• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

დეკემბერი 5, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Alphabet, Spotify, Meta Platforms და Intel.

Alphabet

გუშინ საფონდო ბირჟის ლისტინგში ტექნოლოგიური გიგანტის — Alphabet-ის არსებული ორივე, როგორც A, ასევე B კლასის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში, S&P 500 ინდექსმა 0.52%-იანი კლება განიცადა.

როგორც ჩანს, ინვესტორები იმედგაცრუებულნი იყვნენ იმით, რომ კომპანიამ პოტენციურად მნიშვნელოვანი პროდუქტის გამოშვება გადადო. წლის დასაწყისიდან Alphabet-ის აქციების ფასი 45%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ვებგვერდი — The Information იტყობინება, Google-მა თავისი შემდეგი თაობის ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელის Gemini-ის გამოშვება გადადო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო პროდუქტის მომავალ კვირას, ღონისძიებების სერიაზე გამოქვეყნება, მაგრამ მენეჯმენტმა ეს მოვლენა მომავალი წლის დასაწყისისთვის გადაიტანა. მომავალი კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალები მოწოდებული არ არის.

ცნობილია მხოლოდ შეყოვნების მიზეზი. როგორც ჩანს, კომპანიაში არსებობს ეჭვი, რომ გარკვეული არაინგლისურენოვანი მონაცემების შემთხვევაში, Gemini-ს წარმადობა არ არის ისეთი კარგი, როგორც მოსალოდნელი იყო.

Gemini-ს ინვესტორები მოუთმენლად ელიან. ინდუსტრიაში ჭორებიც კია გავრცელებული, რომ ამ მომენტისთვის ის OpenAI-ის ChatGPT-ს ჯობნის. გარდა ამისა, Gemini აშკარად მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს Bard-ისგან, Google-ის ამჟამინდელი AI შეთავაზებისგან.

Alphabet

Gemini-ს შესახებ გავრცელებულ ცნობებზე Alphabet-ის წარმომადგენლებს ჯერ ოფიციალური კომენტარები არ გაუკეთებიათ. გასულ თვეში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — სუნდარ პიჩაიმ განაცხადა, რომ Alphabet ფოკუსირებული იყო Gemini 1.0-ის რაც შეიძლება მალე გამოშვებაზე, მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი დარწმუნდებოდა, რომ ის კონკურენტუნარიანი და თანამედროვეობასთან შესაბამისია.

ტექნოლოგიური გიგანტების დიდი ნაწილი, როგორიცაა Alphabet (და მაიკროსოფტი, რომელმაც მილიარდობით დოლარის ოდენობით ინვესტიცია ჩადო OpenAI-ში), AI-ში საწყის ეტაპებზე გადაეშვა და ინვესტორები მოელიან, რომ ასეთი კომპანიების ძალისხმევა მათზე კარგად იმოქმედებს.

Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $129.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $153.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $129.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 32 ანალიტიკოსიდან 26-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Spotify

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს Spotify-მ თავისი ბიზნესი მნიშვნელოვნად გაზარდა, მენეჯმენტი განაგრძობს საოპერაციო ხარჯების შემცირებას, ინვესტორები კი კომპანიის ძალისხმევას აფასებენ. გუშინ დილით, აღმასრულებელმა დირექტორმა — დანიელ ეკმა განაცხადა, რომ Spotify სამუშაო ძალის 17%-ს ათავისუფლებს, რათა კომპანია უფრო ეფექტიანი გახადოს. შედეგად გუშინ Spotify-ის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 137%-ით არის გაუმჯობესებული.

Spotify-სთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. წელს ეს აუდიო გიგანტისთვის სამუშო ძალის გათავისუფლების მესამე რაუნდი იქნება.

გარდა ამისა, მენეჯმენტმა შეამცირა პოდკასტის ხარჯები, გაყიდვებისა და მარკეტინგული ხარჯები (18%-ით), ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები (19%-ით). თუმცა ეს პროცესი სამუშაო ძალის გათავისუფლების რაუნდებმა დააჩქარა.

Spotify

მესამე კვარტალში Spotify-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 11%-ით გაიზარდა, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობამ 26%-ით მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას გაყიდვებში, მარკეტინგსა და სხვა საოპერაციო როლებში ნაკლები თანამშრომელი ჰყავდა.

აღსანიშნავია, რომ Spotify არ ამცირებს თავის R&D (კვლევა და განვითარება) ხარჯებს. მენეჯმენტი ინვესტიციებს დებს ტექნოლოგიაში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს გაზრდის.

Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $194.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $188.24-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $149.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Meta Platforms

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, კიდევ ერთი ტექნოლოგიური გიგანტის — Meta Platforms-ის აქციების ფასი შემცირდა. ვარდნამ თითქმის 1.5% შეადგინა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 157%-ით არის გაუმჯობესებული.

Meta Platforms-ის აქციების ფასზე ნეგატიურად იმოქმედა სიახლემ, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ცუკერბერგმა Meta-ს აქციები გაყიდა.

მარეგულირებელ დოკუმენტში, რომელიც პარასკევს გამოვიდა, კომპანიამ გამოავლინა, რომ ტრასტმა, რომელიც მართავს ცუკერბერგის აქციებს (და მისი სახელით საქველმოქმედო და პოლიტიკურ შემოწირულებებსაც გასცემს) ბოლო ერთი თვის განმავლობაში Meta Platforms-ის 682,000 აქცია გაყიდა, რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით $190 მილიონი იყო. აქციების გაყიდვა განხორციელდა წინასწარ შეთანხმებული ვაჭრობების სერიის მეშვეობით, რომლებიც ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში მიმდინარეობდა.

ბოლო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცუკერბერგმა Meta-ს აქციები გაყიდა. მანამდე, უახლესი გაყიდვები ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში განხორციელდა.

გასული წლის ბოლოსთვის Meta Platforms-ის აქციების ფასი 60%-ზე მეტით იყო შემცირებული. თუმცა, წელს მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც გამოწვეულია ეკონომიკური აღდგენით და ხელოვნური ინტელექტის პერსპექტივის ირგვლივ შექმნილი აღფრთოვანებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს Meta Platforms-ის აქციების ფასი დაახლოებით 157%-ით გაუმჯობესდა, რადგან კომპანია ვარდნის დამანგრეველი ზემოქმედებისგან გამოჯანმრთელდა.

Meta Platforms

მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება. 2021-2022 წლებში მარკ ცუკერბერგის წლიური ხელფასი სულ რაღაც $1-ს შეადგენდა, გარდა ამისა, აღმასრულებელი დირექტორი არ იღებდა ბონუსებს და სხვა სარგებელს, რადგან Meta Platforms რთულ პირობებთან გამკლავებას ცდილობდა.

გარდა ამისა, აქციების გასაყიდად უამრავი მიზეზი არსებობს. მაგალითად, წელიწადის დროიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ნაბიჯები საგადასახადო დაგეგმვის ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდეს.

დაბოლოს, წინასწარ შეთანხმებული გაყიდვების შემდეგაც კი, ცუკერბერგი Meta-ს აქციების უზარმაზარ წილს — 365 მილიონ აქციას ფლობს, რომელთა მთლიანი ღირებულება, დაახლოებით $118 მილიარდს შეადგენს.

Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $320.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $387.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $435.00-ს, ხოლო მინიმალური — $345.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Intel

გუშინ Intel-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა, როგორც ჩანს, The Wall Street Journal-ის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ, სადაც დეტალურად არის აღწერილი ზოგიერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც კომპანია დგას. გარდა ამისა, ორშაბათს ჩიპების მწარმოებელზე იმოქმედა ტექნოლოგიური აქციების უფრო ფართო გაყიდვამ, რადგან Nasdaq Composite ინდექსი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდის საპასუხოდ შემცირდა.

ჟურნალის სტატიაში აღწერილი იყო Intel-ის რამდენიმე გამოწვევა. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა Windows კომპიუტერების ბაზრის წილის შემცირება პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე — სწორედ ეს მოწყობილობებია პასუხისმგებელი Intel-ის შემოსავლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროზე. გარდა ამისა, ზოგიერთი მომხმარებელი, როგორიც არის Microsoft, უფრო მეტად იყენებს ARM Holdings-ის ჩიპებს, რომლებიც, როგორც წესი, მოიხმარს ნაკლებ ენერგიას, ვიდრე — Intel-ის ნახევარგამტარები. ამავდროულად, Microsoft ორიენტირებულია Windows-ის ქლაუდზე განთავსებაზე, რისთვისაც მას Intel-ის ჩიპები აღარ დასჭირდება.

Intel

უკვე წლებია, რაც Intel ცუდ მდგომარეობაშია, კომპანია კარგავს ბაზრის წილს Advanced Micro Devices-თან, Nvidia-სთან და სხვა უფრო ინოვაციურ კონკურენტებთან. ამავდროულად, Intel განაგრძობს PC (პერსონალური კომპიუტერი) არხზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულებას, რაც ასევე ხსნის მის არასახარბიელო წარმადობას.

Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $42.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $37.39-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $56.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 18-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

პარასკევს Elastic-ის აქციების ფასმა 52-კვირიან მაქსიმუმს მიაღწია

შემდეგი

18 დეკემბერს Uber Technologies S&P 500 ინდექსის წევრი გახდება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
18 დეკემბერს Uber Technologies S&P 500 ინდექსის წევრი გახდება

18 დეკემბერს Uber Technologies S&P 500 ინდექსის წევრი გახდება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved