• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს ხარჯი ბიზნესისთვის?

სექტემბერი 28, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს ხარჯი ბიზნესისთვის?
გაზიარება

ხარჯი არის იმ ოპერაციების ფასი, რომელსაც კომპანია შემოსავლის გამომუშავებისთვის იხდის. ეს უბრალოდ განისაზღვრება, როგორც ღირებულება, რომელიც რაღაცის მოსაპოვებლად უნდა იქნას გაღებული. როგორც პოპულარული გამონათქვამი გვეუბნება, „ფულის შოვნა ფული ღირს“.

საერთო ხარჯები მოიცავს გადახდებს მომწოდებლებისთვის, თანამშრომელთა ხელფასებს, ქარხნის იჯარას და აღჭურვილობის ცვეთას. კომპანიას უფლება აქვს, საგადასახადო დაქვითვადი ხარჯები ჩამოწეროს, რათა დასაბეგრი შემოსავალი და, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულება შეამციროს.

ხარჯების გააზრება

კომპანიის მმართველი გუნდების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოგების მაქსიმალურად გაზრდაა. ეს კი შემოსავლების გაზრდით და ხარჯების კონტროლით მიიღწევა. ხარჯების შემცირება შეიძლება კომპანიებს გაყიდვებიდან კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებაში დაეხმაროს.

თუმცა, ხარჯების ზედმეტად შემცირებას ასევე შეიძლება საზიანო ეფექტი ჰქონდეს. მაგალითად, რეკლამისთვის ნაკლები ფინანსური რესურსების გაღება ხარჯებს ამცირებს, მაგრამ ამასთან იკლებს ბაზარზე კომპანიის წარმოჩენის ხარისხი და პოტენციურ კლიენტებზე წვდომის უნარი.

როგორ აღირიცხება ხარჯები?

კომპანია თავის შემოსავალსა და ხარჯებს საშემოსავლო დეკლარაციაში აღწერს. ბუღალტრები ხარჯებს აღრიცხავენ ორიდან ერთ-ერთი მეთოდით: ნაღდი ფულის ან დარიცხვის საფუძველზე. პირველ შემთხვევაში ხარჯები მათი გადახდისას აღირიცხება, ხოლო დარიცხვის მეთოდი ხარჯების მათი წარმოქმნის მომენტის მიხედვით აღრიცხვას გულისხმობს.

მაგალითად, თუ ბიზნესის მფლობელი ოფისში ხალიჩების მწმენდავს მოიყვანს, კომპანია, რომელიც ნაღდი ფულის მეთოდს იყენებს, ხარჯებს აღწერს მაშინ, როდესაც ის ინვოისს გადაიხდის. დარიცხვის მეთოდის შემთხვევაში, ბუღალტერი ხალიჩის გაწმენდის ხარჯს მას შემდეგ აღრიცხავს, რად კომპანია მომსახურებას მიიღებს. ხარჯები, როგორც წესი, ამ უკანასკნელი მეთოდით აღირიცხება, რაც უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საანგარიშო პერიოდებში ანგარიშგებულ შემოსავლებთან.

ბიზნეს ხარჯების ტიპები

ბუღალტრულ აღრიცხვაში ბიზნეს ხარჯების ორი ძირითადი კატეგორია არსებობს:

საოპერაციო ხარჯები:

საოპერაციო ხარჯები დაკავშირებულია კომპანიის ძირითად საქმიანობასთან, როგორიცაა გაყიდული საქონლის ღირებულება, ადმინისტრაციული მოსაკრებლები, საოფისე მასალები, პირდაპირი შრომა და ქირა. ეს არის ის ხარჯები, რომლებიც ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმიანობის საფუძველზეა გაწეული.

საოპერაციო ხარჯი იქვითება შემოსავლიდან საოპერაციო შემოსავლის მისაღებად — მოგების ოდენობა, რომელსაც კომპანია თავისი პირდაპირი ბიზნეს საქმიანობიდან გამოიმუშავებს. კომპანიის მმართველმა გუნდმა უნდა მართოს საოპერაციო ხარჯები, რათა მაქსიმალური მოგება უზრუნველყოს. ეს, როგორც წესი, ხარჯების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით მიიღწევა. თუმცა, ხარჯების ზედმეტად შემცირებამ შეიძლება კომპანიის პროდუქტიულობაც დააზარალოს.

Accountant

არასაოპერაციო ხარჯები

არასაოპერაციო ხარჯები ბიზნესის ძირითად ოპერაციებთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული. ეს არის ხარჯები, რომლებიც კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის მიღმა წარმოიქმნება. ასეთი ტიპის დანახარჯები შეიძლება წარმოიშვას რესტრუქტურიზაციის, რეორგანიზაციის, საპროცენტო გადასახადის შედეგად.

არასაოპერაციო ხარჯები განცალკევებულია საოპერაციო ხარჯებისგან ბუღალტრული აღრიცხვის თვალსაზრისით, რათა განისაზღვროს, რა ოდენობის შემოსავალს გამოიმუშავებს კომპანია თავისი ძირითადი საქმიანობიდან.

მნიშვნელოვანი საკითხები

კაპიტალური ხარჯები

კაპიტალური ხარჯები (CapEx) არის სახსრები, რომელსაც კომპანია იყენებს ფიზიკური აქტივების შესაძენად, განახლებისთვის და შესანარჩუნებლად, როგორიცაა მიწის ნაკვეთი, შენობები, სამრეწველო ქარხანა, ტექნოლოგია ან აღჭურვილობა.

აშშ-ის შიდა საშემოსავლო სამსახური (IRS) კაპიტალურ ხარჯებს განსხვავებულად განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის კეთების ხარჯების უმეტესი ნაწილი წარმოქმნისთანავე ჩამოიწერება, კაპიტალური ხარჯები დროთა განმავლობაში უნდა კაპიტალიზდეს ან ჩამოიწეროს.

IRS-ს აქვს განრიგი, რომელიც ბიზნესებს კარნახობს, თუ ყოველწლიურად კაპიტალური აქტივის ღირებულების რა ნაწილი შეიძლება ჩამოიწეროს მანამ, სანამ მთელი ხარჯი აღიარდება. წლების რაოდენობა განსხვავდება აქტივთა ტიპის მიხედვით.

ყველა ხარჯის ჩამოწერას არ ექვემდებარება

IRS-ის თანახმად, იმისთვის, რომ დაიქვითოს, ბიზნეს ხარჯი „უნდა იყოს როგორც ჩვეულებრივი, ასევე აუცილებელი“. ჩვეულებრივი ნიშნავს, რომ ამ ტიპის ხარჯი გავრცელებულია ან მიღებულია ინდუსტრიაში. აუცილებლობაში კი იგულისხმება ის, რომ ხარჯი სასარგებლოა შემოსავლის მიღების მიზნით. ბიზნესის მფლობელებს არ აქვთ უფლება, თავიანთი პირადი, არასაქმიანი, ასევე ლობირების ხარჯებისა და ჯარიმების დაქვითვა მოითხოვონ.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

საინვესტიციო რჩევები სტივენ კოენისგან

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საინვესტიციო რჩევები სტივენ კოენისგან

საინვესტიციო რჩევები სტივენ კოენისგან

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved