• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

სად იქნება Spotify 5 წელიწადში?

ივნისი 6, 2022
in სიახლეები
სად იქნება Spotify 5 წელიწადში?
გაზიარება
თუ საფონდო ბირჟაზე თქვენთვის უცხო არ არის, ალბათ გსმენიათ, რომ უმჯობესია გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი იყოთ. მაგრამ რას ნიშნავს რეალურად გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტირება?

თუ დღეს რაიმეს ყიდულობთ, უმჯობესია, რომ თქვენი დროის ჰორიზონტი მინიმუმ 2027 წლამდე პერიოდს მოიცავდეს.

დიდი პოტენციალის მქონე ერთ-ერთი აქციაა Spotify – გლობალური მუსიკისა და აუდიო სტრიმინგის პლატფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება, აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 50%-ზე მეტით არის შემცირებული, რაც პოტენციურად ინვესტორებისთვის ყიდვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს. მოდით, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ და ვნახოთ, სად შეიძლება იყოს Spotify-ის ბიზნესი 2027 წლის დასაწყისში და რას ნიშნავს ეს კომპანიის აქციებისთვის.

Spotify User

მიაღწევს თუ არა Spotify 1 მილიარდ მომხმარებლის მიზანს?

Spotify-ის გააჩნია აუდიო სტრიმინგის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს მსოფლიო მუსიკასა და პოდკასტების კატალოგზე წვდომის საშუალებას აძლევს, ძირითადად უფასოდ. გარდა ამისა, პლატფორმა ყოველთვიურ გამომწერებს მუსიკის მოსმენის ურეკლამო გამოცდილებას სთავაზობს ფასებით, რომლებიც მთელ მსოფლიოში განსხვავდება.

2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოს კომპანია 422 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი (MAU) ჰყავდა. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 19%-ით გაიზარდა. იმის გამო, რომ Spotify ბაზრების უმეტესობაში წამყვანია (გარდა ჩინეთისა) და მუსიკა/აუდიო ასეთი საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს, 1 მილიარდი მომხმარებლის მიღწევა საკმაოდ რეალური ჩანს.

შეძლებს თუ არა Spotify ამ მიზნის კონკრეტულად 2027 წლამდე მიღწევას? ამისთვის კომპანიამ მომდევნო 5 წლის განმავლობაში მიმდინარე 19%-იანი წლიური ზრდის ტემპი უნდა შეინარჩუნოს. ეს შეიძლება ცოტა აგრესიული პროგნოზი იყოს, მაგრამ მაშინაც კი, თუ Spotify MAU-ს წელიწადში მხოლოდ 15%-ით გაზრდის, მას 2027 წლის პირველი კვარტლისთვის 850 მილიონი აბონენტი ეყოლება.

ამჟამად Spotify-ის MAU-ების 43% მისი პრემიუმ მუსიკალური სერვისების გამომწერია. თუ ეს კოეფიციენტი შენარჩუნდება, 1 მილიარდი მომხმარებლის მიღწევისას კომპანიას 430 მილიონი პრემიუმ აბონენტი ეყოლება.

პოდკასტის რეკლამირება

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Spotify-მ დიდი ინვესტიცია ჩადო პოდკასტების კონტენტში, სადისტრიბუციო ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიაში. ამ ინვესტიციების გამო კომპანია ახლა ბევრ ბაზარზე პოდკასტების მიმართულებით ყველაზე პოპულარულ მოთამაშეს წარმოადგენს და მან ლიდერობა დიდი ხნის ლიდერს – Apple Podcasts-ს ჩამოართვა. ეს Spotify-ის კიდევ უფრო მეტი MAU-ს მიღებაში დაეხმარა.

პრემიუმ ბიზნესის უპირატესობების გარდა, Spotify პოდკასტების მონეტიზაციას აღწევს პირდაპირ თავისი ახალი დინამიური ქსელით, რომლის სახელწოდება არის Spotify Audience Network (SPAN). ეს არის Youtube-ის მსგავსი, მაგრამ აუდიო რეკლამა, რაც პოდკასტის მასპინძლებს საშუალებას აძლევს რეკლამირების საშუალებით ფული უშუალოდ რეკლამის განმთავსებლებთან დაკავშირების გარეშე გამოიმუშაონ.

2022 წლის პირველ კვარტალში Spotify-ის სარეკლამო შემოსავალი წლიდან წლამდე 31%-ით – $304 მილიონამდე გაიზარდა. გასული 12 თვის განმავლობაში კომპანიამ $1.37 მილიარდის ოდენობით სარეკლამო შემოსავალი გამოიმუშავა, დიდი ზრდა SPAN-ის ამოქმედებიდან მალევე მოვიდა. იქიდან გამომდინარე, რომ პოდკასტების ინდუსტრია 2027 წლისთვის, სავარაუდოდ, 27.5%-ით გაიზრდება, Spotify-მ ამ უპირატესობის გამოყენება და სარეკლამო სეგმენტის მდგრადი ზრდა უნდა შეძლოს.

შემოსავლის პროგნოზირებული 30%-იანი წლიური ზრდის ტემპის გათვალისწინებით, Spotify-ის, პოდკასტების მიმართულებით წარმატებული მოღვაწეობის გაგრძელების შემთხვევაში, რეკლამირებიდან $5 მილიარდის მოცულობის შემოსავლის მიღება შეუძლია.

ახალი აუდიო ფორმატები

ახლა Spotify ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებს. კომპანია არა მხოლოდ მუსიკისა და პოდკასტების სტრიმინგში გამარჯვებას ცდილობს, არამედ, როგორც ჩანს, მას აუდიოწიგნების და ცოცხალი აუდიოს მიმართულებით გაზრდაც სურს.

2021 წელს კომპანიამ ცოცხალი აუდიო ჩატის აპლიკაცია – Lockerroom იყიდა, რომელიც ახალ რებრენდირებულია, როგორც Spotify Live. აპლიკაცია Spotify-ის მომავალი ამბიციებისთვის დიდი დამხმარე ძალა იქნება.

აუდიოწიგნების მიმართულებით, Spotify-ის სამომხმარებლო ფრონტზე რაიმე ნაბიჯი არ გადაუდგამს, მაგრამ მან ახლახან შეიძინა პოპულარული პლატფორმა სახელად Findaway. პრესრელიზში Spotify-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აუდიოწიგნების მიმართულებით რევოლუციას გეგმავს, როგორც ეს კომპანიამ მუსიკისა და პოდკასტის მიმართულებით გააკეთა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებს გეგმის რაიმე დეტალები არ გაუჟღერებიათ.

რას ნიშნავს ეს აქციონერებისთვის?

პრემიუმ და სარეკლამო სეგმენტების პროგნოზების შერწყმით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ Spotify-ის აქვს შესაძლებლობა, 2027 წლისთვის $30 მილიარდის მოცულობის წლიური შემოსავალი მიიღოს. თუ კომპანია ამ პერიოდისთვის 30%-ის ტოლ მთლიანი მოგების მარჟას მიაღწევს, ბიზნესს შესაძლებლობა ექნება, რომ $9 მილიარდის ოდენობით წლიური მთლიანი მოგება გამოიმუშაოს. ეს ყველაფერი კი აუდიო წიგნებისა და ცოცხალი აუდიოს მიმართულებებიდან რაიმე სარგებლის გათვალისწინების გარეშე.

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოსწონს Spotify-ის ზრდაში რეინვესტირება, ჩვენ არ ვიცით, ამ პროგნოზირებული მთლიანი მოგებიდან რა მოცულობის ფულადი სახსრები დაიხარჯება ამ მიმართულებით. ამჟამინდელი მხოლოდ $22 მილიარდის ტოლი საბაზრო კაპიტალის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ აქციების ფასი 2027 წლისთვის გაცილებით მაღალი იქნება.

წინა

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

შემდეგი

3 ფაქტორი, რომელიც დივიდენდურ აქციებში ინვესტირებისას უნდა გაითვალისწინოთ

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
3 ფაქტორი, რომელიც დივიდენდურ აქციებში ინვესტირებისას უნდა გაითვალისწინოთ

3 ფაქტორი, რომელიც დივიდენდურ აქციებში ინვესტირებისას უნდა გაითვალისწინოთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved