• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Amazon-ის აქციების დაყოფის გადაწყვეტილება ოფიციალურად შევიდა ძალაში

ივნისი 7, 2022
in სიახლეები
Amazon-ის აქციების დაყოფის გადაწყვეტილება ოფიციალურად შევიდა ძალაში
გაზიარება

ჯერ კიდევ მარტში ელექტრონული კომერციის გიგანტმა – Amazon-მა აქციების 1/20-თან შეფარდებით დაყოფის შესახებ გამოაცხადა, აქციონერებმა კი მაისში კომპანიის ამ ნაბიჯის დამტკიცების სასარგებლოდ მისცეს ხმა. დაყოფა უკვე ოფიციალურად შევიდა ძალაში, მაგრამ რა შეიცვალა რეალურად?

ამაზონის თითოეული აქცია 20 ტოლ ნაწილად დაიყო, შესაბამისად აქციების ფასიც პროპორციულად შემცირდა. დაყოფამდე, გასულ პარასკევს ამაზონის თითო აქციის ფასი $2447-ს შეადგენდა, ამიტომ ამ რიცხვის 20-ზე გაყოფა ნიშნავს, რომ აქციის ახალი ფასი $122.35-ს შეადგენს. მაგრამ ამაზონის საბაზრო ღირებულება იგივე დარჩა – $1.2 ტრილიონი, რაც აქციების დაყოფის პროცესს მთლიანად კოსმეტიკურს ხდის.

კომპანიები, როგორიც არის Amazon, ასე იმიტომ იქცევიან, რომ მათი აქციები მცირე ინვესტორებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

Amazon Delivery

მრავალფეროვან ბიზნესში წარმატების პოვნა

Amazon 1994 წელს დაარსდა ჯეფ ბეზოსის მიერ, რომელმაც გადაწყვიტა წიგნების ონლაინ გაყიდვისთვის ელექტრონული კომერციის კონცეფცია გამოეყენებინა. მის იდეას დიდი სკეპტიციზმი მოჰყვა, მაგრამ 1997 წლისთვის კომპანიას 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა და ტექნოლოგიურ კომპანიებზე ორიენტირებული Nasdaq-ის ლისტინგშიც მოხვდა. ახლა ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ გამყიდველია.

ამაზონი თავის წარმატებას უნდა უმადლოდეს ახალ ბაზრებზე აგრესიული გაფართოების სტრატეგიას, რომელსაც კომპანია ახლაც ინარჩუნებს. კომპანია იმ დონემდე გაიზარდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორი – უორენ ბაფეტი ნანობს, რომ ადრეულ დღეებში ამაზონის აქციები არ შეიძინა. ელექტრონული კომერციის მიღმა, კომპანია ახლა, Amazon Web Services (AWS) განყოფილების მეშვეობით, ქლაუდ სერვისების მთელ ინდუსტრიაში ლიდერობს. ეს მიმართულება კომპანიის მოგების მთავარ ძრავად იქცა.

გარდა ამისა, Amazon-ს გააჩნია სარეკლამო ბიზნესი, რომელმაც 2021 წელს მსოფლიოს უდიდეს ვიდეო პლატფორმას – Alphabet-ის Youtube-ს $31 მილიარდით აჯობა. კომპანიას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ თავისი სარეკლამო სეგმენტი გაზარდოს მეტი საინტერესო აქტივის საშუალებით, როგორიც არის Amazon Music და Amazon Prime-ის სტრიმინგის პლატფორმა, რომელიც ახლა NFL-ის ხუთშაბათის ღამის ფეხბურთზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. გარდა ამისა, არ უნდა უგულებელვყოთ Amazon-ის წამყვანი ვებგვერდი, რომელიც თვეში 2 მილიარდზე მეტ ნახვას აგროვებს.

ამაზონი მომავალზე ორიენტირებას აგრძელებს. 2019 წელს კომპანიამ ელექტრომობილების მწარმოებელ Rivian Automotive-ის წილი შეიძინა. შესაძლოა, ეს სეგმენტი მომავალ ათწლეულებში მრავალ ტრილიონ დოლარიან ინდუსტრიად იქცეს.

ფინანსური ძალა

Amazon-მა ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველა ბიზნეს ერთეულიდან $477 მილიარდზე მეტი მთლიანი შემოსავალი გამოიმუშავა და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანია საკმაოდ მომგებიანი იყო $41.41-ის ტოლი მოგებით თითო აქციაზე (EPS).

აქციების დაყოფიდან გამომდინარე EPS უნდა გაიყოს 20-ზე და მივიღებთ $2.07-ის ტოლ მოგებას ერთ აქციაზე, რაც აქციების უფრო მეტ რაოდენობას შეესაბამება.

მიუხედავად იმისა, რომ AWS გასული წლის მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 14%-ს შეადგენდა, ეს მიმართულება მთელ ოპერაციულ შემოსავალზეა პასუხისმგებელი. სინამდვილეში, AWS-ის გარეშე Amazon ამ პერიოდისთვის საოპერაციო ზარალს განიცდიდა.

მას შემდეგ, რაც AWS-ის შემოსავალი 2022 წლის პირველ კვარტალში წლიდან წლამდე 36.5%-ით გაიზარდა, ის აჭარბებს კომპანიის მთლიანი შემოსავლის ზრდას – 7.3%. ეს იმას ნიშნავს, რომ AWS დროთა განმავლობაში ამაზონის სულ უფრო დიდი ნაწილი ხდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ, შესაძლოა, მომავალში კომპანია კიდევ უფრო მომგებიანი გახდეს.

შესაძლოა, აქციების დაყოფა დადებითი მოვლენა იყოს

თუ Amazon-ის აქციების შემცირებული ფასი მცირე ინვესტორებს მოიზიდავს, ეს, შეიძლება, კომპანიას ღირებულების ამაღლებაში დაეხმაროს. ეს განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება მიმდინარე საბაზრო გარემოში, სადაც Nasdaq-100 ინდექსი bear market-ის ტერიტორიაზეა და ყველა დროის უმაღლესი მაჩვენებლიდან 25%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ამაზონის აქციებს, მათი ფასი იმავე პერიოდში 35%-ით შემცირდა. ინვესტორები, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, ტექნოლოგიური აქციების მიმართ თავიანთი ზრდის მოლოდინებს ხელახლა განიხილავენ, რამაც, შესაძლოა, სამომხმარებლო ხარჯვა დააზარალოს.

მიუხედავად ყველაფრისა, აქციების დაყოფის ნებისმიერი ეფექტი მოკლევადიანი იქნება. ინვესტორებს, რომლებიც Amazon-ის აქციებს ყიდულობენ 5-10 წლიანი დროის ჰორიზონტი უნდა ჰქონდეთ.

წინა

3 ფაქტორი, რომელიც დივიდენდურ აქციებში ინვესტირებისას უნდა გაითვალისწინოთ

შემდეგი

3 ბრწყინვალე საინვესტიციო რჩევა პიტერ ლინჩისგან

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
3 ბრწყინვალე საინვესტიციო რჩევა პიტერ ლინჩისგან

3 ბრწყინვალე საინვესტიციო რჩევა პიტერ ლინჩისგან

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved