• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უორენ ბაფეტის მფლობელობაში არსებული აქციები

თებერვალი 14, 2022
in სიახლეები
უორენ ბაფეტის მიდგომა აქციებთან დაკავშირებით
გაზიარება

Microsoft (MSFT), Meta Platforms (FB) (ადრე ცნობილი როგორც Facebook) და Alibaba (BABA) Warren Buffett-ის აქციების სიაში ხვდება, ეს კი Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილია.

MSFT-ის, FB-ისა და BABA-ს გარდა, ასევე შეხვდებით შემდეგ კომპანიებს: Sprouts Farmers Market (SFM), Perficient (PRFT) და Williams-Sonoma (WSM).

ჩამონათვალში ნახავთ სამშენებლო მიმართულებით ფუნქციონირებად Green Brick Partner-სა (GRBK) და Lennar-ს (LEN).

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებისა, სიაში ადგილი მოიპოვეს Winnebago Industries-მა (WGO), Boot Barn-მა (BOOT) და მზის ენერგიის მიმართულებით მომუშავე Daqo New Energy-მ (DQ).

ფინანსური მდგომარეობისა და მდგრადი ზრდის გამო, Microsoft ასევე იკავებს ადგილს IBD-ის (Investor’s Business Daily) გრძელვადიანი ლიდერების სიაში, საგულისხმოა რომ აღნიშნული სია შეესაბამება უორენ ბაფეტის ბევრ პარამეტრს.

ვინაიდან უორენ ბაფეტს ( The Oracle of Omaha) არასოდეს დაუწერია წიგნი რომელშიც დეტალურად გვესაუბრებოდა მისი საინვესტიციო სტრატეგიის შესახებ, ამიტომაც არ არსებობს შესყიდვის სრული და საბოლოო ჩამონათვალი. მაგრამ მისი აქციების შერჩევის სტრატეგიები შეგვიძლია ამოვიკითხოთ Berkshire Hathaway-ის (BRKB) წლიური ანგარიშებიდან.

უორენ ბაფეტის აქციების მიმოხილვა

ქვემოთ მოყვანილი სია მოიცავს უორენ ბაფეტის აქციებს, როგორიცაა Microsoft, Meta Platforms, Alibaba და Sprouts Farmers Market, რომლებიც თანხვედრაშია უორენის შეხედულებებთან  (ფოკუსირება მენეჯმენტის ხარისხზე და გრძელვადიანი ზრდა).

Berkshire Hathaway-ის პორტფელის დაკვირვების შემთხვევაში ვნახავთ, რომ ბაფეტმა და გუნდმა დატოვეს ფარმაცევტული მიმართულებით ფუნქციონირებადი კომპანია  Merck (MRK) და შეამცირეს წილი AbbVie (ABBV) და Bristol Myers Squibb (BMY) კომპანიებში. თუმცა Alibaba-ს, Sprouts-ისა და Williams-Sonoma-ის ეფექტის გათვალისწინებით Berkshire-მა გაზარდა წილი სამომხმარებლო მიმართულებით ფუნქციონირებადი კომპანიების აქციებში, როგორებიცაა Kroger (KR) და RH (RH). MarketSmith-ის მიერ შედგენილი, ქვემოთ მოცემული მაჩვენებლები დაგვანახებს კომპანიებს რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი წარსული და  ასევე აქვთ პოტენციალი მომავალი ზრდისათვის.

როგორც წესი აღნიშნული სიის შესაქმნელად, თითოეული აქცია უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმების ფართო სპექტრს, მათ შორის:

  • აქციების ტოპ 25% უნდა ხასიათდებოდეს ხუთწლიან ჭრილში EPS  (Earnings Per Share) ზრდის ტემპით.
  • ზრდის მაჩვენებელი 15% ან მეტი,რაც მდგრადი ზრდის მაჩვენებლად ითვლება.
  • 12% ანუკეთესი 5-წლიანიROE (საშუალო შემოსავალი კაპიტალზე)

ბაფეტის აქციების პოტენციალი რეიტინგში

უორენ ბაფეტის აქციების არჩევისას გამოყენებული კრიტერიუმებისგან განსხვავებული შერჩევის მეთედოლოგიის მიხედვით  Houlihan Lokey (HLI), იღებს ყველაზე მაღალ შესაძლო რეიტინგს 99. მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში შემოსავალი შემცირდა, FB აქციის რეიტინგი, IBD Stock Checkup-ში 51-მდე დაეცა. ეს ნიშნავს, რომ FANG (Facebook, Amazon, Netflix, Google) აჭარბებს ყველა კომპანიის მხოლოდ 51%-ს, შედარება კი ძირითადი მახასიათებლების მიხედვითაა წარმოდგენილი.

FB-ის აქციებისა და Alibaba-ს ჩათვლით, სიაში ბევრი კომპანია აკმაყოფილებს უორენ ბაფეტის ტიპურ კრიტერიუმებს, მაგრამ არ აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს CAN SLIM (წარმატებული აქციების შემთხევაში არსებული შვიდი ძირითადი მახასიათებელი) მიმართულებით,  ასეთ შემთხვევაში ინვესტორები როგორც წესი, აკვირდებიან რეიტინგებს, რომლებიც აფასებენ კომპანიის ფუნდამენტურ და ტექნიკურ სიძლიერეს.

კომპოზიტური რეიტინგი, შეფასებით 1-დან (ყველაზე ცუდი) 99-მდე (საუკეთესო) ცხადყოფს, რამდენად ძლიერია  კომპანიაში აღნიშნული შვიდი მახასიათებელი და რა როლს თამაშობს მოგების გენერირებაში. მაგალითად, რეიტინგი 95 ნიშნავს, რომ კომპანია აჭარბებს ყველა სხვა აქციების 95%-ს, შედარება კი ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური და ტექნიკური კრიტერიუმების მიხედვით. EPS რეიტინგზე დაკვირვება გვაჩვენებს კომპანიის წლიური და კვარტალური შემოსავლის ზრდას, შემდეგ ზომავს, თუ როგორ შეედრება მისი რიცხვები ყველა სხვა აქციების მაჩვენებლებს.  ისევე როგორც კომპოზიტურ რეიტინგში, EPS რეიტინგშიც 95 ქულა ნიშნავს, რომ კომპანიის EPS ზრდის შედეგი აქციების ტოპ 5%-შია.

ძლიერი საფუძვლების მქონე აქციების იდენტიფიცირებით, SMR რეიტინგი ითვალისწინებს გაყიდვების ზრდას, მოგების მაჩვენებელს და კაპიტალზე უკუგებას. A რეიტინგი ნიშნავს, რომ კომპანია არის აქციების ტოპ 20%-ში ძირითადი ფუნდამენტური შესრულების მაჩვენებლების მიხედვით.

ვინაიდან აღნიშნული მიმართულებები ემთხვევა ლეგენდარული ინვესტორის ფოკუსირებას კომპანიის საფუძვლებზე, ეს შეიძლება იყოს სასარგებლო რეიტინგი ინვესტორებისთვის,  განსაკუთრებით მათთვის რომლებიც ინტერესდებიან და მიყვებიან  უორენ ბაფეტის პოტენციურ აქციებსა და მიდგომებს.

წინა

3 მნიშვნელოვანი დასკვნა დისნეის თავბრუდამხვევი მოხსენებიდან

შემდეგი

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის გამო, საფონდო ფიუჩერსები ეცემა – Wall Street

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის გამო, საფონდო ფიუჩერსები ეცემა – Wall Street

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის გამო, საფონდო ფიუჩერსები ეცემა - Wall Street

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved