• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

4 წინაღობა, რომლის წინაშეც Meta Platforms დგას

ივნისი 3, 2022
in სიახლეები
4 წინაღობა, რომლის წინაშეც Meta Platforms დგას
გაზიარება

ამ სტატიაში განვიხილავთ 4 წინაღობას, რომელსაც Meta Platforms აწყდება. ამ დაბრკოლებებმა 2021 წელს კომპანიის აქციების ფასის 50%-ით შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და, რაც მთავარია, ქვემოთ განხილული ფაქტორები შემოსავლების ზრდას აზიანებს.

Facebook User
  1. Apple-ის კონფიდენციალურობის პირობების ცვლილებები

Apple-მა კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეცვალა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ აპლიკაციებში მონიტორინგის შესაძლებლობა თავად განსაზღვრონ. ამ ახალმა პოლიტიკამ Meta Platforms-ისთვის მონაცემების შეგროვება უფრო რთული გახადა. Meta ამ მონაცემებს თავისი ბიზნეს პარტნიორებისთვის ზუსტი რეკლამირების გასაწევად იყენებს. რა თქმა უნდა, მარკეტოლოგები ამ მონაცემებს აფასებენ, რადგან, შედეგად, სარეკლამო ბიუჯეტის ნარჩენები მცირდება. რეკლამის განმთავსებლებისთვის ინვესტიციის უფრო მაღალმა ანაზღაურებამ შეიძლება ნაწილობრივ ახსნას, თუ როგორ გაიზარდა Meta-ს შემოსავალი $56 მილიარდიდან $118 მილიარდამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში.

Meta Platforms Inc Revenue (Annual)

Meta Platforms-ზე რეკლამის განთავსების მსურველების რაოდენობის შემცირდება გასაკვირი არ იქნება, თუ კომპანია ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ იპოვის.

  1. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები

კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი შედეგი მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები იყო. მომხმარებელთა ქცევა მომსახურებასა და საქონელს შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. იმავდროულად, კოვიდ-19-ის გამო, საქონლის ტრანსპორტირება გართულდა.

თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი, რომელიც პროდუქტებზე ორგანულ მოთხოვნას ძლივს აკმაყოფილებს, დიდი ალბათობით რეკლამის ხარჯებს შეამცირებთ. პირველ რიგში, თქვენ არ გსურთ გყავდეთ მეტი იმედგაცრუებული მომხმარებელი, რომელიც თქვენს მაღაზიაში მოვა და აღმოაჩენს, რომ მისთვის სასურველი საქონელი გაყიდულია და, გარდა ამისა, რეკლამის ხარჯების შემცირება თქვენს მოგებას გაზრდის.

  1. ციფრული სარეკლამო სივრცის ზრდა

ციფრულმა რეკლამამ, არაციფრულ ფორმატებთან შედარებით, წლების განმავლობაში უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა. 2021 წელს მარკეტოლოგებმა, გლობალური მასშტაბით $763 მილიონი დახარჯეს და აქედან 64.4% ციფრულ არხებზე მოვიდა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 52.1%-ს შეადგენდა. შედეგად, ინდუსტრიას ახალი მოთამაშეები ემატებიან. მაგალითად, Amazon-მა მომგებიანი სარეკლამო ბიზნესი შეიმუშავა. ასევე, Disney-მ და Netflix-მა თავიანთი პოპულარული სტრიმინგ სერვისების რეკლამით მხარდაჭერილი ვერსიები დააანონსეს.

ციფრული რეკლამის სივრცის ზრდამ, შესაძლოა, Meta-ს ბიუჯეტი დააზარალოს. გარდა ამისა, ეკონომიკის კანონის მიხედვით, მიწოდების ზრდა ფასების შემცირებას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ Meta-ს მიერ თითო რეკლამიდან მიღებული შემოსავალი შემცირდება.

  1. რუსეთის შეჭრა უკრაინაში

და ბოლოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრა მილიონობით ადამიანს გადასახლებას აიძულებს და შემდგომი ესკალაციის რეგიონში შიშს იწვევს. რუსეთსა და უკრაინაში ბიზნესები რეკლამების განთავსებას შეწყვეტენ. უფრო მეტიც, სანქციების ფარგლებში, Meta-მ რუსი რეკლამების განმთავსებლების რეკლამების მიღება გლობალურად შეაჩერა, ხოლო რუსეთმა Facebook დაბლოკა, რაც შემდგომში შემოსავლების დაკარგვას და რეკლამაზე მოთხოვნის შემცირებას უწყობს ხელს.

  სავარაუდოდ, წინაღობები Meta-ს აქციების ფასში უკვე გათვალისწინებულია
Meta Platforms PFCF & PE Ratios

მიუხედავად ყველაფრისა, ეს არ უნდა იყოს ინვესტორების პანიკის და Meta Platforms-ის აქციების გაყიდვის მიზეზი. ამ ეტაპზე, ისინი მხოლოდ დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ტენდენციებს. Meta-ს P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად დაახლოებით 15-ს შეადგენს, ხოლო P/FCF (ფასი/თავისუფალი ფულადი ნაკადები) 13.6-ს. ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული ეს მინიმალური შეფასება გვიჩვენებს, რომ, სავარაუდოდ, ზემოთ ჩამოთვლილი წინაღობები Meta-ს აქციების ფასში უკვე ასახულია.

წინა

რატომ დაზარალდა გუშინ Moderna-სა და Pfizer-ის აქციები?

შემდეგი

რა არის Swing Trading?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რა არის Swing Trading?

რა არის Swing Trading?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved