• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

მოქმედებს თუ არა Fed-ის საპროცენტო განაკვეთები გეგმის მიხედვით?

ივლისი 4, 2024
in სიახლეები
მოქმედებს თუ არა Fed-ის საპროცენტო განაკვეთები გეგმის მიხედვით?
გაზიარება

იმის ფონზე, რომ აშშ-ში ინფლაცია იკლებს და ეკონომიკა ნელდება, ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) მონეტარული პოლიტიკა, როგორც ჩანს, აკეთებს ზუსტად იმას, რისთვისაც ის შეიქმნა.

Fed საპროცენტო განაკვეთებს 23-წლიან მაქსიმუმზე ინარჩუნებს, რათა ხელი შეუშალოს მოსახლეობის დანახარჯების ზრდას და დათრგუნოს მაღალი ინფლაცია მთელ ეკონომიკაში მიწოდებისა და მოთხოვნის გადაბალანსებით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ინფლაცია გაიზარდა, რაც ეკონომისტებისთვის მოულოდნელი იყო და გაჩნდა შიში, რომ საფასო ზეწოლა არ მცირდებოდა.

ინფლაციის ხელახალმა ზრდამ ბაზრის ზოგიერთ დამკვირვებელს გაუჩინა კითხვა, არის თუ არა Fed-ის მონეტარული პოლიტიკა საკმარისად შემზღუდველი, კერძოდ — საპროცენტო განაკვეთები საკმარისად მაღალი. წლის დასაწყისში აშშ-ის ერთ-ერთი ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა ისიც კი განაცხადა, რომ, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო გაზრდა გახდეს საჭირო.

საფასო ზეწოლა მცირდება

მას შემდეგ გამოქვეყნებულმა ეკონომიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ საფასო ზეწოლა მსუბუქდება და სხვადასხვა სექტორში მომხმარებლების ხარჯები მცირდება.

„ნამდვილად რთულია, ვერ დაინახო, რომ მონეტარული პოლიტიკა მუშაობს“ — განაცხადა სან-ფრანცისკოს ფედერალური რეზერვის მმართველმა, მერი დალიმ.

მაისში პერსონალური სამომხმარებლო ხარჯების (PCE) ინდექსით გაზომილი ხარჯები უმნიშვნელოდ გაიზარდა და ნოემბრის შემდეგ თვიური ინფლაციის ყველაზე ნელი ტემპი დააფიქსირა. ინდექსმა ასევე აჩვენა, რომ ფასებმა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.6%-ით მოიმატა, რაც Fed-ის წლიურ სამიზნე განაკვეთს — 2%-ს უახლოვდება.

„ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური ზრდის, ხარჯების, შრომის ბაზრის შენელებას და ინფლაციის შემცირებას. ასე მუშაობს მონეტარული პოლიტიკა. მართალია, ამას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ჩვენ ყველას გვსურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის არ მუშაობს“ — განაცხადა მერი დალიმ.

მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ფართო გავლენა აქვს

Fed-ის ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტი საბოლოოდ მთელი ეკონომიკის მასშტაბით იგრძნობა. მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე სამომხმარებლო და ბიზნეს ხარჯები მცირდება.

კომპანიები ნაკლებ კონსტრუქციებს აშენებენ, რაც იმის ნიშანია, რომ მმართველი გუნდები კაპიტალურ ხარჯებს ამცირებენ. ამავდროულად, მწარმოებელი კომპანიები იღებენ ნაკლებ შეკვეთებს, ამის მიზეზად კი შესუსტებული მოთხოვნა სახელდება.

პანდემიის დასრულების შემდეგ სამომხმარებლო ხარჯებმა ეკონომიკა გააძლიერა, მაგრამ ბოლო თვეებში ამ მაჩვენებელმა კლება დაიწყო. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე მომხმარებლები თავიანთ ხარჯებს კიდევ უფრო შეამცირებენ.

„მომხმარებლის ქცევის უახლესი სურათი ასახავს ეკონომიკას, რომელიც რბილად დაშვებისკენ მიისწრაფვის“ — წერს Oxford Economics-ის უფროსი ეკონომისტი, ბობ შვარცი.

როდის შეამცირებს Fed საპროცენტო განაკვეთებს?

მართალია, Fed-ის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს პროგრესი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მათ, საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად, უფრო მეტი დამადასტურებელი მონაცემი სჭირდებათ.

„საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად, ეკონომიკურმა მონაცემებმა უნდა აჩვენოს, რომ ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებლისკენ — 2%-სკენ მტკიცედ მიემართება“ — განაცხადა Fed-ის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა პორტუგალიაში, ევროპის ცენტრალური ბანკის კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე.

თუ Fed საპროცენტო განაკვეთებს ზედმეტად მალე შეამცირებს, შეიძლება ინფლაცია აღდგეს, რაც ცენტრალურ ბანკს კურსის შეცვლას და განაკვეთების კვლავ გაზრდას აიძულებს. ამის საპირისპიროდ, თუ აშშ-ის ცენტრალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ზედმეტად დააგვიანებს, შეიძლება შედეგი უფრო მაღალი უმუშევრობა იყოს.

„ჩვენ ეს ორი უკიდურესობა უნდა დავაბალანსოთ და ეკონომიკაში არსებული სიძლიერის გათვალისწინებით შეგვიძლია, ამ პროცესს ფრთხილად მივუდგეთ” — განაცხადა პაუელმა.

ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა — ოსტან გოლსბიმ თქვა, რომ Fed მზად უნდა იყოს საპროცენტო განაკვეთების შემცირებისთვის, თუ სამუშაო ბაზარი დასუსტდება. „არსებობს საფრთხე, რომელიც მომდინარეობს ლოდინისგან და, ასევე, არასწორი ნაბიჯების გადადგმისგან“ — თქვა გულსბიმ სამშაბათს, Bloomberg TV-სთან გამართულ ინტერვიუში.

წინა

რა ხდებოდა 3 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

FDA-მ ალცჰაიმერის სამკურნალოდ Eli Lilly-ის მედიკამენტი დაამტკიცა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Eli Lilly-ის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

FDA-მ ალცჰაიმერის სამკურნალოდ Eli Lilly-ის მედიკამენტი დაამტკიცა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved