• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 17 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

ივნისი 19, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 17 ივნისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ ამერიკული აქციების ფასები გაიზარდა და Nasdaq ზედიზედ მეექვსედ დაიხურა რეკორდულ ნიშნულზე, რადგან ხელოვნური ინტელექტისადმი (AI) ენთუზიაზმმა ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე პოზიტიურად იმოქმედა.

ორშაბათს Nasdaq Composite თითქმის 1%-ით გაიზარდა, S&P 500 — დაახლოებით 0.8%-ით, ხოლო Dow Jones Industrial Average (DJIA) — 0.5%-ით.

ეს სავაჭრო კვირა მოკლეა, რადგან ხვალ აშშ-ში ბაზრები დახურული იქნება „მეორე“ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) რამდენიმე ოფიციალური პირის კომენტარებმა შეიძლება ბაზრებზე მდგომარეობა შეცვალოს და ინვესტორებს შეუქმნას წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ცენტრალური ბანკი ინფლაციის ბოლო მონაცემებზე. ამასთან, ამ კვირაში აშშ-ში საცალო გაყიდვებისა და საბინაო ბაზართან დაკავშირებული მონაცემების გამოქვეყნებამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს აშშ-ის სამომხმარებლო და ეკონომიკურ მდგომარეობას.

გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Adobe, Micron Technology, Lennar და Autodesk.

Adobe

გუშინ, ნეგატიური სიახლის შემდეგ, Adobe-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით შემცირდა. ფედერალურმა მთავრობამ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია და მისი ორი აღმასრულებელი საკომისიოებთან დაკავშირებით მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაში და Adobe-ის გამოწერის სერვისის გაუქმების გართულებაში დაადანაშაულა.

კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის პროკურორმა ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) რეკომენდაციით სან ხოსეში სარჩელი შეიტანა. იგი ამტკიცებს, რომ Photoshop-ისა და Acrobat-ის შემქმნელმა თავისი ყველაზე პოპულარული გამოწერის გეგმის ადრეულად შეწყვეტის საფასური დამალა და მომხმარებლებისთვის გამოწერის სერვისის გაუქმება გაართულა.

საჩივარი ამტკიცებს, რომ Adobe-მა მომხმარებლებს წლიურად გადასახდელი ყოველთვიური გამოწერისკენ უბიძგა და მათ საკმარისად არ გაუმჟღავნა, რომ გეგმის გაუქმება პირველ წელს შეიძლება ასობით დოლარი დაჯდეს.

FTC-ში აცხადებენ, რომ Adobe მომხმარებლებს ერთწლიანი გამოწერების ხაფანგში აბამდა

სამუელ ლევინმა, FTC-ის მომხმარებელთა დაცვის ბიუროს დირექტორმა, თქვა, რომ ადრეული შეწყვეტის საფასური და გაუქმების დაბრკოლებები მომხმარებლებს ერთწლიანი გამოწერების ხაფანგში აბამს.

კომპანიასთან ერთად, სარჩელში დასახელებულია მენინდეს სონი, Adobe-ის Digital Go To Market & Sales-ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი და დევიდ ვადჰვანი, ციფრული მედიის ბიზნესის პრეზიდენტი.

Adobe

პროკურორები სასამართლოსგან მოითხოვენ სასამართლო აკრძალვას, სამოქალაქო ჯარიმებს, სამართლიან ფულად და ასევე სხვა სახის შეღავათებს.

„გამოწერაზე დაფუძნებული სერვისები მოსახერხებელი, მოქნილი და ხარჯების თვალსაზრისით ეფექტიანია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეარჩიონ გეგმა, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ საჭიროებებს, ვადებსა და ბიუჯეტებს. ჩვენი პრიორიტეტია, ყოველთვის უზრუნველვყოთ დადებითი გამოცდილება მომხმარებლებისთვის. ჩვენ გამჭვირვალობას ვინარჩუნებთ ჩვენი სააბონენტო ხელშეკრულებების პირობებით და გვაქვს მარტივი გაუქმების პროცესი. სასამართლოში FTC-ის პრეტენზიებს უარვყოფთ“ — განაცხადა დანა რაომ, Adobe-ის გენერალურმა მრჩეველმა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Adobe-ის აქციებს?

Adobe-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $519.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $610.48-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $703.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Adobe-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 27 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Micron Technology

გუშინ Micron Technology-ის აქციების ფასმა 4%-ზე მეტით მოიმატა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც Bank of America-ს (BofA) ანალიტიკოსებმა აქციების სამიზნე ფასი გაზარდეს და განაცხადეს, რომ ჩიპების მწარმოებელი ხელოვნური ინტელექტის (AI) პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნით ისარგებლებს.

BofA-მ Micron Technology-ის აქციების სამიზნე ფასი $144-დან $170-მდე გაზარდა და Micron-ს უწოდა „მეხსიერების პროდუქტების საუკეთესო ამერიკული კომპანია“.

ანალიტიკოსების განმარტებით, მათ სჯერათ, რომ მოწყობილობებში AI მახასიათებლების დანერგვა, იგივე Edge AI, ნელა, მაგრამ სტაბილურად შეავსებს ბირთვულ ან მონაცემთა ცენტრის AI აპარატურას. მათ აღნიშნეს, რომ Edge AI-ის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიციარები კომპიუტერული და მეხსიერების ჩიპების მწარმოებლები იქნებიან.

Micron Technology

BofA ხაზს უსვამს AI კომპიუტერებზე მოთხოვნის ზრდას

ანალიტიკოსების თქმით, AI პერსონალურ კომპიუტერებზე მზარდი მოთხოვნისა, მათთვის მეტი მეხსიერების საჭიროების და ამ პროდუქტების მაღალი ფასის გამო, ისინი მიიჩნევენ, რომ Micron-ის გაყიდვები, კალენდარულ 2025 და 2026 წლებში, შესაბამისად, 10%-ით და 12%-ით გაუმჯობესდება. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე ამ წლებში, შესაბამისად, 20%-ით და 21%-ით გაიზრდება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Micron Technology-ის აქციებს?

Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $148.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $148.48-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $225.00-ს, ხოლო მინიმალური — $110.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 24 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Lennar

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Lennar-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი სამშენებლო კომპანიის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული.

Lennar არის ფლორიდაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც შეერთებული შტატების მასშტაბით საცხოვრებელ სახლებს აშენებს.

კვარტალური შედეგები

31 მაისს დასრულებული სამთვიანი პერიოდისთვის, Lennar-ის შემოსავალი წლიურად 9%-ით — $8.77 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $8.51 მილიარდს. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასულ კვარტალში შეკვეთები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო რეზერვმა 17,873 სახლს მიაღწია, რომელთა საერთო ღირებულება $8.2 მილიარდს აღწევს.

Lennar

Lennar-ის კვარტალურმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $3.45-ს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $3.33-ს.

„მიუხედავად რთული ეკონომიკური პირობებისა, მყიდველები კვლავ პასუხობდნენ გაყიდვების გაზრდილ სტიმულებს“ — განაცხადა Lennar-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტიუარტ მილერმა.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Lennar-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ მესამე კვარტალში სახლების მიწოდება 20,500-21,000-ს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი 20,750-ს შეადგენს, რაც ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — 20,917-ს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Lennar-ის აქციებს?

Lennar-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $156.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $177.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $198.00-ს, ხოლო მინიმალური — $144.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lennar-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Autodesk

გუშინ Autodesk-ის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქტივისტმა ინვესტორმა — Starboard Value-მ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაში $500 მილიონის ღირებულების წილი შეიძინა და ცვლილებებს ითხოვს.

ჟურნალი იტყობინება, რომ Starboard-ის წარმომადგენლები ახლახან შეხვდნენ Autodesk-ის აღმასრულებლებს, რათა განეხილათ საკითხები კომპანიის ოპერაციების, კორპორატიული მმართველობისა და ბოლო საბუღალტრო გამოძიების შესახებ. აქტივისტი ინვესტორი ფიქრობს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა უნდა გააუმჯობესოს თავისი მარჟა და დირექტორთა საბჭო გადაახალისოს.

Autodesk

Autodesk-ის აქციები წელს ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც აპრილში მენეჯმენტმა განაცხადა, რომ წლიური ანგარიშის გამოქვეყნება ფულადი სახსრების ნაკადებთან და საოპერაციო მარჟებთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრაქტიკის გამოძიების გამო გადაიდო. გასულ თვეში კი Autodesk-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოძიებას არსებითი პრობლემები არ აღმოუჩენია და მისი ფინანსური ანგარიშგების კორექტირება საჭირო არ გახდა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Autodesk-ის აქციებს?

Autodesk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $240.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $262.94-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $295.00-ს, ხოლო მინიმალური — $225.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Autodesk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.3%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

დაივიწყეთ სწრაფად გამდიდრება — უორენ ბაფეტი

შემდეგი

პირველ კვარტალში S&P 500-ის კომპანიების მიერ აქციების გამოსყიდვა წლიურად 10%-ით გაიზარდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
პირველ კვარტალში S&P 500-ის კომპანიების მიერ აქციების გამოსყიდვა წლიურად 10%-ით გაიზარდა

პირველ კვარტალში S&P 500-ის კომპანიების მიერ აქციების გამოსყიდვა წლიურად 10%-ით გაიზარდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved