• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 26 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

ივნისი 27, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 26 ივნისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Micron Technology, Whirlpool Corporation და Nikola.

Micron Technology

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Micron Technology-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 8%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 73%-ით არის გაუმჯობესებული.

კვარტალური შედეგები

ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Micron Technology-ის შემოსავალი წლიურად 81%-ზე მეტით — $6.81 მილიარდამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $6.66 მილიარდს.

გასულ კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ $332 მილიონს მიღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $399.39 მილიონი). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში Micron-მა $1.9 მილიარდის მოცულობის ზარალი განიცადა. მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) კი $0.30 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს შეესაბამებოდა.

„ძლიერმა მოთხოვნამ ხელოვნურ ინტელექტზე და შესანიშნავმა წარმადობამ Micron-ს საშუალება მისცა, შემოსავალი კვარტალურად 17%-ით გაუმჯობესებინა და ამ მაჩვენებელმა ჩვენს საპროგნოზო დიაპაზონს გადააჭარბა“ — განაცხადა Micron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სანჯაი მეჰროტრამ. მისი თქმით, კომპანია ზრდის წილს მაღალი მარჟის მქონე პროდუქტების ბაზარზე, როგორიც არის, მაგალითად, მაღალი გამტარობის მეხსიერების (HBM) ჩიპები.

მომავლის პროგნოზები

Micron-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის ბოლო კვარტალში კომპანიის შემოსავალი $7.6 მილიარდს მიაღწევს, რაც შეესაბამება Visible Alpha-ს მიერ შედგენილ პროგნოზებს.

Citi-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $8 მილიარდს მიაღწევს. მათ Micron-ის აქციების სამიზნე ფასი $150-დან $175-მდე გაზარდეს.

გარდა ამისა, ერთი კვირის წინ BofA-მ Micron Technology-ის აქციების სამიზნე ფასი $144-დან $170-მდე გაზარდა და Micron-ს უწოდა „მეხსიერების პროდუქტების საუკეთესო ამერიკული კომპანია“.

Micron Technology

ანალიტიკოსების განმარტებით, მათ სჯერათ, რომ მოწყობილობებში AI მახასიათებლების დანერგვა, იგივე Edge AI, ნელა, მაგრამ სტაბილურად შეავსებს ბირთვულ ან მონაცემთა ცენტრის AI აპარატურას. მათ აღნიშნეს, რომ Edge AI-ის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიციარები კომპიუტერული და მეხსიერების ჩიპების მწარმოებლები იქნებიან.

ანალიტიკოსების თქმით, AI პერსონალურ კომპიუტერებზე მზარდი მოთხოვნისა, მათთვის მეტი მეხსიერების საჭიროების და ამ პროდუქტების მაღალი ფასის გამო, ისინი მიიჩნევენ, რომ Micron-ის გაყიდვები, კალენდარულ 2025 და 2026 წლებში, შესაბამისად, 10%-ით და 12%-ით გაუმჯობესდება. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე ამ წლებში, შესაბამისად, 20%-ით და 21%-ით გაიზრდება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Micron-ის აქციებს?

Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $142.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $156.37-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $225.00-ს, ხოლო მინიმალური — $3.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Whirlpool Corporation

გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მწარმოებელი კომპანიის — Whirlpool Corporation-ის აქციების ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით არის შემცირებული.

მნიშვნელოვანი სიახლე

Whirlpool არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში. კომპანიის ბიზნესი სულ უფრო მეტად განიცდის ზეწოლა უცხოური კონკურენტებისგან. ბოლო წლების განმავლობაში Whirpool-ის მენეჯმენტმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში თავისი ოპერაციების დივესტირებას მიმართა და ჩამოაყალიბა ერთობლივი საწარმო, რათა მართოს თავისი ევროპული ბიზნესი. ეს გადაწყვეტილებები საკუთარ ბაზრებზე ნაღდი ფულის დაზოგვისა და კონკურენტების წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის ნაწილს წარმოადგენს.

როგორც ჩანს, გერმანული ინდუსტრიული კონგლომერატი — Robert Bosch აღიქვამს Whirlpool-ს, პოტენციურ საშუალებად, საკუთარ მოწყობილობებთან დაკავშირებული ოპერაციების შესაქმნელად. Reuters-ის ცნობით, Bosch-ის მენეჯმენტი ესაუბრება პოტენციურ მრჩევლებს Whirlpool-ის შეძენის შესაძლებლობის შესახებ.

Whirlpool Corporation

მოხსენების თანახმად, არ არის გარკვეული, გაკეთდება თუ არა შეთავაზება, ან რამდენად მზად იქნება Bosch, გადაიხადოს მნიშვნელოვანი პრემია Whirlpool-ის ამჟამინდელ $5.5-მილიარდიან საბაზრო კაპიტალიზაციაზე. თუმცა გუშინ ინვესტორებმა შეიძინეს Whirlpool-ის აქციები იმ იმედით, რომ ეს გარიგება პროგრესირდება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Whirpool-ის აქციებს?

Whirlpool Corporation-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $102.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $101.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $135.00-ს, ხოლო მინიმალური — $75.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Whirlpool Corporation-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.15%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nikola

ელექტრომობილების (EV) სექტორში მნიშვნელოვანი სიახლის გავრცელების პარალელურად გუშინ რამდენიმე EV კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა. ელექტრო სატვირთო მანქანების მწარმოებელი Nikola ერთ-ერთი მათგანი იყო, გუშინ მისი აქციების ფასმა თითქმის 6%-ით მოიმატა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული.

ერთ-ერთმა EV კომპანიამ დიდი ინვესტიცია მოიზიდა

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანული ავტომწარმოებელი — Volkswagen გეგმავს, $5 მილიარდის დაბანდებას ელექტრომობილების (EV) სტარტაპში. მიზანი არის ერთობლივი საწარმოს საშუალებით ინდუსტრიაში წამყვანი ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიის შექმნა.

Volkswagen-ის საწყისი ინვესტიცია Rivian Automotive-ში $1 მილიარდს შეადგენს. ავტომწარმოებლების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ $4 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია 2026 წლისთვის განხორციელდება.

Nikola

თუმცა ელექტრომობილების ყველა სტარტაპი დიდ ფულად ინვესტიციას ვერ მიიღებს. Nikola-ს კი გასული წლის განმავლობაში არამარტო მოუწია დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, არამედ გარკვეული ზომების მიღება, რათა Nasdaq-ის საფონდო ბირჟის ლისტინგში თავისი აქციები შეენარჩუნებინა.

Nikola-ს აქციონერებმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს აქციების რევერსული დაყოფა 30-1 პროპორციით, რომელიც ძალაში გუშინ შევიდა. ეს არ ცვლის კომპანიის ღირებულებას, მაგრამ შესაძლებელია, ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღონ ის ფაქტი, რომ Nikola Nasdaq-ის ბირჟაზე დარჩება. ამით შეიძლება აიხსნას გუშინდელი ზრდა.

მაგრამ თუ ინვესტორების დადებითი განწყობის მიზეზი ის არის, რომ, მათი აზრით, Rivian-ის მსგავსად, Nikola-საც შეუძლია მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა სხვა ავტომწარმოებლისგან, ეს უბრალოდ აზარტულ თამაშს ჰგავს.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.

წინა

ევროკომისიის გამოძიების თანახმად, Apple-ის App Store ევროკავშირის ახალ კანონს არღვევს

შემდეგი

შესაძლოა, Nvidia-ს Blackwell ისტორიაში ყველაზე წარმატებული პროდუქტი იყოს — ჯენსენ ჰუანგი

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
შესაძლოა, Nvidia-ს Blackwell ისტორიაში ყველაზე წარმატებული პროდუქტი იყოს — ჯენსენ ჰუანგი

შესაძლოა, Nvidia-ს Blackwell ისტორიაში ყველაზე წარმატებული პროდუქტი იყოს — ჯენსენ ჰუანგი

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved