• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ AT&T-ს აქციების ფასი?

დეკემბერი 20, 2022
in სიახლეები
რატომ შემცირდა გუშინ AT&T-ს აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

გუშინ, მას შემდეგ, რაც დილით MoffettNathanson-მა AT&T-ს აქციები დააქვეითა, მათი ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა.

და რა?

კვლევითმა ფირმამ — MoffettNathanson-მა AT&T-ს აქციების ნეიტრალური შეფასება გაყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ძირითადად, შეფასებაზე დაფუძნებული მიზეზების გამო.

MoffettNathanson-ის ანალიტიკოსი — კრეიგ მოფეტი ფიქრობს, რომ AT&T-ის აქციები ახლა გადაჭარბებულად არის შეფასებული. ის მიიჩნევს, რომ კონკურენტი Verizon უკეთესი არჩევანია, თუმცა ასევე ფიქრობს, რომ აშშ-ის სამი ძირითადი ოპერატორიდან T-Mobile საუკეთესოა. მოფეტმა AT&T-ს აქციებისთვის $17-ის ტოლი სამიზნე ფასი შეინარჩუნა, რაც პარასკევის დახურვის ფასზე დაახლოებით 8%-ით ნაკლებია.

AT&T Stock

AT&T-ს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა პრობლემები უსარგებლო შესყიდვების გამო. 2021 წლის 17 მაისს, შეძენიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, AT&T-ს მენეჯმენტმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა გართობის ბიზნესი და გამოაცხადა, რომ WarnerMedia-ს Discovery, Inc.-თან გაერთიანებას აპირებდა, რათა ჩამოეყალიბებინა ახალი საჯარო კომპანია Warner Bros. Discovery. გარიგება 2022 წლის 8 აპრილს დაიხურა.

შემოსავალი, კომპანიისგან DirecTV-სა და შარშან სხვა ვიდეო ბიზნესების გამოყოფის გამოკლებით, 3,1%-ით — $30 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS), ცალკე AT&T-ს საფუძველზე, $0,62-დან $0,68-მდე მოიმატა.

ახლა რა?

AT&T-ს, Warner Bros. Discovery-ს გამოყოფის შემდეგაც კი, კვლავ აქვს ვალის ტვირთის პრობლემა. კომპანიამ მესამე კვარტალი $134 მილიარდის მოცულობის ვალით დაასრულა.

AT&T-ის ვალის უმეტეს ნაწილს ფიქსირებული განაკვეთი გააჩნია, რაც გარკვეულწილად იცავს მას საპროცენტო განაკვეთების ზრდისგან, მაგრამ ვალის დაფარვისას კომპანია, სავარაუდოდ, უფრო მაღალ განაკვეთებს გადაიხდის.

მიუხედავად იმისა, რომ AT&T ძალიან მომგებიანია, ნელი ზრდა და ვალის მომსახურება მომავალში მისთვის წინაღობად დარჩება.

წინა

Solo Talks ინვესტიციების შესახებ — ნიკოლოზ მაზანაშვილი

შემდეგი

შემცვლელის პოვნის შემდეგ, ილონ მასკი Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
შემცვლელის პოვნის შემდეგ, ილონ მასკი Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს

შემცვლელის პოვნის შემდეგ, ილონ მასკი Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved