტარული პოლიტიკის მიმართ შემდგომში უფრო პასიურ მიდგომას მოელის.

წინა

ჰაკერული შეტევების შიშმა კიბერუსაფრთხოების კომპანიების აქციების ფასები გაზარდა

შემდეგი

რატომ დაეცა Zoom-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 6, 2023
საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან
სიახლეები

საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

by Giorgi
ივნისი 5, 2023
რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Twilio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Twilio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 5, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ დაეცა Zoom-ის აქციების ფასი?

რატომ დაეცა Zoom-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
00:00 - შესავალი
00:20 - Alibaba
01:28 - Netflix
2:53 - Lululemon
4:16 - კვირის ETF
5:08 - კომენტარის განხილვა

მოუსმინე საფონდო ბირჟის განახლებულ ვიდეო მიმოხილვას და გაიგეთ მნიშვნელოვანი ფინანსური ამბები 

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
რატომ გაიზარდა Netflix-ის აქციების ფასი - საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_fno3TO3PWIk
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • „ნოეს წესი“ — უორენ ბაფეტის მეთოდი სირთულეების გადასალახად
  • რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?
  • საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved