• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ოქტომბერი 12, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Birkenstock, Chevron, ExxonMobil, Eli Lilly, Novo Nordisk და Silk Road Medical.

Birkenstock

ყოველდღე ვერ გაიგებთ, რომ 249-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია პირველად საჯარო შეთავაზებას (IPO) აკეთებს, მაგრამ სწორედ ეს ნაბიჯი გადადგა გუშინ Birkenstock-მა. თუმცა, სავაჭრო დღის განმავლობაში, ფეხსაცმელების კომპანიის აქციების ფასი (IPO — $46) 11.5%-ით შემცირდა.

როდესაც აქციის ფასი პირველ სავაჭრო დღესვე მცირდება ეს ასახავს ფართო საზოგადოებაში არსებულ სუსტ მოთხოვნას და აჩვენებს, რომ საინვესტიციო ბანკირებმა აქციებისთვის ზედმეტად მაღალი სადებიუტო ფასი განსაზღვრეს. ბუნებრივია, ინვესტორები, რომლებმაც Birkenstock-ის აქციები პირველად საჯარო შეთავაზებამდე იყიდეს, კმაყოფილები არ არიან.

აქციების ფასი, სადებიუტო დღეს, როგორც წესი ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იცვლება, თუმცა უფრო სავარაუდოა ზრდა, ვიდრე — ვარდნა.

Birkenstock

მიუხედავად იმისა, რომ Birkenstock უძველესი ბრენდია, კომპანიამ ბოლო პერიოდში ძლიერი ზრდა განიცადა. 2014 წლიდან კომპანიის შემოსავალი ოთხჯერ გაიზარდა, რამაც შესაძლებელი გახადა 2016 წელს ვებგვერდი — Birkenstock.com-ის შექმნილიყო. გარდა ამისა, 2021 წელს გაყიდვების მატება დაჩქარდა, რადგან მენეჯმენტმა დანერგა სტრატეგიული ცვლილებები, როგორიცაა დისტრიბუციის თავად განხორციელება და საცალო ვაჭრობის მიმართულების გაფართოება.

Birkenstock-ის საერთო ფინანსური მაჩვენებლები ძლიერად გამოიყურება, მიმდინარე ფისკალური წლის პირველ სამ კვარტალში შემოსავალი 21%-ით — $1.06 მილიარდამდე გაიზარდა. ამასთან ფისკალურ 2022 წელს კომპანიის მოგების მარჟამ 15% შეადგინა, რამაც Birkenstock-ს $198.5 მილიონის ოდენობით მოგება მოუტანა.

Chevron & ExxonMobil

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიის — Chevron-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით არის დაკლებული.

გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Chevron-ის კონკურენტის — ExxonMobil-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანია დაახლოებით $60 მილიარდად Pioneer Natural Resources-ს შეიძენს.

საკმაოდ გონივრულ ფასად ExxonMobil მკვეთრად გაზრდის თავის საქმიანობას პერმის აუზის რეგიონში, აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში — Pioneer ამ ტერიტორიაზე 850,000 ჰექტარს აკონტროლებს, ხოლო ExxonMobil — 570,000-ს. აღსანიშნავია, რომ პერმის აუზი ქვეყანაში ნავთობის უდიდესი საბადოა.

ამ გარიგებასთან დაკავშირებით ExxonMobil-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დარენ ვუდსმა განაცხადა: „ორი კომპანიის ერთობლივი შესაძლებლობები საშუალებას მოგვცემს შევქმნათ გრძელვადიანი ფასეულობა, რომელიც აღემატება იმას, რისი გაკეთებაც თითოეულ კომპანიას დამოუკიდებლად შეუძლია“.

ExxonMobil

ExxonMobil ბოლო წლებში დიდ ყურადღებას ამახვილებს პერმის აუზზე. ნავთობკომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ 2027 წლისთვის შემოსავლებისა და ფულადი ნაკადების პოტენციალი გაორმაგდება და მოსალოდნელია, რომ პერმის აუზი ამ ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ეს კი Chevron-ის ინვესტორების სასიამოვნო სიახლე ნამდვილად არ არის. ნავთობის ბიზნესის ბუმი გრძელდება, ამიტომ ახლა შესანიშნავი დროა ოპერაციების გასაფართოებლად. თუმცა, როგორც Exxon-ის მაგალითზე ვხედავთ, ამ ნაბიჯის გადადგმა არც ისე იაფია.

Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $161.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $191.54-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $215.00-ს, ხოლო მინიმალური — $165.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Chevron

ExxonMobil-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $106.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $126.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ExxonMobil-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ხოლო Pioneer Natural-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $241.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $262.16-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $332.00-ს, ხოლო მინიმალური — $230.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pioneer Natural-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Eli Lilly & Novo Nordisk

გუშინ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის — Eli Lilly-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ჯანდაცვის დანიური კომპანიის — Novo Nordisk-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აპირებს შეაჩეროს კლინიკური კვლევა, რომელიც აფასებს კომპანიის მედიკამენტის — Ozempic-ის ეფექტურობას მეორე ტიპის დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობაში. კვლევის მონაცემთა დამოუკიდებელი მონიტორინგის კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია კვლევის შეჩერებას, რადგან შუალედურმა შედეგებმა აჩვენა ეფექტურობის დონე, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. ამ სიახლის შემდეგ Novo Nordisk-ის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 44%-ით არის გაუმჯობესებული.

თუმცა რატომ იმოქმედა ამ სიახლემ Eli Lilly-ს აქციების ფასზე პოზიტიურად? ზოგადად, Ozempic-ისთვის სასარგებლო სიახლე, ასევე კარგია Lilly-ის მსგავსი მედიკამენტისთვის — Mounjaro-სთვის.

Eli Lilly

ამჟამად ეს პრეპარატი კლინიკური კვლევის მეორე ფაზას გადის, რომლის მიზანიც არის მისი ეფექტურობის შეფასება ჭარბი წონის და თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობაში.

Mounjaro-სთვის დიდი სიახლე ჯერ კიდევ წინ არის. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შეიძლება წლის ბოლომდე პრეპარატი წონაში კლებისთვის სამკურნალო საშუალებად დაამტკიცოს. ეს გადაწყვეტილება Eli Lilly-ის 2024 წლის შემოსავალს უზარმაზარ სტიმულს მისცემს.

Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $605.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $603.81-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $700.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.25%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Novo Nordisk

Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $99.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $108.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $110.00-ს, ხოლო მინიმალური — $107.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს.

Silk Road Medical

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, სამედიცინო მოწყობილობების კომპანიამ — Silk Road Medical-მა წინასწარი კვარტალური შედეგები წარადგინა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამ თანამდებობას 11 წლის განმავლობაში იკავებდა, კომპანიას ტოვებს. შედეგად, ოთხშაბათს, სავაჭრო დღის მანძილზე, Silk Road Medical-ის აქციების ფასი მკვეთრად — 49%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 86%-ით არის დაკლებული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Silk Road Medical არის სამედიცინო მოწყობილობების კომპანია, რომელიც ინსულტის რისკის შესამცირებელ თერაპიაზეა ფოკუსირებული. სამშაბათს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — ერიკა როჯერსმა განაცხადა, რომ პენსიაზე გადის, რაც Silk Road Medical-ის ირგვლივ გაურკვევლობას ქმნის.

გარდა ამისა, მენეჯმენტმა მესამე კვარტლის წინასწარი შედეგები წარადგინა და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა მაჩვენებელი ნეგატიური არ ყოფილა. კომპანიაში მოელიან, რომ კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 19%-იან ზრდას დააფიქსირებს და $44.4 მილიონს შეადგენს. გარდა ამისა, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ სრული წლის შემოსავალი დაახლოებით $170-$174 მილიონს მიაღწევს, რაც, 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 23%-26%-იანი ზრდა იქნება. თუმცა, კვარტალური შემოსავლის პროგნოზი ჩამოუვარდება მეორე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს — $45.3 მილიონს, ხოლო მოსალოდნელი წლიური შემოსავალი ნაკლებია კომპანიის წინა პროგნოზზე, რომელიც $180-$184 მილიონს შეადგენდა.

Silk Road Medical

ამ სიახლეების ფონზე, Silk Road Medical-ის აქციების რეიტინგი ოთხმა ანალიტიკოსმა დააქვეითა. მათ შორის ყველაზე კრიტიკული იყო საინვესტიციო ბანკი — Citigroup, რომლის წარმომადგენლებმაც კომპანიის აქციების ყიდვის რეკომენდაცია გაყიდვით შეცვალეს, ხოლო სამიზნე ფასი $32-დან $8-მდე შეამცირეს. CL King-მა და B. Riley-მ Silk Road Medical-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალეს, ასევე მოიქცა ფინანსური სერვისების ფირმა — Stifel Nicolaus, რომელმაც სამედიცინო მოწყობილობების კომპანიის აქციების სამიზნე ფასი მკვეთრად — $45-დან $12-მდე შეამცირა.

Silk Road Medical-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $7.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $17.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Silk Road Medical-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 145.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რას ნიშნავს ორმხრივი კომპანია?

შემდეგი

რას ნიშნავს „წმინდა ინვესტიცია“?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს „წმინდა ინვესტიცია“?

რას ნიშნავს „წმინდა ინვესტიცია“?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved