• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 29 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

მარტი 13, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 29 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Duolingo, Celsius Holdings, Hormel Foods, Autodesk და Monster Beverage.

Duolingo

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Duolingo-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი ენების შემსწავლელი პლატფორმის აქციების ფასი მკვეთრად — 22%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 219%-ით გაუმჯობესდა.

მეოთხე კვარტალში Duolingo-ს შემოსავალი წლიურად 45%-ით — $151 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $148.32 მილიონი). მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.26 შეადგინა (პროგნოზი — $0.04). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიამ თითო აქციაზე $0.35-ის ოდენობის ზარალი დააფიქსირა.

გარდა ამისა, Duolingo-ს ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების (DAU) რაოდენობამ 65%-ით მოიმატა და 26.9 მილიონი შეადგინა, ხოლო თვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) რიცხვი 46%-ით — 88.4 მილიონამდე გაიზარდა.

Duolingo შესანიშნავად იზრდება, ამავდროულად კომპანია მოგების მარჟას აუმჯობესებს — ეს კი იშვიათი და აქციონერებისთვის სასარგებლო კომბინაციაა. თუმცა აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი — ლუის ფონ ანი ამას არ სჯერდება. Duolingo ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა ფასებსა და ფუნქციებზე სამ სააბონენტო დონეზე, ცვლის საოჯახო გეგმის ფუნქციების კომპლექტს და იკვლევს ახალ საგნებს, დაწყებული მუსიკით, დასრულებული მათემატიკით.

Duolingo

ლუის ფონ ანის გრძელვადიანი გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია.

„Duolingo-ზე გლობალური მასშტაბით ონლაინ ენის შემსწავლელი MAU-ების 90% მოდის. და მაინც, მომავლისთვის ჩვენ ჯერ კიდევ ბევრად მეტ პოტენციალს და შესაძლებლობებს ვხედავთ. მსოფლიოში ასობით მილიონი ენების, მათემატიკისა და მუსიკის შესწავლით დაინტერესებული ადამიანია, რომელიც ჯერ კიდევ არ დარეგისტრირებულა Duolingo-ს პლატფორმაზე და ჩვენ მათ მოზიდვაზე ვმუშაობთ“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა.

Duolingo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი $239.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $240.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $282.00-ს, ხოლო მინიმალური — $190.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Duolingo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Celsius Holdings

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Celsius Holdings-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ენერგეტიკული სასმელების კომპანიის აქციების ფასი 20%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 57%-ით გაუმჯობესდა.

მეოთხე კვარტალში Celsius Holdings-ის შემოსავალი წლიურად თითქმის გაორმაგდა — $178-დან $347 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $330 მილიონი). EPS-მა კი $0.17 შეადგინა (პროგნოზი — $0.15). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიამ თითო აქციაზე $0.12-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.

Celsius Holdings-ის შემოსავლის მკვეთრი ზრდა მიუთითებს მენეჯმენტის მისწრაფებაზე, გააუმჯობესოს გაყიდვები ნებისმიერ ფასად. თუმცა Celsius რეალურად ეფექტიანი მარკეტინგისა და კონსერვატიული ფისკალური მენეჯმენტის ნაზავს იყენებს.

მეოთხე კვარტალში კომპანიამ ხელი მოაწერა სპონსორობის მრავალწლიან ხელშეკრულებებს MLS-ის რამდენიმე საფეხბურთო კლუბთან და ფორმულა 1-ის Ferrari-ის გუნდთან.

Celsius Holdings

თუმცა Celsius-ის მმართველი გუნდი დიდწილად ეყრდნობა სიტყვიერ მარკეტინგს, ძირითადად ფოკუსირებულია კომპანიის ბრენდზე და არა კონკრეტულ პროდუქტებსა თუ არომატებზე.

შედეგად, გასულ კვარტალში კორექტირებული გაყიდვები და მარკეტინგული ხარჯები წლიურად მხოლოდ 45%-ით გაიზარდა. Celsius მომგებიანია და ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი თავისუფალი ფულადი ნაკადები პოზიტიურია.

Celsius-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $82.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $71.04-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $83.33-ს, ხოლო მინიმალური — $65.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Celsius-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Hormel Foods

გუშინ Hormel Foods-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვარტალურმა მაჩვენებლებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საკვების გადამამუშავებელი კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით შემცირდა.

ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში, რომელიც 28 იანვარს დასრულდა, Hormel-ის შემოსავალი წლიურად 0.9%-ით — დაახლოებით $3 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.92 მილიარდი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $226.8 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $0.41 იყო (პროგნოზი — $0.34).

Hormel-მა ასევე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ფულადი სახსრების ნაკადების გაძლიერების თვალსაზრისით. გასულ კვარტალში კომპანიის საოპერაციო ფულადი ნაკადები წლიურად 98%-ით — $404 მილიონამდე გაიზარდა.

Hormel Foods

Hormel-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯიმ სნიმ განაცხადა, რომ კომპანიას ძლიერი კვარტალი ჰქონდა. მან ეს მიაწერა Hormel-ის თითოეული ბიზნეს სეგმენტის მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებს, ისევე როგორც პროგრესს მენეჯმენტის მიერ ადრე დაანონსებული „ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის“ ინიციატივების მიმართულებით.

რაც შეეხება მომავალს, Hormel-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული ფისკალური 2024 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 1%-3%-ით გაიზრდება, ხოლო კორექტირებული EPS $1.51-$1.65-ს მიაღწევს.

Hormel Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $35.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $30.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $33.00-ს, ხოლო მინიმალური — $27.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Hormel Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Autodesk

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Autodesk-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო საათების შემდეგ კი 3D დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით გაუმჯობესდა.

ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Autodesk-ის შემოსავალი წლიურად 11%-ით — $1.47 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.43 მილიარდი). კორექტირებულმა EPS-მა კი $2.09 შეადგინა და ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.95-ს.

კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაფიქსირებული სუსტი წარმადობის დაბალანსებას ხელი შეუწყო აშშ-ის ბაზრის ძლიერმა შედეგებმა.

რაც შეეხება მომავალს, Autodesk-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე ფისკალურ კვარტალში, რომელიც 30 აპრილს დასრულდება, კომპანიის შემოსავალი $1.385-$1.4 მილიარდს შეადგენს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.388 მილიარდი).

Autodesk

სრული ფისკალური 2025 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ შემოსავალი $5.99-$6.09 მილიარდს მიაღწევს და ეს დიაპაზონი სრულად აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $5.96 მილიარდს.

Autodesk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $258.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $266.62-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $307.00-ს, ხოლო მინიმალური — $220.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Autodesk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Monster Beverage

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Monster Beverage-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ენერგეტიკული სასმელების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით გაუმჯობესდა.

მეოთხე კვარტალში Monster Beverage-ის შემოსავალი წლიურად 14.4%-ით — $1.73 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.76 მილიარდს. ცვლილებებმა უცხოური ვალუტის კურსებში კომპანიის გასული კვარტლის შედეგებზე $27.1 მილიონის მოცულობის ნეგატიური გავლენა იქონია. ამის საფუძველზე კორექტირების შემთხვევაში გამოვა, რომ შემოსავალი წლიურად 16.1%-ით გაიზარდა.

კომპანიის ძირითადი, ენერგეტიკული სასმელების მიმართულება 20%-ით გაუმჯობესდა, ხოლო ალკოჰოლური სეგმენტი კიდევ უფრო მეტად — 30%-ით.

„ჩვენ განვაგრძობთ შესანიშნავი ზრდის დაფიქსირებას გლობალური ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე“ — თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰილტონ შლოსბერგმა პრესრელიზში.

Monster Beverage

გასულ კვარტალში კორექტირებული წმინდა მოგება წლიურად 33.1%-ით — $401.5 მილიონამდე გაუმჯობესდა, ანუ კორექტირებულმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე $0.38 შეადგინა და ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს შეესაბამებოდა.

სრული 2023 წლის განმავლობაში კი Monster Beverage-ის კორექტირებული შემოსავალი წლიურად 15.5%-ით — $7.28 მილიარდამდე გაიზარდა. წმინდა მოგებამ 36.9%-ით — $1.63 მილიარდამდე მოიმატა, ანუ განზავებულმა EPS-მა $1.54 შეადგინა.

Monster Beverage-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $59.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $64.10-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $69.00-ს, ხოლო მინიმალური — $55.85-ს. საშუალო სამიზნე ფასი Monster Beverage-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Salesforce-მა პირველი კვარტალური დივიდენდი დააანონსა

შემდეგი

იანვრის მონაცემებით აშშ-ში ინფლაციის დონე გაიზარდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
იანვრის მონაცემებით აშშ-ში ინფლაციის დონე გაიზარდა

იანვრის მონაცემებით აშშ-ში ინფლაციის დონე გაიზარდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved