გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Booking Holdings, Chevron, ExxonMobil და Snap.
Booking Holdings
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Booking Holdings-მა (BKNG) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა პარასკევს ონლაინ ტურისტული სერვისების გლობალური ლიდერის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის დაკლებული.
მთლიანობაში კომპანიამ გასულ კვარტალში აჩვენა ძლიერი საოპერაციო წარმადობა და სტრატეგიული პროგრესი, მიუხედავად გარკვეული გარე გამოწვევებისა.
კომპანიის ბიზნესის მიმოხილვა
Booking Holdings ონლაინ მოგზაურობისა და მასთან დაკავშირებული სერვისების წამყვანი მიმწოდებელია, მათ შორის არის საცხოვრებლის ჯავშნები, მანქანების დაქირავება, ფრენების, რესტორნების დაჯავშნა. ისეთი ბრენდებით, როგორიცაა Booking.com, Priceline, Agoda, Kayak და OpenTable, კომპანია მიზნად ისახავს, დაეხმაროს მომხმარებლებს ყოვლისმომცველი სამოგზაურო გამოცდილების დაგეგმვაში.
ბოლო პერიოდში Booking Holdings-მა ყურადღება გაამახვილა მომსახურების შეთავაზების ოპტიმიზაციაზე, მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე და გეოგრაფიულ ექსპანსიაზე.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Booking Holdings-ის შემოსავალი წლიურად 7.3%-ით — $5.86 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.77 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $41.90-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $38.63-ს.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
კორექტირებული EPS | $41.90 | $38.63 | $37.62 | 11.4% |
მთლიანი შემოსავალი | $5.86 მილიარდი | $5.77 მილიარდი | $5.46 მილიარდი | 7.3% |
დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა | 287 მილიონი | — | 268 მილიონი | 7.1% |
წმინდა მოგება | $1.52 მილიარდი | — | $1.29 მილიარდი | 18% |
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Booking Holdings-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მესამე კვარტალში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა წლიურად 3%-5%-ით გაიზრდება. შედარებისთვის, გასული წლის მესამე მეოთხედში, ამ მაჩვენებლის მატებამ 14.9% შეადგინა. კომპანია განაგრძობს ფოკუსირებას თავის სტრატეგიულ ინიციატივებზე, მათ შორის ტექნოლოგიურ წინსვლასა და სერვისების დივერსიფიკაციაზე. მენეჯმენტმა გაიმეორა გეგმები, AI-ის უფრო ფართოდ გამოყენებისა და პლატფორმებზე მომხმარებლების გამოცდილების გაძლიერების შესახებ.
გარდა ამისა, Booking Holdings-ის მენეჯმენტმა დააანონსა $8.75-ის ოდენობით კვარტალური დივიდენდი, რომელიც 2024 წლის 30 სექტემბრიდან გაიცემა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Booking Holdings-ის აქციებს?
Booking Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $3,328.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $4,184.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $4,700.00-ს, ხოლო მინიმალური — $3,750.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Booking Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 24 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Chevron
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Chevron-მა (CVX) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ნავთობკომპანიის აქციების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის დაკლებული.
Chevron-ის ბიზნესის მიმოხილვა
Chevron არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია. მისი ბიზნესი მოიცავს როგორც ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოძიებას, განვითარებასა და წარმოებას, ისე ნავთობპროდუქტების გადამუშავებასა და გაყიდვას.
ცოტა ხნის წინ, Chevron-მა ყურადღება გაამახვილა თავისი წარმოების შესაძლებლობების გაფართოებაზე და აქციონერთა შემოსავლის გაზრდაზე.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Chevron-ის შემოსავალი წლიურად 4.9%-ით — $49.6 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $48.7 მილიარდს. მოგება თითო განზავებულ აქციაზე კი 31.6%-ით — $2.43-მდე შემცირდა, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის მოლოდინს — $2.93-ს.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
განზავებული EPS | $2.43 | $2.93 | $3.55 | (31.6%) |
მთლიანი შემოსავალი | $49.6 მილიარდი | $48.7 მილიარდი | $47.2 მილიარდი | 4.9% |
საოპერაციო ხარჯები | $7.71 მილიარდი | — | $7.22 მილიარდი | 6.8% |
ამორტიზაცია, გაუფასურება და წარმოების შემცირება | $4 მილიარდი | — | $3.5 მილიარდი | 13.7% |
ფულადი ნაკადები ოპერაციებიდან | $6.3 მილიარდი | — | $6.3 მილიარდი | 0% |
მომავლის პროგნოზები
კვარტალურ ანგარიშში მომავლის პროგნოზები არ არის მითითებული, მაგრამ მენეჯმენტი რჩება ოპტიმისტურად განწყობილი გრძელვადიანი ზრდის მიმართ. Chevron-ის წარმომადგენლები მოელიან წარმოების უწყვეტ ზრდას, განსაკუთრებით პერმის აუზში. კომპანიაში მიზნად ისახავენ 2025 წლისთვის ნავთობის ეკვივალენტის წმინდა მოპოვების დღეში ერთ მილიონ ბარელამდე ზრდას. მენეჯმენტი ასევე გეგმავს წინსვლას ნახშირბადის დაბალ ემისიაზე ფოკუსირებულ პროექტებში, ინვესტირებას განახლებად საწვავსა და წყალბადის ტექნოლოგიებში.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Chevron-ის აქციებს?
Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $149.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $184.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $204.00-ს, ხოლო მინიმალური — $156.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ExxonMobil
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, კვარტალური შედეგები კიდევ ერთმა ნავთობკომპანიამ — ExxonMobil-მა (XOM) გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი მისი აქციების ფასი თითქმის უცვლელი დარჩა — 0.06%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის გაუმჯობესებული.
ExxonMobil-ის ბიზნესის მიმოხილვა
ExxonMobil ძირითადად ჩართულია ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძიებაში, წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანია ასევე აწარმოებს ნავთობპროდუქტებს, ნავთობქიმიკატებს და სპეციალიზებულ პროდუქტებს.
ExxonMobil-ის ბოლოდროინდელი სტრატეგიული აქცენტები მოიცავს მისი საძიებო და წარმოების (E&P) შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ინვესტირებას დაბალი ემისიის ტექნოლოგიებში, ინოვაციების განხორციელებას საკუთრების ტექნოლოგიებისა და პატენტების მეშვეობით.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში ExxonMobil-ის შემოსავალი წლიურად 12.2%-ით — $93.06 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $90.09 მილიარდს. EPS-მა კი 10.3%-ით მოიმატა და $2.14-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $2.02-ს.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
EPS | $2.14 | $2.02 | $1.94 | +10.3% |
მთლიანი შემოსავალი | $93.06 მილიარდი | $90.09 მილიარდი | $82.91 მილიარდი | +12.2% |
წმინდა მოგება | $9.24 მილიარდი | — | $7.88 მილიარდი | +17.3% |
თავისუფალი ფულადი ნაკადები | $15.02 მილიარდი | — | $16.44 მილიარდი | -8.6% |
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, ExxonMobil-ის მენეჯმენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი სტრატეგიული ინვესტიციებისა და ინოვაციების მეშვეობით ზრდის შენარჩუნების მიმართ. კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს დაბალი ემისიის ტექნოლოგიებში და მოელის, რომ ასეთი ტექნოლოგიების ბაზარი 2050 წლისთვის $6 ტრილიონს მიაღწევს. გარდა ამისა, ExxonMobil მიზნად ისახავს 2027 წლისთვის მიაღწიოს $15 მილიარდზე მეტი სტრუქტურული ხარჯების დაზოგვას, პირველ რიგში, შემცირებული საოპერაციო ხარჯებისა და გამარტივებული პროცესების მეშვეობით.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები ExxonMobil-ის აქციებს?
ExxonMobil-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $117.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $137.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $153.00-ს, ხოლო მინიმალური — $119.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ExxonMobil-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Snap
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Snap-მა (SNAP) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი სოციალური მედიის კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად — თითქმის 27%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 42%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Snap-ის შემოსავალი წლიურად 16%-ით — $1.24 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.25 მილიარდს.
დღიური აქტიური მომხმარებლების (DAU) საერთო რაოდენობამ 9%-ით — 432 მილიონამდე მოიმატა, თუმცა ჩრდილოეთ ამერიკაში ზრდა უცვლელი იყო და ამ რეგიონში DAU-მ 100 მილიონი შეადგინა.
კორექტირებულმა EBITDA-მ (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $55 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიამ $38 მილიონის ოდენობით EBITDA ზარალი დააფიქსირა.
კორექტირებულმა EPS-მა $0.02 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს შეესაბამებოდა. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი კომპანიამ თითო აქციაზე $0.16-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა (ანალიტიკოსების პროგნოზი — -$0.16).
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Snap-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 12%-16%-ით — $1.335-$1.375 მილიარდამდე გაიზრდება, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.6 მილიარდს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მიმდინარე მეოთხედში EBITDA $70 მილიონს შეადგენს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Snap-ის აქციებს?
Snap-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.59-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $20.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Snap-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 66.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 29 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 19-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.