• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 3 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 4, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 3 ივლისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ Nasdaq Composite 0.9%-ით გაიზარდა და მიმდინარე წელს უკვე 23-ჯერ დაიხურა რეკორდულ ნიშნულზე. ამასთან, S&P 500-მა 0.5%-ით მოიმატა და ამ ინდექსმაც ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. Dow Jones Industrial Average კი 0.06%-ით შემცირდა.

გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Tesla, Constellation Brands, Ford და Paramount Global.

Tesla

გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის — Tesla-ს აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა და 2024 წლის ახალ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ უკვე ზედიზედ მეექვსე სავაჭრო დღეა, რაც კომპანიის აქციები აღმასვლას განაგრძობს. ბოლო 1 თვის განმავლობაში Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 41%-ით გაუმჯობესდა, ხოლო წლის დასაწყისიდან — თითქმის 1%-ით შემცირდა.

ბოლოდროინდელი ზრდა განპირობებულია ელექტრომობილების მწარმოებლის მეორე კვარტლის მიწოდების მაჩვენებლებით. მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში Tesla-მ 410,831 მანქანა აწარმოა, ხოლო ბაზარს 443,956 მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მიწოდების მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა, მან გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 439,000-ს შეადგენდა.

ანალიტიკოსების პროგნოზები

ამ ანგარიშის შემდეგ Wedbush-ის ანალიტიკოსმა — დენ აივსმა Tesla-ს აქციების სამიზნე ფასი $275-დან $300-მდე გაზარდა. გუშინდელი დახურვის ფასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს.

გარდა ამისა, Bank of America-ს ანალიტიკოსებმა ელექტრომობილების მწარმოებლის სამიზნე ფასი $260-დან $300-მდე გაზარდეს. J.P. Morgan-ში კი Tesla-ს მიმართ ნაკლებად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. მათ კომპანიის აქციებს გაყიდვის რეკომენდაცია და $115-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნეს.

Wedbush-ის ანალიტიკოსების თქმით, 2024 წლის დასაწყისში ვარდნის შემდეგ, როგორც ჩანს, ელექტრომობილებზე მოთხოვნა სტაბილურდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ დასძინეს, რომ Tesla-ს მიწოდების მაჩვენებლები წარმოადგენს „ძირითად გარდამტეხ მომენტს“ წლის „ძალიან უხერხული დასაწყისის“ შემდეგ.

Bank of America-ს ანალიტიკოსებმა კი სამშაბათს აღნიშნეს, რომ „მიმდინარე წელს და შემდგომში უფრო ხელმისაწვდომი შეთავაზებების მზარდმა რაოდენობამ ელექტრომობილების მოცულობაზე პოზიტიურად უნდა იმოქმედოს“.

Tesla

ხელმისაწვდომი ფასები

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებისას, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა ხელმისაწვდომ შეთავაზებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კომენტარები გააკეთა. მასკის თქმით, Tesla პროცესებს აჩქარებს და ახალი მოდელების წარმოების დაწყებას 2024 წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში აპირებს. მენეჯმენტმა ადრე განაცხადა, რომ მათი წარმოება 2025 წლის მეორე ნახევრამდე არ დაიწყებოდა.

ახალ ავტომობილებს შორის იქნება უფრო ხელმისაწვდომი მოდელებიც, რომლებიც Tesla-ს შემდეგი თაობის პლატფორმას და მის ამჟამინდელ ტექნოლოგიას გამოიყენებს. მასკმა პირველად 2018 წელს წამოჭრა $25,000-იანი ელექტრომობილის წარმოების საკითხი და განაცხადა, რომ ახალი მოდელის დაპროექტებას დაახლოებით სამი წელი დასჭირდებოდა.

აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ახალი მოდელების დასამზადებლად Tesla-ს ამჟამინდელი საწარმოო ხაზები იქნება გამოყენებული, რამაც შეიძლება გააქარწყლოს ინვესტორების ეჭვები ხარჯებთან და ვადებთან დაკავშირებით.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $246.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $180.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $2.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 8-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.

Constellation Brands

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Constellation Brands-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო მწარმოებლის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით არის გაუმჯობესებული.

კვარტალური შედეგები

ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Constellation Brands-ის შემოსავალი წლიურად 5.8%-ით — $2.66 მილიარდამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.67 მილიარდს.

ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $4.78-ს მიაღწია, რამაც საგრძნობლად გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $3.45-ს.

Modelo Especial ლუდის გაყიდვებს ზრდის

Constellation Brands-ის ლუდის გაყიდვები წლიურად 8.3%-ით — $2.27 მილიარდამდე გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო როგორც მიწოდების მოცულობის 7.6%-იანმა მატებამ, ისე ხარჯების დაზოგვის ინიციატივებმა. Modelo Especial-ზე მოთხოვნამ ზრდა განაგრძო და Constellation-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ში, სხვა ნებისმიერ ბრენდთან შედარებით, ამ ლუდის გაყიდვებმა ყველაზე მეტი შემოსავალი მოიტანა. Modelo Especial-მა Anheuser-Busch InBev-ის Bud Light-ს ქვეყნის ყველაზე გაყიდვადი ლუდის ტიტული ჩამოართვა.

Constellation Brands-ის ფინანსურმა დირექტორმა — გარტ ჰანკინსონმა განაცხადა, რომ კომპანიის ლუდის ბიზნესის თანმიმდევრულმა ზრდამ და ხარჯების დაზოგვამ ძლიერი საოპერაციო შემოსავალი და ფულადი ნაკადები მოიტანა.

Constellation Brands

ლუდის ბიზნესის ზრდის პარალელურად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების გაყიდვები წლიურად 6.6%-ით — $389 მილიონამდე შემცირდა, რადგან გაყიდვების მოცულობა 5.1%-ით დაეცა. Constellation Brands-ის მენეჯმენტმა განმარტა, რომ სეგმენტი რთულ საბაზრო პირობებში ოპერირებას განაგრძობს.

რაც შეეხება მომავალს, ალკოჰოლური სასმელების მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ სრული წლის EPS $14.63-$14.93-ს მიაღწევს, რაც აღემატება წინა პროგნოზს — $13.40-$13.70-ს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Constellation Brands-ის აქციებს?

Constellation Brands-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $250.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $298.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $320.00-ს, ხოლო მინიმალური — $264.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Constellation Brands-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Ford

გუშინ Ford-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის გაყიდვების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების გაყიდვებში კარგ შედეგებს მიაღწია.

გაყიდვების მაჩვენებლები

გუშინ Ford-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასულ კვარტალში კომპანიამ 536,050 მანქანა გაყიდა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდის შედეგს 0.8%-ით აღემატება. Ford-ის ჰიბრიდული პიკაპის — Maverick-ის გაყიდვები წლიურად 81%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს — 53,822-ს მიაღწია. ელექტრომობილის, F-150 Lightning-ის გაყიდვები წლიურად 77%-ით — 7,902-მდე გაუმჯობესდა.

Ford-ის ელექტრომობილების გაყიდვებმა მთლიანობაში წლიურად 61%-ით მოიმატა და 23,957-ს მიაღწია. ზრდის ნახევარზე მეტზე პასუხისმგებელია Mustang Mach-E, რომლის გაყიდვებიც წლიურად 47%-ით — 12,645-მდე გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში წარმოებისა და მიწოდების მაჩვენებლები Ford-ის კონკურენტებმაც გამოაქვეყნეს. მაგალითად, BYD-მ მეორე კვარტალში 426,000-ზე მეტი სრულად ელექტრო მანქანა გაყიდა, რაც წლიურად 21%-იან ზრდას წარმოადგენს.

Ford

აშშ-ის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა — General Motors-მა კი მეორე კვარტალში ბაზარს 696,086 მანქანა მიაწოდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე მეოთხედის მაჩვენებელს 0.6%-ით აღემატება და ყველაზე მაღალი ნიშნულია 2020 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Ford-ის აქციებს?

Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $13.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.36-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $21.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Paramount Global

გუშინ Paramount Global-ის აქციების ფასი თითქმის 7%-ით გაიზარდა იმის ფონზე, რომ, კომპანიის გარიგება Skydance Media-სთან შერწყმასთან დაკავშირებით კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. გასულ თვეში Paramount-ის გარიგება Skydance Media-სთან ჩაიშალა, როდესაც National Amusements-ის მფლობელმა — შარი რედსტონმა, გავრცელებული ინფორმაციით, შერწყმის მოლაპარაკებები შეწყვიტა.

განახლებული დისკუსიების შედეგად, Skydance შეიძენს National Amusements-ს —ჰოლდინგურ კომპანიას, რომელსაც შარი რედსტონი ფლობს. ის Paramount-ის ხმის მიცემის უფლების მქონე აქციების დაახლოებით 77%-ს განკარგავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, Skydance-სა და Paramount-ს შორის შერწყმა შედგება.

Paramount Global

როგორც ცნობილი გახდა, Skydance $4.5 მილიარდს გადაიხდის Paramount-ის საკონტროლო აქციების დაახლოებით ნახევრის შესაძენად (თითოსთვის — $15). გარდა ამისა, დამატებით $1.5 მილიარდი Paramount-ის ვალს მოხმარდება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Paramount-ის აქციებს?

Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $11.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $11.68-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

შესაძლოა, მომდევნო წლებში ტექნოლოგიური გიგანტებმა AI-ზე ერთობლივად $1 ტრილიონზე მეტი დახარჯონ

შემდეგი

მოქმედებს თუ არა Fed-ის საპროცენტო განაკვეთები გეგმის მიხედვით?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
მოქმედებს თუ არა Fed-ის საპროცენტო განაკვეთები გეგმის მიხედვით?

მოქმედებს თუ არა Fed-ის საპროცენტო განაკვეთები გეგმის მიხედვით?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved