• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ დაზარალდა გუშინ Moderna-სა და Pfizer-ის აქციები?

ივნისი 3, 2022
in სიახლეები
რატომ დაზარალდა გუშინ Moderna-სა და Pfizer-ის აქციები?
გაზიარება

რა მოხდა?

გუშინ Moderna-სა და Pfizer-ის აქციები S&P 500 ინდექსმა დაჩრდილა. Moderna-ს აქციების ფასმა 2%-ზე მეტი ვარდნა განიცადა, Pfizer-მა მხოლოდ 0.6%-ით მოიმატა, ხოლო S&P 500 თითქმის 2%-ით გაიზარდა. ამ ყველაფერში კი დამნაშავე იყო დამაბრკოლებელი ახალი ამბავი Moderna-სგან.

და რა?

ხუთშაბათს, ბაზრის გახსნამდე, Moderna-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია  ევროკომისიას (EC) კორონავირუსის ვაქცინის – Spikevax-ის ბუსტერ დოზების მიწოდების გრაფიკის შეცვლაზე დათანხმდა.

Vaccine

EC არის 27 წევრისგან შემდგარი ევროკავშირის (EU) აღმასრულებელი ორგანო. შესწორებული შეთანხმება ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ ბუსტერ დოზები მოგვიანებით, 2022 წელს ან 2023 წლის დასაწყისში მიიღოს. თავდაპირველად, კონტრაქტის მიხედვით ამ წლის მეორე კვარტალში მიწოდება იყო გათვალისწინებული.

მიუხედავად იმისა, რომ Moderna-ს წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია ამ წლისთვის $21 მილიარდის ოდენობით წინასწარი შესყიდვის ხელშეკრულებებს მოელის, როგორც ჩანს, ინვესტორები ახალ ამბავს იმის ნიშნად აღიქვამენ, რომ, შესაძლოა, კოვიდ-19-ის ვაქცინებზე მოთხოვნა შესუსტდეს.

ახლა რა?

ამით აიხსნება Pfizer-ის აქციებზე ასახული ანალოგიური რეაქცია.

ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიას ბოლო დღეებში ევროკავშირთან არსებული ხელშეკრულების შესახებ არაფერი უხსენებია. თუმცა, თუ ეკონომიკური გაერთიანება Moderna-ს ვაქცინების მიწოდებას ამუხრუჭებს, სავსებით შესაძლებელია, რომ იგივე Comirnaty-ს შემთხვევაშიც განმეორდეს. ეს უკანასკნელი არის Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის – BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინაა.

Novavax-ს, რომელიც ასევე კორონავირუსის ვაქცინებს აწარმოებს, Moderna-სა და Pfizer-ის ბედი არ გაუზიარებია. გუშინ მისი აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა.

ამ კომპანიას უფრო პოზიტიური სიახლეები ჰქონდა. წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ გააგზავნეს NVX-CoV2373 ვაქცინის ავტორიზაციის გაფართოების მოთხოვნა გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ სააგენტოში, რათა კომპანიამ ქვეყანა ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ბუსტერ დოზებით მოამარაგოს. Novavax-ის ვაქცინა სააგენტომ პირველად თებერვალში დაუშვა.

წინა

რა არის ინფლაცია?

შემდეგი

4 წინაღობა, რომლის წინაშეც Meta Platforms დგას

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
4 წინაღობა, რომლის წინაშეც Meta Platforms დგას

4 წინაღობა, რომლის წინაშეც Meta Platforms დგას

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved