• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

სექტემბერი 28, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Meta Platforms, Cloudflare, VinFast Auto, MillerKnoll და NextEra Energy Partners.

Meta Platforms

გუშინ Meta Platforms-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან ტექნოლოგიურმა გიგანტმა თავისი ახალი Meta Quest 3 წარმოადგინა, გამოუშვა ახალი ჭკვიანი სათვალე Ray-Ban-თან თანამშრომლობით და საზოგადოებას გააცნო განახლებები AI პროდუქტების შესახებ. გუშინ Meta-ს აქციების ფასი მცირედით — დაახლოებით 0.4%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 138%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

გუშინდელ პრეზენტაციას ინვესტორები მოუთმენლად ელოდნენ, რადგან ახალ ტექნოლოგიებში, როგორებიც არის შერეული რეალობის ჩაფხუტები და ხელოვნური ინტელექტი, Meta ინვესტიციებს წლების განმავლობაში ახორციელებდა.

კონკურენტმა Apple-მა წარმოადგინა საკუთარი შერეული რეალობის ჩაფხუტი — Vision Pro, რომელსაც სივრცითი გამოთვლითი მოწყობილობა უწოდა. მარკ ცუკერბერგმა კი ეს შესაძლებლობა Quest 3-ის დიფერენცირებისთვის გამოიყენა და Meta-ს პროდუქტი შერეული რეალობის „ძირითად“ მოწყობილობად მოიხსენია, ხაზი გაუსვა მის ხელმისაწვდომობას. Meta Quest 3-ის ფასი $499.99-დან იწყება, ხოლო Vision Pro-სთვის ეს ნიშნული —$3,500-ს შეადგენს.

Meta Platforms

Google Glass-ის ცნობილი მარცხიდან ათწლეულის შემდეგ, Meta დებს ფსონს, რომ მომხმარებლები ახლა მზად არიან ჭკვიანი სათვალეებისთვის. კომპანიამ გამოუშვა რამდენიმე ახალი მოდელი, რომელიც Ray-Ban-თან თანამშრომლობით შექმნა.

ცუკერბერგმა ასევე განმარტა საკუთარი ხედვა ხელოვნური ინტელექტის შესახებ. იგი პროგნოზირებს, რომ იარსებებს არა ერთი დომინანტური ჩეთბოტი, როგორიცაა ChatGPT, არამედ რამდენიმე სპეციალიზებული AI ინსტრუმენტი, იმის მიხედვით, თუ რაში დასჭირდება თითოეული მათგანი მომხმარებელს. კომპანიამ წარმოადგინა Meta AI, როგორც ზოგადი დანიშნულების ასისტენტი და ტექნოლოგიური გიგანტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ინდივიდები ან ბიზნესები კომპანიის ინსტრუმენტებს, როგორიცაა Llama, საკუთარი AI-ის შესაქმნელად გამოიყენებენ.

Meta-ს წარმომადგენლები Quest და Llama მოდელების შესახებ მეტ დეტალს საზოგადოებას დღეს გაუზიარებენ.

Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $298.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $376.69-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $435.00-ს, ხოლო მინიმალური — $285.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 41-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Cloudflare

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლეების შემდეგ, ქლაუდ კომპანიის — Cloudflare-ის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 40%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

Cloudflare-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია ითანამშრომლებს Microsoft-თან, რათა ბიზნესებს საშუალება მისცეს, AI მოდელები მრავალი განსხვავებული მიმართულებით გამოიყენოს.

Cloudflare-ის მენეჯმენტმა კიდევ რამდენიმე განცხადება გააკეთა, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება იმან მიიპყრო, რომ კომპანია Nvidia-ს გრაფიკული დამუშავების ერთეულებს (GPU) და ეთერნეტის გადამრთველებს თავის გლობალურ ქსელში გამოიყენებს. ეს Cloudflare-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, AI სამუშაო წინასწარი დანახარჯების გარეშე განახორციელონ, რამაც შეიძლება ქლაუდ კომპანიისთვის მოთხოვნის ზრდა გამოიწვიოს.

Cloudflare

მომხმარებლებისთვის AI შესაძლებლობების შეთავაზებამ უკვე გაზარდა Cloudflare-ის მოთხოვნა. მეორე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას კომპანიის მენეჯმენტმა დააანონსა ახალი გარიგება სწრაფად მზარდ გენერაციულ AI-ს სტარტაპთან. Cloudflare-ში მიიჩნევენ, რომ კომპანია ახლა ყველაზე ფართოდ გამოყენებული ქლაუდ პროვაიდერია AI სტარტაპებს შორის.

Cloudflare-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $60.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $68.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $85.00-ს, ხოლო მინიმალური — $43.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cloudflare-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

VinFast Auto

გუშინ, ნეგატიური სიახლის შემდეგ, ვიეტნამური ავტომწარმოებლის — VinFast Auto-ს აქციების ფასი დაახლოებით 13%-ით შემცირდა. IPO-ს (პირველადი საჯარო შეთავაზება) შემდეგ ეს მაჩვენებელი 69%-ზე მეტით არის დაკლებული.

VinFast-ის IPO გასულ თვეში შედგა და მას შემდეგ კომპანიის აქციები საკმაოდ არასტაბილური იყო. გუშინ SEC-ში (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია) დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ კომპანიის ინსაიდერების მიერ 75.8 მილიონამდე აქციის პოტენციური გაყიდვის შესახებ გახდა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ VinFast-ს 2.3 მილიარდზე მეტი აქცია აქვს გამოშვებული, S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, ბაზარზე ვაჭრობისთვის ამ მათი მხოლოდ 1.4%, ანუ 32.2 მილიონი აქცია მიმოიქცევა. VinFast-ის მენეჯმენტს კი სურს, პოტენციურად კიდევ 75.8 მილიონი ახალი აქცია გახადოს ბაზარზე ხელმისაწვდომი.

VinFast Auto

ბაზარზე აქციების რაოდენობის გასამმაგებამ შეიძლება VinFast-ის აქციების ფასზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონიოს.

მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალის ხაზგასმა. პირველ რიგში, VinFast-ში მოელიან, რომ ეს აქციები დროთა განმავლობაში გაიყიდება და არა ერთდროულად. ეს კი კარგი ამბავია.

თუმცა ამ აქციებს კომპანიის თანამდებობის პირები ყიდიან. ეს კი ნამდვილად ნეგატიური სიახლეა, რადგან, როგორც წესი, ყველაზე უკეთ სწორედ ამ ადამიანებმა იციან, თუ რამდენად კარგად არის კომპანია ბაზარზე პოზიციონირებული.

MillerKnoll

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, MillerKnoll-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ საოფისე ავეჯის, აღჭურვილობისა და სახლის ავეჯის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 28%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.

ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში MillerKnoll-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 14.9%-ით — $917.7 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $896 მილიონს. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.22 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.21).

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახლის ავეჯის ინდუსტრია, მაღალი ინფლაციისა და სხვა მაკროეკონომიკური წინააღმდეგობების გამო, მნიშვნელოვანი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდა. მართალია, MillerKnoll-ის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში რეცესიის რისკები მცირდება, მაგრამ საბინაო ბაზრის სისუსტე გაყიდვებზე ნეგატიურად ზემოქმედებს. ამასთან, ჩინეთი და ევროპა კვლავ რთულ ეკონომიკურ პირობებშია, რამაც წელიწადში კომპანიის გლობალური საცალო სეგმენტის გაყიდვების 26%-ით კლება გამოიწვია.

MillerKnoll

თუმცა გაყიდვების კლება სტაბილიზაციის ნიშნებს ავლენს. $913 მილიონის ოდენობით კორექტირებული (ორგანული) შეკვეთები წლიდან წლამდე 1.3%-ით შემცირდა. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა კვარტალში დაფიქსირებული 7.8%-იანი კლება.

კომპანიამ ასევე დააფიქსირა მცირე გაუმჯობესება კორექტირებული საოპერაციო მარჟის კუთხით. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 6%-ით გაიზარდა (გასულ კვარტალში — 5.8%-ით). ორი წლის წინ Knoll-ის შეძენით კომპანიამ უკვე მიაღწია $142 მილიონის ღირებულების სინერგიას.

რაც შეეხება მომავალს, ახლა მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში კორექტირებული EPS $1.85-$2.15-ს შეადგენს (წინა პროგნოზი — $1.70-$2.00).

NextEra Energy Partners

გუშინ, პრესრელიზის გამოქვეყნების შემდეგ, განახლებადი ენერგიის ოპერატორის — NextEra Energy Partners-ის აქციების ფასი 20%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ით არის დაკლებული.

NextEra-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აქციონერებისთვის გრძელვადიანი ღირებულების მიწოდების გასაგრძელებლად კომპანია დივიდენდური სარგებლის პროგნოზს 5%-8%-იანი დიაპაზონიდან 6%-მდე ამცირებს მინიმუმ 2026 წლამდე.

ამ ამბის დადებითი მხარე ის არის, რომ NextEra Energy-ს მენეჯმენტის მოლოდინით, კომპანიამ ამ ფულის ინვესტირებას შეძლებს უფრო მაღალი სარგებლის მქონე ზრდის შესაძლებლობებში, რაც NextEra-ს საშუალებას მისცემს, შემდეგში დივიდენდური ანაზღაურება უფრო მეტად გაზარდოს.

NextEra Energy Partners

ინვესტორები უნდა მოელოდნენ, რომ მესამე კვარტალში წლიური დივიდენდური ანაზღაურება $3.47-მდე გაიზრდება, ხოლო მეოთხე კვარტალში — $3.52-მდე. NextEra-ს აქციების ამჟამინდელი ფასის პირობებში ეს ნიშნავს, რომ დივიდენდური სარგებელი, შესაბამისად, 9% და 9.2% იქნება.

NextEra Energy-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $37.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $62.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $76.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი NextEra Energy-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 65.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რას ნიშნავს ეკონომიკური ეფექტიანობა?

შემდეგი

რას ნიშნავს ხარჯი ბიზნესისთვის?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს ხარჯი ბიზნესისთვის?

რას ნიშნავს ხარჯი ბიზნესისთვის?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved