• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 16 მაისს საფონდო ბირჟაზე?

მაისი 17, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 16 მაისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Baidu, Under Armour და Deere & Company.

Baidu

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Baidu-მ კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ინტერნეტ ძიების ჩინური გიგანტის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის შემცირებული.

2024 წლის პირველ კვარტალში Baidu-ს შემოსავალი წლიურად მხოლოდ 1%-ით — $4.4 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $4.3 მილიარდს.

ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა წმინდა მოგებამ კი წლიურად 6%-ით მოიმატა. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $2.07 შეადგინა, რამაც უოლ სტრიტის პროგნოზს $0.42-ით გადააჭარბა. კორექტირებულმა EPS-მა კი, რომელიც ერთჯერად ხარჯებს გამორიცხავს, $2.76-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.19).

Baidu

Baidu-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ონლაინ მარკეტინგის შემოსავალი წლიურად 3%-ით გაიზარდა, ხოლო ხელოვნური ინტელექტის (AI) ქლაუდ შემოსავალმა 6%-ით მოიმატა. მთლიან ზრდას ხელი შეუშალა Baidu-ს iQIYI სტრიმინგ ვიდეო ბიზნესმა, რომლის შემოსავალიც 5%-ით შემცირდა.

Baidu-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $113.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $155.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $183.20-ს, ხოლო მინიმალური — $130.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Baidu-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 38.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Under Armour

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Under Armour-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სპორტული ტანსაცმლის ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 1%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 23%-ით არის დაკლებული.

Under Armour-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — კევინ პლანკმა აღნიშნა, რომ გასული ფისკალური წლის განმავლობაში კომპანიას პრობლემურ საცალო ვაჭრობის გარემოსთან მოუწია გამკლავება.

გარდა ამისა, სპორტული ტანსაცმლის ბრენდმა ფისკალური 2025 წლისთვის რესტრუქტურიზაციის გეგმა დააანონსა, რომელსაც დაახლოებით $70-$90 მილიონი დასჭირდება და ის სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლებასაც გულისხმობს.

გასულ კვარტალში Under Armour-ის გაყიდვებმა $1.33 მილიარდს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების პროგნოზებს შეესაბამება. თუმცა წმინდა მოგებამ $6.6 მილიონი, ანუ $0.02 შეადგინა, რაც გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე უოლ სტრიტის მოლოდინი — $33.4 მილიონი, ანუ თითო აქციაზე $0.07.

Under Armour

ჩრდილოეთ ამერიკაში კვარტალური შემოსავალი წლიურად 10%-ით — $772 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ეს ნაწილობრივ ანაზღაურდა საერთაშორისო გაყიდვების 7%-იანი ზრდით $561 მილიონამდე.

რაც შეეხება მომავალს, Under Armour-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალურ 2025 წელს კომპანიის შემოსავალი დაბალი ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება, ჩრდილოეთ ამერიკაში კი ეს მაჩვენებელი წლიურად 15%-17%-ით დაიკლებს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მოგება თითო განზავებულ აქციაზე დაახლოებით $0.02-$0.05-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.59-ს.

გარდა ამისა, Under Armour-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა რესტრუქტურიზაციის გეგმა. მისი მიზანი არის Under Armour-ის გაძლიერება, კომპანიის ფინანსური და საოპერაციო ეფექტიანობისთვის მხარის დაჭერა.

Under Armour-ის დირექტორთა საბჭომ ასევე დაამტკიცა $500 მილიონის ღირებულების C კლასის ჩვეულებრივი აქციების გამოსყიდვის გეგმა. მათი შესყიდვა მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.

Under Armour-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $7.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $8.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $12.00-ს, ხოლო მინიმალური — $6.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Under Armour-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Deere & Company

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Deere & Company-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობის მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა. ვარდნა, სავარაუდოდ, იმით არის გამოწვეული, რომ მენეჯმენტმა უკვე მეორედ შეამცირა მოგების პროგნოზი მთელი წლისთვის.

წლის დასაწყისიდან Deere & Company-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით არის დაკლებული.

ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში, რომელიც 28 აპრილს დასრულდა, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობის კომპანიის შემოსავალი წლიურად 12%-ით — $15.24 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $13.3 მილიარდს. წმინდა მოგებამ 17%-ით დაიკლო, რაც გამოწვეული იყო ტრანსპორტირების დაბალი მოცულობითა და წარმოების მაღალი ხარჯებით. EPS-მა კი $8.53-ს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $7.87-ს.

Deere & Company

Deere & Company-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონ ს. მეიმ შედეგებს უწოდა ღირსშესანიშნავი გლობალური სოფლის მეურნეობის სექტორში მუდმივი ცვლილებების გათვალისწინებით. მაღალი საპროცენტო განაკვეთები ნეგატიურად ზემოქმედებს ფერმერებზე იმის ფონზე, რომ მოსალოდნელია ფერმის შემოსავლის შემცირება საქონლის დაბალი ფასებისა და წარმოების მაღალი ხარჯების გამო.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცნობით, 2024 წელს, გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ფერმის შემოსავალი შეიძლება 25%-ით შემცირდეს.

Deere-ის მენეჯმენტი არ მოელის, რომ უახლოეს მომავალში ფერმერების ყიდვის განწყობა გაუმჯობესდება. კომპანიაში ახლა პროგნოზირებენ, რომ მთლიანი წლის წმინდა მოგება დაახლოებით $7 მილიარდს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება ძველ პროგნოზს — $7.5-$7.75 მილიარდს.

Deere & Company-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $394.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $424.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $495.00-ს, ხოლო მინიმალური — $365.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Deere & Company-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა არის ბიუჯეტი?

შემდეგი

Walmart-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Walmart-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს საგრძნობლად გადააჭარბა

Walmart-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved