• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ Tesla-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

ივლისი 24, 2024
in სიახლეები
გუშინ Tesla-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Tesla-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 8%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის დაკლებული.

კვარტალური შედეგები

მაჩვენებელი  2024 წლის II კვ. ანალიტიკოსების პროგნოზი 2023 წლის II კვ.
შემოსავალი $25.5 მილიარდი $24.93 მილიარდი $24.93 მილიარდი
განზავებული EPS $0.52 $0.50 $0.78

Tesla-ს (TSLA) აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა და კომპანიის მმართველი გუნდის სხვა წევრებმა გუშინ განიხილეს რობოტაქსის ღონისძიების ოქტომბრისთვის გადადების თემა, Tesla-ს გეგმები უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

Robotaxi-ის ღონისძიება 10 ოქტომბრამდე გადაიდო

ილონ მასკმა დაადასტურა მიმდინარე თვის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია, რომ Tesla-ს რობოტაქსის წარდგენის ღონისძიება აგვისტოდან ოქტომბრამდე, კონკრეტულად კი 10 რიცხვამდე, გადაიდო.

ელექტრომობილების მწარმოებელს თავისი რობოტაქსი 8 აგვისტოს უნდა წარედგინა, თუმცა ცოტა ხნის წინ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ კომპანიამ რობოტაქსის სადებიუტო ღონისძიება, მის მიერ დიზაინის შეცვლის მოთხოვნის გამო, ოქტომბრამდე გადადო. ილონ მასკის თქმით, დამატებითი დრო Tesla-ს ინჟინრებს ასევე საშუალებას მისცემს, ავტომობილებს მეტი ფუნქცია დაამატონ.

რობოტაქსი არის შემდეგი თაობის თვითმართვადი ავტომობილი, რომელმაც მასკის თქმით (2019 წელს ინვესტორების ღონისძიებაზე), შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მფლობელებს საშუალება მისცეს, ავტონომიური ტაქსის სერვისისთვის მანქანების გაქირავებით ფული გამოიმუშაონ. აქედან საკომისიოს კომპანიაც მიიღებს.

ხელმისაწვდომი მოდელები

ილონ მასკის თქმით, Tesla კვლავ მუშაობს უფრო ხელმისაწვდომი მოდელის შემუშავებაზე, რომლის წარმოებაც შეიძლება მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიწყოს. Tesla-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ახალი მოდელების წარმოებისთვის ამჟამინდელი საწარმოო ხაზები იქნება გამოყენებული.

დაახლოებით 2 კვირის წინ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დაბალფასიანი მოდელის გამოშვებას შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს Tesla-ს საბაზრო წილზე. ანალიტიკოსების თქმით, მათი მონაცემები აჩვენებს, რომ გაყიდული ავტომობილების დაახლოებით ნახევრის ღირებულება $30,000-ს ან უფრო ნაკლებს შეადგენს. შესაბამისად, ნაკლებად ძვირი ავტომობილების გამოშვება შეიძლება დაეხმაროს Tesla-ს, უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

ჰუმანოიდი რობოტი

ილონ მასკმა X პლატფორმაზე დაწერა, რომ 2025 წელს კომპანია დაიწყებს ჰუმანოიდი რობოტების წარმოებას შიდა გამოყენებისთვის. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 2026 წლისთვის კომპანია რობოტების სხვა ფირმებისთვის წარმოებასაც შეძლებს.

წინა კვარტალური ანგარიში გამოქვეყნებისას ილონ მასკმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, Optimus-ის ფასეულობა კომპანიის ყველა პროდუქტს ერთად გადაწონის. მასკის თქმით, არ არსებობს ეკონომიკის ზომის მნიშვნელოვანი შეზღუდვა გონიერი ჰუმანოიდი რობოტისთვის, რომელსაც რეალობაში ნავიგაცია და მოთხოვნის საფუძველზე ამოცანების შესრულება შეუძლია.

სრული თვითმართვის (FSD) ტექნოლოგია

ილონ მასკმა თქვა, რომ რამდენიმე მსხვილმა ავტომწარმოებელმა გამოხატა ინტერესი Tesla-ს თვითმართვის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მიმართ. თუმცა მან უარი განაცხადა მოლაპარაკებების შესახებ დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.

გასული წლის განმავლობაში მრავალმა ტრადიციულმა ავტომწარმოებელმა დააანონსა პარტნიორობა ელექტრომობილების კომპანიებთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბევრი ფირმა მზად არის გარიგებებისთვის, რათა დროს ფეხი აუწყოს დახვეწოს.

სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება იმას, რომ სალიცენზიო შეთანხმებამ Tesla-ს შემოსავალში წვლილი შეიტანოს, რადგან, მასკის თქმით, სხვა ავტომწარმოებლების მიერ Tesla-ს პროგრამული უზრუნველყოფისა და კამერის ტექნოლოგიის ათვისება ეტაპობრივად მოხდება.

ილონ მასკმა ასევე განაცხადა, რომ Tesla ემზადება კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ არსებული თვითმართვადი პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი ვერსიების დადასტურების საკმაოდ მალე მოსათხოვად ევროპისა და ჩინეთის მარეგულირებლებისგან. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ კომპანია დასტურს წლის ბოლომდე მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ აპრილში Tesla-მ მოიპოვა დროებითი თანხმობა ჩინეთში Tesla-ს სრული თვითმართვის სისტემის დასანერგად. ეს ქვეყანა კომპანიისთვის სიდიდით მეორე ბაზარია აშშ-ის შემდეგ.

ადგილობრივ ბაზარზე პროგრამული უზრუნველყოფა Tesla-სთვის უკვე შემოსავლის წყაროდ იქცა — ბევრი მომხმარებელი მასში ყოველთვიურ გადასახადს იხდის. FSD-ის ჩინეთში დანერგვამ კი შეიძლება კომპანიის შემოსავალი და მოგების მარჟა გააუმჯობესოს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $246.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $213.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $115.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 23 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

გუშინ Alphabet-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ Alphabet-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

გუშინ Alphabet-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved