• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 12 მარტს საფონდო ბირჟაზე?

მარტი 13, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 12 მარტს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Novo Nordisk, 3M, On Holding, iRobot და Archer-Daniels-Midland.

Novo Nordisk

გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, დანიაში დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანიის — Novo Nordisk-ის აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით არის გაუმჯობესებული.

ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც Argus Research-ის დირექტორმა — ჯიმ კელეჰერმა Novo Nordisk თავისი კომპანიის საკონცენტრაციო სიაში დაამატა. გარდა ფარმაცევტული კომპანიისა, ამ სიაში აღმოჩნდა Domino’s Pizza, Shell და Capital One Financial.

ბოლო პერიოდში Novo Nordisk-მა პოპულარობა მოიპოვა რამდენიმე მედიკამენტის წყალობით, რომელიც დაფუძნებულია კომპანიის მოლეკულა semaglutide-ზე. ესენია: დიაბეტის პრეპარატი — Ozempic და, განსაკუთრებით, ჭარბი წონის სამკურნალო მედიკამენტი — Wegovy.

Novo Nordisk

ჯიმ კელეჰერი და მისი გუნდი აღფრთოვანებულნი არიან Novo Nordisk-ის მუდმივი წარმატებებით. მათ აღნიშნეს, რომ კომპანიას გააჩნია მყარი საფუძველი, რომელიც მოიცავს semaglutide-ის სხვა სარგებლის შესწავლას და ჰემოფილიის პოტენციურ მკურნალობას.

Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $135.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $122.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $68.12-ს. საშუალო სამიზნე ფასი Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

3M

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, სამრეწველო კონგლომერატის — 3M-ის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული.

3M აწარმოებს ყველაფერს, დაწყებული წებოვანი ლენტებით, დასრულებული სამედიცინო აღჭურვილობით.

მენეჯმენტმა განაცხადა, რომ 1 მაისიდან კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორი იქნება უილიამ ბრაუნი და იგი შეცვლის მაიკლ რომანს, რომელიც აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.

ინვესტორებმა ეს სიახლე კარგად მიიღეს, რადგან ბოლო წლების განმავლობაში 3M-ს მაკროეკონომიკურ წინაღობებთან უწევდა გამკლავება, ამას კი ორი მრავალ მილიარდ დოლარიანი სარჩელი დაემატა.

კომპანიის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი — მაიკლ რომანი 63 წლისაა, ასე რომ, იგი პენსიაზე გასვლის ასაკს უახლოვდება. თუმცა, როგორც ჩანს, 3M-ის მიერ ახალი აღმასრულებელი დირექტორის მოყვანის მიზანი კომპანიის მდგომარეობის გამოსწორება უფროა, ვიდრე — მაიკლის პენსიაზე გაშვება.

უილიამ ბრაუნი მანამდე ხელმძღვანელობდა L3Harris Technologies-ს, თავდაცვის კონტრაქტორს. განცხადებაში მაიკლ რომანმა თქვა: „უილიამი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო და სწორედ ეს ძლიერი გამოცდილება აქცევს მას სწორ ლიდერად 3M-ისთვის“. მაიკლმა ასევე ხაზი გაუსვა თავისი შემცვლელის გამოცდილებას სტრატეგიულ ლიდერობაში, ინოვაციებსა და ოპერაციების სრულყოფაში. უილიამი, თავისი კარიერის დასაწყისში, ასევე იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას United Technologies-ში.

3M

ბრაუნი უხელმძღვანელებს 3M-ის შემცირებულ ვერსიას, რადგან კონგლომერატის მმართველი გუნდი 1 აპრილს ჯანდაცვის განყოფილების გამოყოფას გეგმავს. უილიამის, როგორც აღმასრულებელი დირექტორის, ერთ-ერთი პირველი რთული გადაწყვეტილება იქნება, სპინ-ოფის შემდეგ დივიდენდის უცვლელად დატოვების ან შემცირებას შორის არჩევანის გაკეთება. ამავდროულად, 3M-ს მილიარდობით ლეგალურ გადასახადთან და ნელ ზრდასთან უწევს გამკლავება.

ინვესტორები ასევე იმედოვნებენ, რომ ბრაუნდი შეძლებს, ხელი შეუწყოს 3M-ის ინოვაციური ძრავის გადატვირთვას, რადგან ინვესტორები და თანამშრომლები ჩივიან, რომ კომპანია აღარ არის ისეთი პროგრესულად მოაზროვნე, როგორც — ადრე.

3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $99.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $109.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $140.00-ს, ხოლო მინიმალური — $84.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი 3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

On Holding

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, On Holding-მა კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ფეხსაცმელების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 9%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.

ჯერ კიდევ მესამე კვარტალში, On Holding-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მთლიანი მთლიანი წლის წმინდა გაყიდვები 46%-ით გაიზრდებოდა, მთლიანი მარჟა — 59%-ზე მეტით, ხოლო კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) — მინიმუმ 15%-ით. მენეჯმენტის პროგნოზები სამივე მიმართულებით გამართლდა.

2023 წლისთვის On Holding-მა წმინდა გაყიდვები თითქმის 47%-ით გაზარდა, მთლიანმა მარჟამ დაახლოებით 60% შეადგინა, ხოლო კორექტირებულმა EBITDA-მ 15%-ს გადააჭარბა. თუმცა ანალიტიკოსები მეოთხე კვარტალში ოდნავ მეტ ზრდას და უფრო დიდ მოგებას მოელოდნენ.

On Holding

გასულ მეოთხედში On Holding-ის შემოსავალმა $509.52 მილიონი შეადგინა და ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს $7.01 მილიონით ჩამორჩა. ზარალმა თითო აქციაზე კი $0.09-ს მიაღწია (პროგნოზი — $0.11).

გარდა ამისა, On Holding-ის მენეჯმენტის მოლოდინები პირველი კვარტლისთვის უფრო სუსტი იყო, ვიდრე უოლ სტრიტი იმედოვნებდა. ამ ყველაფერმა კი გუშინ ხელი შეუწყო კომპანიის აქციების ფასის შემცირებას.

On Holding-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $34.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $37.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $51.00-ს, ხოლო მინიმალური — $26.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი On Holding-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

iRobot

iRobot-ის აქციების ფასი ვარდნას განაგრძობს — გუშინ ეს მაჩვენებელი თითქმის 8%-ით შემცირდა. მას შემდეგ, რაც იანვარში Amazon-ის მენეჯმენტმა დაადასტურა, რომ რობოტი მტვერსასრუტების მწარმოებელ კომპანიას აღარ შეიძენს, iRobot-ის აქციების ფასი დაახლოებით 40%-ით შემცირდა.

Amazon-მა iRobot-ის შეძენის გადაწყვეტილების შესახებ პირველად 2022 წლის აგვისტოში განაცხადა. თავდაპირველად ტექნოლოგიური გიგანტი iRobot-ის შესაძენად $1.7 მილიარდის, ანუ თითო აქციისთვის $61-ის გადახდას აპირებდა.

გარიგება უფრო ნელა განვითარდა, ვიდრე კომპანიების წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია და ევროპული მარეგულირებლები ანტიმონოპოლიურ გავლენას იკვლევდნენ. 2023 წლის 25 ივლისს კი iRobot-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია, მიმდინარე ოპერაციების დასაფინანსებლად, $200 მილიონის ოდენობით ვალს აიღებდა.

Amazon-ში მიიჩნიეს, რომ iRobot-ისთვის გადახდილი მთლიანი ფასი $200 მილიონით გაიზრდებოდა, რადგან გარიგების დახურვის შემდეგ, ეს დავალიანება Amazon-ზე გადავიდოდა. ამის გათვალისწინებით, ელექტრონული კომერციის გიგანტმა შეთავაზების ფასი $51.75-მდე შეამცირა, რაც კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, iRobot-ის ვალის დაგეგმილ ზრდას დიდწილად აანაზღაურებდა.

თუმცა ევროკომისიამ, რომელიც ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ საკითხებს ზედამხედველობს, გასული წლის დასაწყისში შესყიდვის სიღრმისეული გამოძიება დაიწყო. კომისიის თქმით, 6 ივლისს დაწყებულმა სიღრმისეულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვის გარიგების წარმატებით დასრულებამ, შესაძლოა, რობოტი მტვერსასრუტების მწარმოებელი სხვა ბრენდები დააზარალოს.

ევროკომისიის მთავარი პროტესტი გარიგების წინააღმდეგ ის იყო, რომ Amazon-ს შეუძლია სხვა ბრენდებზე გავლენა იქონიოს მათი პროდუქტის საკუთარ ბაზარზე არ დაშვების, შემცირებულად წარმოჩენის ან ფასწარმოქმნის მხრივ. მარეგულირებლების განცხადებით, ელექტრონული კომერციის გიგანტს ასევე შეუძლია, საკუთარი პროდუქტებისთვის გამოიყენოს „კომერციულად მიმზიდველი“ ეტიკეტები, როგორიცაა “Amazon’s Choice” ან “Works With Alexa”.

ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, ევროკავშირის ზეწოლას არ დამორჩილებოდა, თუმცა იანვრის ბოლოს Amazon-მა ოფიციალურად გადაიფიქრა iRobot-ის შეძენა.

iRobot

iRobot-ის მდგომარეობა კვარტალურმა ანგარიშმაც ვერ გამოასწორა, რომელიც კომპანიამ 26 თებერვალს წარადგინა. შედეგებმა აჩვენა, რომ მეოთხე კვარტალში iRobot-ის გაყიდვები წლიურად 14%-ით შემცირდა, ხოლო ზარალმა თითო აქციაზე $2.28-ს მიაღწია. ახლა კი ყველაფერი უარესდება. iRobot-მა ინვესტორებს გააცნო მითითებები 2024 წლის პირველი კვარტლისთვის და გუშინდელი ვარდნაც სწორედ აქედან გამომდინარე დაფიქსირდა.

iRobot-ის მენეჯმენტი მოელის, რომ პირველ მეოთხედში გაყიდვები წლიურად დაახლოებით 14%-ით — $137-$142 მილიონამდე შემცირდება. ზარალი უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე მეოთხე კვარტალში, მაგრამ ასეც რომ იყოს, iRobot თითო აქციაზე მინიმუმ $2-ს დაკარგავს და, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი $2.13-მდეც გაიზარდოს.

ყველა ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის პროგნოზებს ჩამოუვარდება. TheFly.com-ის თანახმად, ანალიტიკოსები მოელიან, რომ iRobot-ის კვარტალური გაყიდვები $158 მილიონს შეადგენს, ხოლო ზარალი თითო აქციაზე — $2-ზე ნაკლებს.

iRobot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $10.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს — აქციებს ორივე მათგანი ნეიტრალურ რეიტინგს და $13.00-ის ტოლ სამიზნე ფასს ანიჭებს. ეს მაჩვენებელი iRobot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32%-იან ზრდას გულისხმობს.

Archer-Daniels-Midland

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Archer-Daniels-Midland-მა (ADM) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სასოფლო-სამეურნეო საქონლის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 22%-ით არის შემცირებული.

მეოთხე კვარტალში ADM-ის შემოსავალი წლიურად დაახლოებით 11%-ით — $22.98 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $23.64 მილიონი). კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი 30%-ით — $1.36-მდე დაიკლო (პროგნოზი — $1.43).

მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები არც ისე სახარბიელო იყო, კომპანიას აქციონერებისთვის პოზიტიური სიახლეც ჰქონდა. მენეჯმენტის თქმით, კომპანიის დირექტორთა საბჭომ $2 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის უფლება გასცა. Archer-Daniels-Midland-ში განაცხადეს, რომ $1 მილიარდის აქციების სწრაფად გამოსყიდვა იგეგმება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მენეჯმენტის აზრით, ამჟამად კომპანიის აქციები დაუფასებელია.

Archer-Daniels-Midland

გუშინ ასევე გავრცელდა სიახლე, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა გამოიძახა ADM-ის ზოგიერთი თანამშრომელი, რადგან ის იძიებს სააღრიცხვო პრაქტიკას კომპანიის კვების განყოფილებაში. ADM-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ დგამს ნაბიჯებს თავის სეგმენტებს შორის აღრიცხვის გასაუმჯობესებლად, ასევე განაგრძობს ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტთან და ფასიანი ქაღალდების კომისიასთან თანამშრომლობას.

რაც შეეხება მომავალს, ADM-ში მოელიან, რომ 2024 წელს EPS $5.25-$6.25-ს შეადგენს. შედარებისთვის, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა $6.98-ს მიაღწია.

ADM-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $57.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $63.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $76.00-ს, ხოლო მინიმალური — $51.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ADM-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რას ნიშნავს მონოპოლისტური კონკურენცია?

შემდეგი

თებერვალში აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალ ნიშნულზე დარჩა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
თებერვალში აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალ ნიშნულზე დარჩა

თებერვალში აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალ ნიშნულზე დარჩა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved