• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 11 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

აპრილი 12, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 11 აპრილს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Apple, CarMax, Constellation Brands და Fastenal.

Apple

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, Apple-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ემზადება თავისი Mac კომპიუტერების მთელი ხაზის გაუმჯობესებისთვის, ისეთ განახლებულ შიდა პროცესორებზე გადასვლით, რომლებიც წინა პლანზე წამოწევს ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციებს.

Bloomberg იტყობინება, რომ Apple ახლოსაა M4 პროცესორის წარმოების დაწყებასთან, რომელიც ამჟამინდელი M3-ის განახლებულ ვერსიას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ M3 ჩიპებით აღჭურვილი Mac-ების გამოშვება ხუთი თვის წინ დაიწყო.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, M4-ის სულ მცირე სამი ძირითადი სახეობა გამოვა და ეს ნაბიჯი არის კომპანიის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, AI შესაძლებლობები ყველა პროდუქტში შეიტანოს.

Apple

Bloomberg-ის თანახმად, შესაძლოა, Apple-ის მენეჯმენტმა მიზნად დაისახოს Mac-ების გამოშვება M4-ით ამ წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში. მოსალოდნელია რამდენიმე ახალი iMac-ის გამოშვება, რომელიც M4-ით იქნება აღჭურვილი.

Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $175.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $202.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $158.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 27 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

CarMax

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, CarMax-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი აშშ-ში მეორეული მანქანების ყველაზე დიდი საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასი 9%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 5%-ით დაიკლო.

მეორეული მანქანების დილერებისთვის ბაზარზე რთული პირობებია, რადგან მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა საგრძნობლად გაზარდა ყოველთვიური გადასახადები მყიდველებისთვის. ამასთან, ფასები დაეცა პანდემიის პერიოდში დაფიქსირებული პიკიდან.

მეოთხე კვარტალში CarMax-ის შემოსავალი წლიურად 1.7%-ით — $5.63 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.79 მილიარდი).

საცალო გაყიდვები წლიურად 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო ერთი და იმავე მაღაზიების გაყიდვებმა1 0.1%-ით მოიმატა იმის ფონზე, რომ კომპანია განაგრძობს ახალი ლოკაციების გახსნას. საბითუმო გაყიდვებმა, რომლებიც ბიზნესის უმცირესობას შეადგენს, 4%-ით დაიკლო.

მარჟები ძირითადად სტაბილური იყო — მთლიანმა მოგებამ საცალო მეორეულ ერთეულზე $2,251 შეადგინა, რაც 1%-ით ჩამოუვარდება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს. თუმცა გაყიდვების, ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები ზომიერად გაიზარდა, ხოლო მოგება თითო აქციაზე (EPS) $0.44-დან $0.32-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.49-ს.

CarMax

აღმასრულებელმა დირექტორმა — ბილ ნეშმა განაცხადა: „წახალისებულები ვართ მეოთხე კვარტალში ჩვენი ბიზნესის წარმადობით“. მან ხაზი გაუსვა მთლიანი მეორეული ერთეულების გაყიდვებისა და comps-ის ზრდას.

თუმცა CarMax-ის პროგნოზები მიუთითებს, რომ მენეჯმენტი წინ უფრო მეტ პრობლემას ხედავს.

კომპანიის აქციების ფასზე ნეგატიურად იმოქმედა ყოველწლიურად 2 მილიონი ავტომობილის გაყიდვის გეგმის გადადებამაც. ახლა მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანია ამას ფისკალურ 2026-2030 წლების პერიოდში მიაღწევს.

CarMax-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $72.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $82.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $50.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი CarMax-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Constellation Brands

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Constellation Brands-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სასმელების კომპანიის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის გაუმჯობესებული.

Constellation Brands აწარმოებს Corona-სა და Modelo-ს ბრენდის ლუდებს, ასევე ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $2.14 მილიარდს მიაღწია. ეს მაჩვენებელი აღემატება, როგორც გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს — $2 მილიარდს, ისე ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.1 მილიარდს.

Constellation Brands-ის კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $414.2 მილიონი, ანუ თითო აქციაზე $2.26 შეადგინა (პროგნოზი — $2.11). წინა წლის იმავე მეოთხედში კი ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, $385.9 მილიონი და $2.10 შეადგინა.

გარდა ამისა, კომპანიის დირექტორთა საბჭომ კვარტალური დივიდენდის 13%-ით ზრდა დაამტკიცა. მას 17 მაისს მიიღებენ ინვესტორები, რომლებიც 3 მაისის მდგომარეობით Constellation-ის აქციონერთა რიგებში იქნებიან.

როგორც ფისკალური 2024 წლის წინა ორ კვარტალში, ლუდის გაყიდვები კომპანიის ზრდის მთავარ მამოძრავებელს წარმოადგენდა, ხოლო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები კვლავ რთულ მდგომარეობაში იყო. ლუდის გაყიდვებმა კვარტალში $1.7 მილიარდს მიაღწია, რაც 11%-ით აღემატება ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს. თუმცა, ღვინისა და სპირტიანი სასმელების გაყიდვები წლიურად 6%-ით — $436.4 მილიონამდე შემცირდა.

Constellation Brands

რაც შეეხება მომავალს, Constellation Brands-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალურ 2025 წელს კორექტირებული EPS $13.50-$13.80-ს მიაღწევს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ ლუდის გაყიდვები 7%-9%-ით გაიზრდება, ხოლო ღვინისა და სპირტიანი სასმელების გაყიდვების წლიური ცვლილება -0.5%-0.5%-ს შეადგენს.

Constellation Brands-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $268.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $297.73-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $325.00-ს, ხოლო მინიმალური — $250.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Constellation Brands-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Fastenal

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Fastenal-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამრეწველო და სამშენებლო მასალების დისტრიბუტორის აქციების ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის გაუმჯობესებული.

2023 წელს Fastenal-ის ბევრი მომხმარებელი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა კომპანიის გაყიდვები მეტწილად მოსალოდნელზე უკეთესი იყო, რამაც ხელი შეუწყო გასული წლის განმავლობაში Fastenal-ის აქციების ფასის 45%-იან ზრდას.

გასულ მეოთხედში კომპანიის შემოსავალმა $1.9 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.92 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $0.52 (პროგნოზი — $0.53).

Fastenal

Fastenal-ის მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა რამდენიმე ერთჯერად ფაქტორს, რომელმაც კომპანიას ხელი შეუშალა. მათ შორის იყო ცუდი ამინდი. Fastenal-მა კვარტალში გაყიდვები მხოლოდ 1.9%-ით გაზარდა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არასასურველმა ამინდმა გაყიდვები 35-55 საბაზისო პუნქტით შეამცირა.

„მთავარი გამოწვევა კვლავ სუსტი მოთხოვნაა” — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ ფლორნესმა, კვარტალური შედეგების წარდგენის შემდეგ.

Fastenal-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $70.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $72.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $85.00-ს, ხოლო მინიმალური — $63.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Fastenal-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 8 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

Meta Platforms-მა უახლესი AI ჩიპი წარადგინა

შემდეგი

Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის — ენდი ჯასის წერილი აქციონერებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის — ენდი ჯასის წერილი აქციონერებს

Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის — ენდი ჯასის წერილი აქციონერებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved