• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Tesla-ს აქციების ფასი?

მარტი 11, 2024
in სიახლეები
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Tesla-ს აქციების ფასი?
გაზიარება

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში ელექტრომობილების (EV) მწარმოებლის — Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 13.5%-ით შემცირდა. კომპანია აწყდება გაძლიერებულ საფასო კონკურენციას ჩინური ფირმების მხრიდან და სუსტ გაყიდვებს აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ბაზარზე. Tesla-ს ასევე მოუწია ხანძართან გამკლავება, რომელმაც დროებით შეაჩერა წარმოება კომპანიის გერმანულ ქარხანაში.

2023 წლის განმავლობაში ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი დაახლოებით 102%-ით გაუმჯობესდა.

გლობალური საფასო კონკურენცია და ხანძარი ბერლინის ქარხანაში

გასულ კვირაში Tesla-ს აქციებზე ნეგატიური სიახლეები ზემოქმედებდა. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Tesla-მ თებერვალში ბაზარს ჩინეთის ქარხნიდან დაახლოებით 60,000 ავტომობილი მიაწოდა. 2022 წლის დეკემბრის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩინეთი Tesla-სთვის უზარმაზარი ბაზარი იყო, მაგრამ ამჟამად ქვეყანა ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაშია. სწორედ ამიტომ, Tesla იძულებული გახდა, იქ მოთხოვნის გასაძლიერებლად ფასები შეემცირებინა.

ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა — BYD-მა კი, Tesla-სთან კონკურენციის მიზნით, იგივე გადაწყვეტილება მიიღო და თავის ავტომობილებზე ფასები შეამცირა. კომპანია ამჟამად საკმაოდ კარგად მუშაობს თავისი დაბალფასიანი მანქანებით და ცოტა ხნის წინ მან გაყიდვებში Tesla-ს აჯობა. ახლა BYD-ის მენეჯმენტი გეგმავს გაყიდვების გაფართოებას ჩინეთის ფარგლებს გარეთ და მიზნად ისახავს ევროპასა და ავსტრალიაში შესვლას, სადაც Tesla-ც მუშაობს. სავარაუდოდ, კონკურენციის გაზრდის პერსპექტივა Tesla-ს ზოგიერთ ინვესტორს აშინებს.

Tesla Stock

გარდა ამისა, კომპანიის ბერლინთან ახლოს მდებარე ქარხანაში მუშაობა დროებით შეჩერდა ელექტროენერგიის გათიშვის გამო, რაც, სავარაუდოდ, ხანძრით იყო გამოწვეული. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ქარხნის მახლობლად მდებარე ელექტროგადამცემს ცეცხლი წაუკიდეს. გერმანულმა ულტრამემარცხენე ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, სახელწოდებით Volcano Group, კი აიღო პასუხისმგებლობა მოვლენაზე, რომელსაც ქვეყნის მთავარი პროკურორი იძიებს. Tesla-ს მოუწია ქარხანაში წარმოების შეჩერება, რამაც შეიძლება კვარტლის განმავლობაში კომპანიის წარმადობა შეამციროს და მისი ხარჯები გაზარდოს.

ანალიტიკოსების შეფასებები

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $175.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $210.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $320.00-ს, ხოლო მინიმალური — $23.53-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 19-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რას ნიშნავს ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება?

შემდეგი

Gap-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Gap-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა

Gap-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved