• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 14 მარტს საფონდო ბირჟაზე?

მარტი 15, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 14 მარტს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Apple, Microsoft, Dick’s Sporting Goods, Dollar General, SentinelOne და G-III Apparel Group.

Apple

გუშინ Apple-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა კანადური AI სტარტაპი — DarwinAI შეიძინა. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს, რომელიც Apple AI სივრცეში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.

Bloomberg იტყობინება, რომ კომპანიამ DarwinAI 2024 წლის დასაწყისში შეისყიდა.

თავის კონკურენტ ზოგიერთ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიასთან შედარებით, როგორებიც არის Microsoft, Alphabet და Meta Platforms, Apple AI ბუმს ჩამორჩა. თუმცა ბოლო კვარტალური ანგარიშის წარდგენისას, როდესაც კომპანიის ხელოვნური ინტელექტის პროექტების შესახებ ჰკითხეს, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტიმ კუკმა განაცხადა, რომ iPhone-ის მწარმოებელი მუშაობს იმაზე, „რითაც ჩვენ წარმოუდგენლად აღფრთოვანებულნი ვართ და ამის შესახებ მიმდინარე წლის ბოლოს ვისაუბრებთ“. კუკმა დასძინა, რომ Apple-ს GenAI და AI უზარმაზარ შესაძლებლობებს გაუხსნის.

Apple

Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $173.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $204.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $158.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 26 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Microsoft

გუშინ, უოლ სტრიტის ანალიტიკოსების დადებითი შეფასების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Microsoft-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.

Microsoft-ის მენეჯმენტმა ახლახან გამოაცხადა, რომ კომპანიის Copilot for Security ხელმისაწვდომი იქნება 1 აპრილიდან. Microsoft-ის გენერაციული AI ასისტენტების ეს უკანასკნელი დამატება „უსაფრთხოებისა და IT პროფესიონალებს დაეხმარება, წვდომა მიიღონ იმაზე, რაც სხვებს აკლიათ, სამუშაო უფრო სწრაფად შეასრულონ და გააძლიერონ გუნდის გამოცდილება“. ის გაწვრთნილია საფრთხის დაზვერვაში, რათა სისტემას არაავტორიზებული შეღწევისგან თავის დაცვაში დაეხმაროს.

Wells Fargo-ს ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს უახლესი შეთავაზება გამოიწვევს ზრდას Azure-ში, Microsoft-ის ქლაუდ ინფრასტრუქტურის სერვისში, მეოთხე ფისკალურ კვარტალში (რომელიც მთავრდება 30 ივნისს) და ფისკალურ 2025 წლამდე. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ სერვისის მოხმარებაზე დაფუძნებულ ფასწარმოქმნას, რაც, მათი აზრით, მომხმარებლების მიერ მის ათვისებას შეუწყობს ხელს. Wells Fargo-ს ანალიტიკოსებმა Microsoft-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $460-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნეს.

Microsoft

გარდა ამისა, Evercore ISI-ის ანალიტიკოსმა — კირკ მატერნმა ცოტა ხნის წინ განაახლა თავისი შეფასებები და ახლა ვარაუდობს, რომ შეიძლება Microsoft-ს, გენერაციული AI მცდელობებმა 2027 წლისთვის $83-$143 მილიარდის ოდენობით დამატებითი შემოსავალი მოუტანოს.

Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $425.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $469.34-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $440.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 31-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Dick’s Sporting Goods

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Dick’s Sporting Goods-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სპორტული ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი 15%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 49%-ით არის გაუმჯობესებული.

რთულ მაკრო გარემოში Dick’s Sporting Goods-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 2.4%-ით გაიზარდა. კვარტალურმა შემოსავალმა კი წლიურად 7.8%-ით — $3.88 მილიარდამდე მოიმატა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.78 მილიარდი).

მეოთხე კვარტალში კომპანიამ დაასრულა „ბიზნესის ოპტიმიზაცია“, რაც, მენეჯმენტის თქმით, მთლიანი ხარჯების სტრუქტურის გამარტივებას შეუწყობს ხელს. რესტრუქტურიზაციის ხარჯებმა $84.8 მილიონს მიაღწია.

გასულ მეოთხედში მთლიანი მოგების მარჟა 200 საბაზისო პუნქტით — 34.4%-მდე გაუმჯობესდა. ეს შედეგი მიუთითებს მარაგების შესანიშნავ კონტროლზე — ისინი კვარტალში 1%-ზე ნაკლები გაიზარდა. შედეგად, კორექტირებული მოგების მარჟა გადასახადების გადახდამდე 9.7%-დან 11%-მდე გაიზარდა, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) წლიურად 31%-ით — $3.85-მდე მოიმატა. ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.35-ს.

Dick’s Sporting Goods-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ლორენ ჰობარტმა განაცხადა:

„მოველით, რომ კომპანიისთვის 2024 წელიც ძლიერი იქნება. ვგეგმავთ, გავზარდოთ როგორც გაყიდვები, ასევე შემოსავლები პოზიტიური comps-ის, საქონლის მაღალი მარჟის და პროდუქტიულობის გაუმჯობესების მეშვეობით. კომპანიის მაღაზიების ახალი ფორმატების მუდმივი წარმატებისა და ჩვენი მრავალარხიანი გამოცდილების წყალობით, გავზრდით ინვესტიციებს ზრდის სტრატეგიებში, რათა წინ წავწიოთ ჩვენი ბიზნესი და გავაგრძელოთ ბაზრის წილის მოპოვება ფრაგმენტულ $140 მილიარდიან ინდუსტრიაში“.

Dick’s Sporting Goods

გარდა ამისა, Dick’s-ის მენეჯმენტმა კვარტალური დივიდენდი 10%-ით — თითო აქციაზე $1.10-მდე გაზარდა.

რაც შეეხება მომავალს, Dick’s Sporting Goods-ში მოელიან, რომ 2024 წელს comps 1%-2%-ით გაიზრდება, ხოლო შემოსავალი $13-$13.3 მილიარდს მიაღწევს. ამასთან, მენეჯმენტი მოელის, რომ EPS $12.85-$13.25-ს შეადგენს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $12.9).

Dick’s Sporting Goods-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $217.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $199.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $247.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dick’s Sporting Goods-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Dollar General

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Dollar General-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით არის გაუმჯობესებული.

გასულ კვარტალში Dollar General-ის შემოსავალმა $9.9 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $9.76 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $1.83-ს. უოლ სტრიტის მოლოდინს ($1.72) ამ უკანასკნელმაც გადააჭარბა.

ფისკალურ 2023 წელს (დასრულდა 2 თებერვალს) კი Dollar General-ის შემოსავალი წლიურად 2%-ით — $39 მილიარდამდე გაიზარდა. Comps კი მხოლოდ 0.2%-ით გაუმჯობესდა. შედარებისთვის, ფისკალურ 2022 წელს ამ მაჩვენებლის ზრდამ 4.3% შეადგინა.

Dollar General

როგორც ჩანს, Dollar General-ის მენეჯმენტი მოელოდა, რომ გაყიდვები გაიზრდებოდა, ამიტომ კომპანიას დიდი მოცულობის მარაგი ჰქონდა. ამან კი საბოლოოდ ნაკლები მოგება გამოიწვია. მთელი წლის წმინდა მოგებამ $1.7 მილიარდი შეადგინა. შედარებისთვის, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 2.4 მილიარდს მიაღწია.

რაც შეეხება მომავალს, Dollar General-ში მოელიან, რომ ფისკალურ 2024 წელს კომპანიის შემოსავალი მინიმუმ 6%-ით გაიზრდება. მენეჯმენტი ასევე ვარაუდობს, რომ EPS $6.80-$7.55-ს მიაღწევს.

Dollar General-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $150.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $152.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $172.00-ს, ხოლო მინიმალური — $125.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dollar General-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

SentinelOne

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, SentinelOne-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ქლაუდზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების დაახლოებით 17%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 9%-ით არის დაკლებული.

ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში SentinelOne-ის შემოსავალმა $174.2 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $169.31 მილიონი), ხოლო ზარალმა თითო აქციაზე — $0.02 (პროგნოზი — -$0.04).

როგორც ვხედავთ, კვარტალურმა მაჩვენებლებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა, თუმცა ინვესტორებისთვის პრობლემა კომპანიის ფისკალური 2025 წლის მითითებებშია. SentinelOne-ის მენეჯმენტი მოელის, რომ შემოსავალი დაახლოებით 31%-ით გაიზრდება და $812-$818 მილიონს მიაღწევს.

SentinelOne

ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება აღნიშნოს, რომ SentinelOne-ის პროგნოზები უკეთესია, ვიდრე მისი ტოპ კონკურენტის — CrowdStrike-ის. ამ კომპანიაში მომავალ წელს შემოსავლის 28%-30%-იან ზრდას მოელიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ CrowdStrike-ის წლიური შემოსავალი უკვე აღემატება $3 მილიარდს, ხოლო SentinelOne-მა გასულ წელს მხოლოდ $621 მილიონი გამოიმუშავა. ამიტომ, CrowdStrike-ის ზრდა უფრო შთამბეჭდავია მისი უფრო დიდი მასშტაბების გათვალისწინებით.

SentinelOne-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $23.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $30.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $37.00-ს, ხოლო მინიმალური — $25.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი SentinelOne-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 30%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 22 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

G-III Apparel Group

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, G-III Apparel Group-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი 12%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით არის დაკლებული.

გასული წლის მეოთხე კვარტალში G-III-ის შემოსავალი წლიურად 10.5%-ით — $764.8 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $813 მილიონი), ხოლო კორექტირებული მოგება $0.41-დან $0.76-მდე გაიზარდა (პროგნოზი — $0.67).

გასულ მეოთხედში კომპანიის მარაგები წლიურად 27%-ით შემცირდა, ხოლო მთლიანი მოგების მარჟამ 33%-დან 36.8%-მდე მოიმატა.

G-III-ის მენეჯმენტმა მოგების მარჟის გაფართოება მიაწერა უფრო მაღალი მარჟის მქონე ბრენდების ზრდას, როგორებიც არის DKNY, Karl Lagerfeld და Vilebrequin. ამ ბრენდებმა წმინდა გაყიდვების 47% შეადგინა.

G-III-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მორის გოლდფარბმა განაცხადა: „ჩვენმა მრავალფეროვანმა ბიზნეს მოდელმა და ოპერაციებისადმი დისციპლინირებულმა მიდგომამ საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საკრედიტო პროფილი, რადგან წელი დავასრულეთ წმინდა ფულადი პოზიციით, მილიარდ დოლარზე მეტი ლიკვიდობით“.

G-III Apparel Group

რაც შეეხება მომავალს, G-III-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე წელს შემოსავალი 3%-ით გაიზრდება და $3.2 მილიარდს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს შეესაბამება. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $3.50-$3.60-ს შეადგენს. შედარებისთვის, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა $4.04 შეადგინა.

G-III Apparel Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $26.70-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $27.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $34.00-ს, ხოლო მინიმალური — $23.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი G-III Apparel Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 4 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

ფინანსური დირექტორის განცხადების შემდეგ, McDonald’s-ის აქციების ფასი შემცირდა

შემდეგი

აშშ-ში ინფლაციის ზრდას კიდევ ერთი მაჩვენებელი ადასტურებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
აშშ-ში ინფლაციის ზრდას კიდევ ერთი მაჩვენებელი ადასტურებს

აშშ-ში ინფლაციის ზრდას კიდევ ერთი მაჩვენებელი ადასტურებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved