• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გასულ კვირაში საფონდო ბირჟაზე?

მაისი 13, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა გასულ კვირაში საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Taiwan Semiconductor Manufacturing, Airbnb, Duolingo და Uber.

Taiwan Semiconductor Manufacturing

პარასკევს Taiwan Semiconductor Manufacturing-ის (TSMC) აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანიამ აპრილის თვეში გაყიდვების ძლიერი შედეგები დააფიქსირა. ეს აჩვენებს, რომ TSMC მეორე კვარტალს ძლიერი იმპულსით იწყებს.

Taiwan Semiconductor Manufacturing-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აპრილში კომპანიის შემოსავალი წლიურად 59.6%-ით — $7.3 მილიარდამდე გაიზარდა. თანმიმდევრულად, მარტიდან აპრილამდე, კი ამ მაჩვენებელმა 20.9%-ით მოიმატა. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში შემოსავალი 26.2%-ით გაუმჯობესდა.

როგორც წესი, TSMC-ის მენეჯმენტი არ აკეთებს კომენტარებს ყოველთვიური მაჩვენებლების გამოქვეყნებისას, მაგრამ ძლიერი ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ჩიპებზე მთლიანი მოთხოვნა კვლავ იზრდება 2022 და 2023 წლებში კლების შემდეგ. გასული თვის შედეგები ასევე მიუთითებს, რომ მოთხოვნა ასევე ძლიერი იყო ხელოვნურ ინტელექტში (AI) გამოყენებულ მოწინავე ჩიპებზე.

TSMC-ის აპრილის მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, Nvidia-ს აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Arm Holdings-ის — 5%-ით, რაც აჩვენებს, რომ სიახლე ბაზარზე აღიქმება პოზიტიურად AI ჩიპების ფართო სექტორისთვის.

Taiwan Semiconductor Manufacturing

TSMC-ის აქციას არ განუცდია ისეთი დრამატული აღმასვლა, როგორიც AI კომპანიებს, მაგალითად, Nvidia-ს, Super Micro Computer-ს და Arm-ს. თუმცა კომპანია თამაშობს ცენტრალურ როლს AI ბუმში, რადგან ის აწარმოებს მოწინავე ჩიპების დაახლოებით 90%-ს კომპანიებისთვის, როგორებიც არის Nvidia, Arm, Broadcom და AMD. ამ კომპანიებისთვის კი AI, პოტენციურად, ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია.

TSMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $149.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $164.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $188.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი TSMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს.

Airbnb

გასულ ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Airbnb-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. მას შემდეგ, დღემდე, კომპანიის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით არის გაუმჯობესებული.

პირველ კვარტალში Airbnb-ის შემოსავალი წლიურად 18%-ით — $2.14 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.06 მილიარდი). კომპანიის წმინდა მოგებამ $264 მილიონი, ანუ თითო აქციაზე (EPS) $0.41, შეადგინა (პროგნოზი — $0.23). შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში, წმინდა მოგება $117 მილიონი, ხოლო EPS $0.18 იყო.

Airbnb-ის EBITDA-მ (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) პირველ კვარტალში 62%-ით — $424 მილიონამდე მოიმატა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $326 მილიონს.

გასულ მეოთხედში ჯავშნების მთლიანმა ღირებულებამ, რომელსაც Airbnb მასპინძელთა შემოსავლების, მომსახურების საფასურის, დასუფთავების საფასურისა და გადასახადების მონიტორინგისთვის იყენებს, $22.9 მილიარდი შეადგინა. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ პირველ კვარტალში დაჯავშნილი ღამეებისა და გამოცდილებების მთლიანმა რაოდენობამ 132.6 მილიონს მიაღწია, რაც 9.5%-ით მეტია გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგზე და ასევე აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $132.1 მილიონს.

Airbnb

Airbnb-ში აცხადებენ, რომ ჯავშნების ზრდას ხელი შეუწყო აზიის წყნარი ოკეანისა და ლათინური ამერიკის რეგიონებმა. მენეჯმენტის თქმით, კომპანია განსაკუთრებით წახალისებულია თავისი აპლიკაციების ჩამოტვირთვისა და გამოყენების ზრდით. შეერთებულ შტატებში Airbnb აპლიკაციების ჩამოტვირთვები წლიურად 60%-ით გაუმჯობესდა.

აქციონერებისთვის განკუთვნილ წერილში Airbnb-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია უკვე განიცდის მოგზაურობის დიდ მოთხოვნას ზაფხულის პიკური სეზონის წინ, განსაკუთრებით მომავალი ღონისძიებების გამო, როგორიც არის პარიზის ოლიმპიადა.

სხვა განსაკუთრებულმა მოვლენებმა, როგორიც არის მზის დაბნელება ჩრდილოეთ ამერიკაში, პირველი კვარტლის განმავლობაში ხელი შეუწყო Airbnb-ის პლატფორმაზე ჩართულობის ზრდას. ცნობილი გახდა, რომ მზის დაბნელების დროს Airbnb-ის სერვისით 500,000-მა ვიზიტორმა ისარგებლა.

რაც შეეხება მომავალს, Airbnb-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი $2.68-$2.74 მილიარდს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.74 მილიარდი).

Airbnb-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $146.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $153.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $103.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Airbnb-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 22-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Duolingo

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Duolingo-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა მას შემდეგ ენების შემსწავლელი პლატფორმის აქციების ფასი თითქმის 13%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით არის დაკლებული.

2024 წლის პირველ კვარტალში Duolingo-ს შემოსავალი წლიურად 44.9%-ით — $167.6 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $165.65 მილიონი). EPS-მა კი $0.57-ს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.27-ს.

Duolingo

ასე რომ, Duolingo-ს ბიზნესი მშვენივრად მუშაობს, თუმცა აქციების ფასი მაინც შემცირდა. ამ დამაბნეველი მდგომარეობის ორი მიზეზი არსებობს:

  1. ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებელთა (DAU) რაოდენობა წლიურად 54%-ით გაიზარდა, ფასიანი აბონენტების რიცხვის მატების შესაბამისად. თუმცა ზრდის ეს შთამბეჭდავი ტემპები შემცირდა, შესაბამისად, 65%-დან და 57%-დან.
  2. ოთხშაბათამდე Duolingo-ს აქციების ფასი 52 კვირის განმავლობაში 86%-ით გაიზარდა. გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი ინვესტორი მოგებას ანაღდებს.

Duolingo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $188.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $261.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $282.00-ს, ხოლო მინიმალური — $230.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Duolingo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 39%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 10 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Uber

ოთხშაბათს, ბაზრის გახსნამდე, Uber-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. მას შემდეგ კი კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.

2024 წლის პირველ კვარტალში Uber-ის შემოსავალი წლიურად 15%-ით — $10.13 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $10.09 მილიარდს. კორექტირებულმა EBITDA-მ 82%-იანი აღმასვლა განიცადა და მიაღწია $1.4 მილიარდს, რაც Uber-ის მზარდ საოპერაციო ეფექტიანობას და მომგებიანობას ასახავს.

Uber

მიუხედავად ამისა, პირველ კვარტალში Uber-ის წმინდა ზარალმა $654 მილიონს მიაღწია, ძირითადად კაპიტალური ინვესტიციების არარეალიზებული ზარალის გამო.

მაჩვენებელი 2024 წლის I კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები 2023 წლის I კვ. წლიური ცვლილება (%)
შემოსავალი $10.13 მილიარდი $10.09 billion $8.82 მილიარდი 15%
კორექტირებული EBITDA $1.4 მილიარდი არ არის ცნობილი $761 მილიონი 82%
წმინდა ზარალი ($654 მილიონი) არ არის ცნობილი ($157 მილიონი) 316%
მთლიანი ჯავშნები $37.7 მილიარდი არ არის ცნობილი $31.4 მილიარდი 20%

Uber-ის პირველ კვარტალში რამდენიმე მნიშვნელოვანი განვითარება დაფიქსირდა:

  • შემოსავლების ზრდა განპირობებული იყო მობილურობის მთლიანი ჯავშნების 25%-იანი წლიური ზრდით და მიწოდების მთლიანი ჯავშნების 18%-იანი მატებით.
  • ბიზნეს მოდელის ცვლილებებმა შექმნა გამოწვევები, რამაც გავლენა იქონია შემოსავლების ზრდაზე. თუმცა Uber-მა მაინც მოახერხა საოპერაციო შემოსავლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება — ამ მაჩვენებელმა $172 მილიონს მიაღწია, გასული წლის იმავე პერიოდში კი კომპანიამ $262 მილიონის ოდენობით საოპერაციო ზარალი დააფიქსირა.
  • კორექტირებული EBITDA-ს გაუმჯობესება ხაზს უსვამს მომგებიანობისკენ მიმავალ ტრაექტორიას.
  • კომპანიის წმინდა ზარალის ზრდა ასახავს Uber-ის კაპიტალური ინვესტიციების არასტაბილურ ხასიათს.
  • სტრატეგიულმა კორექტირებებმა გავლენა იქონია შემოსავლების აღიარებაზე, რაც წარმოაჩენს Uber-ის ადაპტირებულ ბიზნეს მოდელს.

გასულმა კვარტალმა ასევე ხაზი გაუსვა Uber-ის საოპერაციო ეფექტიანობას და საბაზრო სტრატეგიის კორექტირებებს, რაც განაგრძობს მისი შემოსავლებისა და მოგების ტენდენციების ფორმირებას. ინვესტიციების გადაფასება, რამაც წმინდა ზარალი გამოიწვია, ხაზს უსვამს ფინანსური მენეჯმენტის გამოწვევებს და იმ გარე ბაზრის პირობებს, რომელზეც Uber ოპერირებს.

Uber-ის მენეჯმენტის პროგნოზით, კომპანიის დადებითი იმპულსი გაგრძელდება 2024 წლის მეორე კვარტალში — მოსალოდნელია, რომ მთლიანი ჯავშნები წლიურად 18%-23%-ით გაიზრდება. პროგნოზირებული კორექტირებული EBITDA მიუთითებს მომგებიანობის ზრდის პერსპექტივაზე, მოსალოდნელია რომ ის წლიურად 58%-67%-ით გაუმჯობესდება. ეს პროგნოზები მიუთითებს მენეჯმენტის ნდობაზე Uber-ის ბიზნეს მოდელისა და ზრდის ტრაექტორიის მიმართ.

Uber-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $67.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $89.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $78.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Uber-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 33.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

ვინ იყო ჯიმ საიმონსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

შემდეგი

გასულ კვირაში Shopify-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
შავი პარასკევის რეკორდული შედეგების შემდეგ, Shopify-ის აქციების ფასი გაიზარდა

გასულ კვირაში Shopify-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved