• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ Apple-ის მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციისგან?

ივნისი 6, 2024
in სიახლეები
რას უნდა მოველოდეთ Apple-ის მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციისგან?
გაზიარება

Apple-ის მსოფლიო დეველოპერთა ყოველწლიური კონფერენცია 10 ივნისს დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება — ინვესტორები, სავარაუდოდ, განსაკუთრებული ყურადღებით მოელიან კომპანიის სიახლეებს ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებით.

მოსალოდნელია ახალი AI ფუნქციები და iOS 18

სავარაუდოდ, iPhone-ის მწარმოებელი წარადგენს თავის უახლეს ოპერაციულ სისტემას, iOS 18-ს, ასევე Apple-ის აპლიკაციებში (iMessage, Photos და Safari) ჩაშენებულ გენერაციული AI-ის ფუნქციებს.

Apple-მა ცოტა ხნის წინ წარადგინა ახალი iPad Pro, რომელიც აღჭურვილია მისი უახლესი M4 ჩიპით, რომელსაც შეუძლია მხარი დაუჭიროს AI აპლიკაციების ლოკალურად მუშაობას. ადრე, კომპანიის მენეჯმენტი, ბევრ ტექნოლოგიურ კონკურენტთან შედარებით, სიჩუმეს ინარჩუნებდა თავისი AI ინიციატივების შესახებ.

ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის მიერ iPhone 16-ის წარდგენას შემოდგომამდე არ ელიან, მენეჯმენტმა მაინც შეიძლება განაცხადოს AI-სთან დაკავშირებული ზოგიერთი განახლების შესახებ.

iPhone-ების AI-ით განპირობებული განახლების ციკლი

Bank of America-ს ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ისინი მოელიან მომავალი AI ტელეფონების განახლების მრავალწლიან ციკლს.

მათი აზრით, ხელოვნური ინტელექტის მქონე ტელეფონების ათვისება უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე — 5G სმარტფონების. Bank of America-ს ანალიტიკოსების თქმით, 4 მილიარდზე მეტი სმარტფონის ბაზით, Apple-ს შეიძლება მიეცეს შესაძლებლობა, შემდეგი განახლების ციკლი კომპანიისთვის ძალიან მომგებიანი იყოს.

პოტენციური AI პარტნიორობა

Apple-ის მენეჯმენტმა ასევე შესაძლოა კომენტარი გააკეთოს Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ OpenAI-სთან და Alphabet-ის Google-თან პოტენციური პარტნიორობის შესახებ.

ამ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება ამ კომპანიების შესაბამისი AI მოდელები, GPT-4o და Gemini, Apple-ის პროგრამულ მოწყობილობებში გახადოს ხელმისაწვდომი. AI-ის პარტნიორობამ OpenAI-სთან ან Google-თან ასევე შესაძლოა განაპირობოს Apple-ის ხმოვანი ასისტენტის — Siri-ის მნიშვნელოვანი განახლება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?

Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $174.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $200.37-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $158.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Lululemon-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და აქციების გამოსყიდვა დააანონსა

შემდეგი

რა ხდებოდა 6 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 6 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 6 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved