• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 23 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 24, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 23 ივლისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Spotify, Meta Platforms, Comcast და Amazon.

Spotify

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Spotify-მ (SPOT) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა — შვედური აუდიო სტრიმინგ კომპანიის მოგებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. სავაჭრო დღის განმავლობაში კი მისი აქციების ფასი თითქმის 12%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 75%-ით არის გაუმჯობესებული.

კვარტალური შედეგები

2024 წლის მეორე მეოთხედში Spotify-ის საოპერაციო შემოსავალმა $289 მილიონს მიაღწია, რაც კომპანიისთვის ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელია. Spotify-ის მთლიანმა შემოსავალმა კი $4.13 მილიარდი შეადგინა — ეს მეტრიკა ანალიტიკოსების პროგნოზს $23.18 მილიონით ჩამორჩა.

ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში Spotify-ის მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.44-ს მიაღწია, რაც უოლ სტრიტის პროგნოზს $0.30-ით აჭარბებს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში აუდიო სტრიმინგ კომპანიამ თითო აქციაზე $1.68-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.

გამომწერები

ზრდა ნაწილობრივ განაპირობა Spotify-ის პრემიუმ აბონენტთა ბაზამ, რომელმაც წლიურად 12%-ით მოიმატა და 246 მილიონს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ასევე აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — 245.2 მილიონს. ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) რაოდენობა კი 14%-ით — 626 მილიონამდე გაიზარდა, რაც ჩამორჩება მენეჯმენტის მოლოდინს.

Spotify

Premium აბონენტების რაოდენობის მატება დაფიქსირდა იმის ფონზე, რომ მიმდინარე თვეში აშშ-ში სერვისის ფასი იზრდება. Spotify-ის ცნობით, ინდივიდუალური Premium აბონენტებისთვის გამოწერის სერვისის ღირებულება თვეში $10.99-დან $11.99-მდე გაიზრდება. Duo გეგმის ფასი $14.99-დან $16.99-მდე მოიმატებს, ხოლო საოჯახო სერვისის — $16.99-დან $19.99-მდე. სტუდენტური პაკეტის ფასი უცვლელი — $5.99 — დარჩება.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Spotify-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მესამე კვარტალში კომპანიის საოპერაციო შემოსავალი $439.6 მილიონს მიაღწევს, ხოლო ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 639 მილიონამდე გაიზრდება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Spotify-ის აქციებს?

Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $331.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $354.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $410.00-ს, ხოლო მინიმალური — $230.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 29 ანალიტიკოსიდან 21-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Meta Platforms

გუშინ Meta Platforms-მა (META) წარადგინა Llama 3.1 — თავისი ყველაზე ეფექტიანი AI (ხელოვნური ინტელექტი) მოდელი, რომელიც ღია კოდის სისტემაზე მუშაობს.

Facebook-ის მშობელი კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Llama-ს ახალი მოდელი კონკურენციას გაუწევს ან აჯობებს Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ (MSFT) OpenAI-ს, Alphabet-ისა (GOOGL) და Amazon-ის (AMZN) პარტნიორ Anthropic-ს. როგორც ვხედავთ, AI მოდელების შემქმნელებს შორის კონკურენცია მუდმივად იზრდება.

Meta აფართოებს გავლენას ღია ინსტრუმენტების საშუალებით

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი — მარკ ცუკერბერგი ღია ხელოვნური ინტელექტის ძლიერი მხარდამჭერია, რომელიც ხელს უწყობს ღია კოდის ინსტრუმენტების გამოყენებას. ეს კომპანიას AI „რბოლაში“ წარმატების მიღწევაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ OpenAI, Google და Anthropic დახურულ AI მოდელებს ქმნიან.

Meta Platforms

ახალი ღია AI მოდელი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის აშშ-ში WhatsApp-სა და Meta-ზე. Llama 3.1-ზე წვდომის მიღება ასევე შესაძლებელია Meta-ს პარტნიორი ეკოსისტემების საშუალებით, მათ შორის არის Amazon Web Services (AWS), Nvidia (NVDA), Microsoft Azure, Google Cloud და ა. შ.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta-ს აქციებს?

Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $489.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 44 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $539.59-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $630.00-ს, ხოლო მინიმალური — $360.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 44 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Comcast

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Comcast-მა (CMCSA) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტელეკომუნიკაციების გიგანტის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით არის დაკლებული.

კვარტალური შედეგები

2024 წლის მეორე კვარტალში Comcast-ის შემოსავალი წლიურად 2.7%-ით — $29.7 მილიარდამდე შემცირდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $30 მილიარდს. კორექტირებული მოგება თითო აქციაზე 7%-ით — $1.21-მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.12-ს. თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $1 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს $0.04-ით ჩამორჩა.

Comcast-ის ბიზნეს მიმოხილვა

Comcast არის კონგლომერატი, რომელიც ფუნქციონირებს საინფორმაციო კომუნიკაციებისა და გართობის ინდუსტრიებში, დაწყებული ფართოზოლოვანი და უსადენო კომუნიკაციებით, დასრულებული კინოსტუდიებით, სატელევიზიო ქსელებით და თემატური პარკების ოპერაციებით. კომპანია ორიენტირებულია ტექნოლოგიურ წინსვლაზე, კონტენტის შექმნასა და კონკურენტულ ზრდაზე.

ბოლო კვარტლებში, Comcast ფოკუსირდა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, უსადენო სერვისების გაფართოებაზე და, ტექნოლოგიური განვითარების გზით, ბაზრის წილის გაზრდაზე. კომპანიის წარმატება დამოკიდებულია მის უნარზე, შეინარჩუნოს ძლიერი კომუნიკაციის სერვისები და მიმზიდველი კონტენტი სხვადასხვა პლატფორმაზე.

მნიშვნელოვანი კვარტალური მაჩვენებლები

Comcast-ის ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალი მოიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან მეტრიკას:

ფართოზოლოვანი და უსადენო სერვისების ზრდა: შიდა ბაზარზე ფართოზოლოვანი სერვისის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $6.6 მილიარდამდე გაიზარდა. უსადენო მიმართულების შემოსავალმა კი 20%-ით მოიმატა და $7.2 მილიონს მიაღწია 322,000 აბონენტის დამატების წყალობით.

კონტენტისა და გამოცდილების სეგმენტის ნაკლოვანებები: ამ სეგმენტის მთლიანი შემოსავალი 7.5%-ით — $10.1 მილიარდამდე შემცირდა. თუმცა მის ფარგლებში მედიის შემოსავალი გაიზარდა 2.1%-ით, რაც გამოწვეულია Peacock-ის შემოსავლის 28%-იანი გაუმჯობესებით. მთლიანი მაჩვენებლის შემცირება განაპირობა სტუდიებმა და თემატურმა პარკებმა.

Comcast

მომგებიანობა: Comcast-ის წმინდა მოგება წლიურად 7.5%-ით — $3.9 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო კორექტირებულმა წმინდა მოგებამ მცირე, 0.2%-იანი ზრდა დააფიქსირა $4.7 მილიარდამდე. თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) 60.9%-ით დაეცა, რაზეც გავლენა იქონია მაღალმა გადასახადებმა.

კვარტლის მნიშვნელოვანი ერთჯერადი ღონისძიებები და სტრატეგიული ნაბიჯები მოიცავდა პარტნიორობას Alphabet-ის Google-თან AI-ის მხარდაჭერით 2024 წლის ოლიმპიადის გაშუქებისთვის, რაც ხელს უწყობს ჩართულობის ზრდას. Comcast-მა ასევე გაზარდა ფასები თავისი Peacock სტრიმინგ სატელევიზიო სერვისის პრემიუმ ვერსიისთვის — ამის მიზანია, მაქსიმალურად გააუმჯობესოს თავისი მზარდი აბონენტების ბაზისგან გამომუშავებული შემოსავალი ოლიმპიადის წინ.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Comcast-ის აქციებს?

Comcast-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $39.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $46.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $55.00-ს, ხოლო მინიმალური — $34.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Comcast-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Amazon

გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, ელექტრონული კომერციის გიგანტის — Amazon-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 24%-ით არის გაუმჯობესებული.

Prime Day ღონისძიება

საინვესტიციო ბანკის — JMP Securities-ის შეფასებით, ამაზონის ელექტრონული კომერციის ბაზარზე გაყიდული საქონლის მთლიანი რაოდენობა Prime Day ღონისძიებისთვის, რომელიც 16-17 ივლისს ჩატარდა, წლიურად 11%-12.7%-ით გაიზარდა. ფირმამ Amazon-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $225-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნა.

Amazon

Morgan Stanley-ის შეფასება

Morgan Stanley-მ Amazon-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $220-დან $240-მდე გაზარდა. ფირმის კვლევითი ჩანაწერის მიხედვით, Amazon რჩება Morgan Stanley-ის საუკეთესო არჩევანად mega-cap აქციებს შორის.

ფირმის ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ Amazon Web Services (AWS) და ჩრდილოეთ ამერიკის ელექტრონული კომერციის სეგმენტები Amazon-ს მეორე კვარტალში ძლიერი შედეგების დაფიქსირებაში დაეხმარება. Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები მოელიან, რომ AWS-ის შემოსავალი წლიურად მინიმუმ 18%-ით გაიზრდება. ისინი ასევე პროგნოზირებენ ზრდას ჩრდილოეთ ამერიკის საცალო ბიზნესის მიმართულებით.

როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $186.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 44 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $224.24-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.3%-იან ზრდას გულისხმობს.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

დღეს UPS-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

შემდეგი

გუშინ Tesla-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ Tesla-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

გუშინ Tesla-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved