• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 27 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

ივნისი 28, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 27 ივნისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის McCormick, Walgreens Boots Alliance, AeroVironment, Salesforce და Chipotle Mexican Grill.

McCormick

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, McCormick-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი არომატიზატორებისა და სანელებლების კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.

კვარტალური შედეგები

ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში McCormick-ის შემოსავალი წლიურად 1%-ით — $1.64 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს ­ — $1.63 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.69 შეადგინა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.59-ს.

McCormick

McCormick განაგრძობს მდგომარეობის გამოსწორებას

მაღალი ინფლაციის ორწლიანი მონაკვეთის შემდეგ, როგორც ჩანს, კომპანიის მარჟები უმჯობესდება.

McCormick Margins

პროდუქციის წარმოების ხარჯების ზრდამ განაპირობა ის, რომ კომპანიას თავის საცალო მომხმარებლებთან ხელახალი მოლაპარაკება, ახალი კონტრაქტების დადება და ფასების გაზრდა მოუწია.

აღსანიშნავია, რომ McCormick-ის მთლიანი მოგების მარჟა ზედიზედ მეოთხე კვარტალში გაიზარდა და კომპანია განაგრძობს სამი წლის წინანდელ ნორმალურ მარჟებთან მიახლოებას.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები McCormick-ის აქციებს?

McCormick-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $71.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $76.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $92.00-ს, ხოლო მინიმალური — $60.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი McCormick-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 8 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Walgreens Boots Alliance

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Walgreens Boots Alliance-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სააფთიაქო ქსელის ოპერატორის აქციების ფასი 22%-ზე მეტით — 27-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.

კვარტალური შედეგები

ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Walgreens Boots Alliance-ის შემოსავალი წლიურად 2.6%-ით — $36.4 მილიარდამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $36 მილიარდს. EPS-მა კი $0.63 შეადგინა (უოლ სტრიტის მოლოდინი — $0.71).

რაც შეეხება მომავალს, Walgreens-ის მენეჯმენტმა მთელი წლის EPS-ის პროგნოზი $3.20-$3.35-დან $2.80-$2.95-მდე შეამცირა. წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კომპანია მომავლის პროგნოზებს ამცირებს.

Walgreens Boots Alliance

მენეჯმენტმა განაცხადა, რომ დახურავს ზოგიერთ წამგებიან ლოკაციას და შეწყვეტს იმ პროდუქტების გაყიდვას, რომლებსაც ის ძალიან დაბალ მარჟიანად მიიჩნევს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Walgreens-ის აქციებს?

Walgreens Boots Alliance-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $21.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $35.00-ს, ხოლო მინიმალური — $13.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Walgreens Boots Alliance-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 72.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

AeroVironment

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, AeroVironment-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი მცირე ზომის სამხედრო დრონების მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 8%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 44%-ით არის გაუმჯობესებული.

კვარტალური ანგარიში

ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში AeroVironment-ის შემოსავალმა $197 მილიონს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $188.56 მილიონს.

კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე კი $0.43 შეადგინა (პროგნოზი — $0.21). თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი EPS $0.21-ს გაუტოლდა, რაც უოლ სტრიტის მოლოდინს ემთხვევა.

AeroVironment

მთლიანი წლის GAAP EPS უკეთესი იყო — $2.18, რაც ბევრად კარგი შედეგია, ვიდრე გასულ წელს დაფიქსირებული ზარალი $7.04-ის ოდენობით. თუმცა წლის განმავლობაში თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა -$7.7 მილიონი შეადგინა.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, AeroVironment-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2025 წელს შემოსავალი $790-$820 მილიონს მიაღწევს, რაც შეესაბამება უოლ სტრიტის მოლოდინს. თუ ვივარაუდებთ, რომ AeroVironment ამ დიაპაზონის შუა წერტილს მიაღწევს, ეს იქნება 12%-იანი ზრდა, რაც მნიშვნელოვანი შენელებაა ფისკალურ 2024 წელს დაფიქსირებულ 33%-იან აღმასვლასთან შედარებით. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ წლიური კორექტირებული EPS $3.18-$3.49-ს შეადგენს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი — $3.33 ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.36-ს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები AeroVironment-ის აქციებს?

AeroVironment-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $178.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 3 ანალიტიკოსი აფასებს და მის აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $228.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $255.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AeroVironment-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28.3%-იან ზრდას გულისხმობს.

Salesforce

გუშინ Salesforce აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა აქციონერთა ყოველწლიური შეხვედრა გამართა და ინვესტორებმა კენჭი უყარეს სხვადასხვა საკითხს.

წლის დასაწყისიდან Salesforce-ის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით არის შემცირებული.

აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურების პაკეტი დამტკიცდა და საბჭო ხელახლა აირჩიეს

აქციონერებმა მხარი დაუჭირეს კომპანიის ყველა წინადადებას, მათ შორის დირექტორთა საბჭოს წევრების ხელახლა არჩევას.

მათ ფისკალური 2024 წლისთვის ასევე დაამტკიცეს Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორის — მარკ ბენიოფის კომპენსაცია $39.65 მილიონის ოდენობით, რაც გასული წლის ანაზღაურებას 32%-ით აღემატება.

Salesforce-ის აქციონერებმა ასევე მხარი დაუჭირეს თანამშრომლების წახალისების შეცვლილ გეგმას, რომელიც გამოშვებისთვის დარეზერვებული აქციების რაოდენობას 36 მილიონით ზრდის.

Salesforce

ბოლო კვარტალური ანგარიში

Salesforce-მა ბოლო კვარტალური შედეგები 29 მაისს გამოაქვეყნა. ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 11%-ით — $9.13 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.15 მილიარდს.

კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $2.44-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.37).

ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი წმინდა მოგებამ $1.53 მილიარდი შეადგინა, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე $1.56 იყო. ამ მაჩვენებელმა კი გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.45-ს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში EPS-მა $0.20 შეადგინა.

მაჩვენებელი ფისკალური 2025 წლის I კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები ფისკალური 2024 წლის I კვ.
შემოსავალი $9.13 მილიარდი  $9.15 მილიარდი $8.25 მილიარდი
განზავებული EPS $1.56 $1.45 $0,20
წმინდა მოგება  $1.53 მილიარდი $1.44 მილიარდი $199 მილიონი

რაც შეეხება მომავალს, Salesforce-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი $9.2-$9.25 მილიარდს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.35 მილიარდს.

მთელი წლის შემოსავლისთვის კი კომპანიაში შეინარჩუნეს ძველი პროგნოზი — $37.7-$38 მილიარდი.

Salesforce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ბენიოფმა ხაზი გაუსვა, რომ კომპანიას ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქისგან დიდი სარგებლის მიღება შეუძლია. მან თქვა: „ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის არის უზარმაზარი შესაძლებლობის დასაწყისი, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით თავიანთ კლიენტებს სრულიად ახალი გზით დაუკავშირდნენ“.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Salesforce-ის აქციებს?

Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $253.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $297.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $365.00-ს, ხოლო მინიმალური — $230.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.5%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Chipotle Mexican Grill

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ამერიკული სარესტორნო ქსელის — Chipotle Mexican Grill-ის აქციები დაიყო, ხოლო გუშინ მათი ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 39%-ით არის გაუმჯობესებული.

აქციების დაყოფა

სამშაბათს Chipotle-ის აქციები 1/50 პროპორციით დაიყო. შესაბამისად, თითოეულ ინვესტორს, რომელიც 25 ივნისის მდგომარეობით კომპანიის აქციონერთა რიგებში იყო, დამატებით 49 აქცია გადაეცა. მათ პორტფელში Chipotle-ის აქციების რაოდენობა 50-ჯერ გაიზარდა, თუმცა ფასი, შესაბამისად, 50-ჯერ შემცირდა.

კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ეს კარგი ნაბიჯია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ძვირი იყო სარესტორნო ქსელის აქციები. იაფი აქცია უფრო მიმზიდველია და, სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ ბევრმა ინვესტორმა ჩადო ინვესტიცია Chipotle-ში იმ იმედით, რომ აქციების დაყოფის შემდეგ მისი პოპულარობა გაიზრდებოდა.

Chipotle Mexican Grill

ასეთ დროს ბევრი ინვესტორი ანაღდებს მოგებას. აქციების სწრაფი და დიდი რაოდენობით გაყიდვა კი ფასს ამცირებს. Chipotle-სთვის რაიმე ნეგატიური ფუნდამენტური სიახლეების არარსებობის პირობებში, მოგების განაღდება, სავარაუდოდ, გუშინდელი ვარდნის მთავარი მიზეზია.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Chipotle-ის აქციებს?

Chipotle Mexican Grill-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $62.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $66.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $53.73-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chipotle Mexican Grill-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 62.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

როგორ დააგროვა ქონება უორენ ბაფეტმა?

შემდეგი

გუშინ Nike-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Nike-ის აქციების ფასი?

გუშინ Nike-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved