• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 მნიშვნელოვანი დასკვნა დისნეის თავბრუდამხვევი მოხსენებიდან

თებერვალი 11, 2022
in სიახლეები
3 მნიშვნელოვანი დასკვნა დისნეის თავბრუდამხვევი მოხსენებიდან
გაზიარება
რთული წლის შემდეგ ვოლტ დისნეის ძალიან სჭირდებოდა წარმატებული პერიოდი და მიმდინარე კვირას მიიღო კიდეც. მედიაგიგანტმა გამოაქვეყნა საოცარი შედეგები 2022 წლის პირველი ფისკალური კვარტლისთვის, სადაც დისნეის წარმატების ყველა პუნქტია აღნიშნული. საინტერესოა, რთული 2021 წლის შემდეგ დისნეისა და მისი ინვესტორებისთვის საბოლოოდ შემობრუნდა თუ არა ბაზარი? შემოსავალმა და გამომუშავებამ მარტივად გადააჭარბა მოლოდინებს, რაც დიდი ხანია, არ მომხდარა. კომპანიამ დიდი ზრდა დააფიქსირა გამომწერებშიც. ეს კი გასულ წელს ერთჯერადად საბოლოოდ ჩვენ ვიხილეთ, რომ დისნეის საკულტო თემატურმა პარკებმა საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია. Walt Disney
  1.   დისნეი+ და ნეტფლიქსი სხვადასხვა რიტმს მიჰყვებიან
ნეტფლიქსის შემოსავალმა იკლო მას შემდეგ, რაც გამომწერების ზრდის შესახებ პროგნოზი ვერ გამართლდა.. ნეტფლიქსი გამომწერების რაოდენობის ზრდაში საკუთარ პროგნოზს 200 000-ით აცდა, მოკლევადიან პერსპექტივაში კი შედეგები გაცილებით უარესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი კონტენტის შეთავაზებით, როგორიცაა „კალმარის თამაშები“, „წითელი ცნობა“ და „არ აიხედოთ მაღლა“,  ნეტფლიქსმა ნახვების რეკორდი მოხსნა, ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მომხმარებლები პრემიუმ გამოწერებზე მიეზიდა. ნეტფლიქსი ყოველთვის პირველია მის კონკურენტ კომპანიებში, რომელიც კვარტალურ შედეგებს წარადგენს. ყველამ იფიქრა, რომ სხვა კომპანიებსაც ასეთი რთული საშვებულებო პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. თავის მხრივ, დისნეი არ აქვეყნებს გამომწერების კვარტალურ პროგნოზებს, როგორც ამას ნეტფლიქსი აკეთებს, მაგრამ მისმა გამომწერებმა სექტემბრის ბოლოდან 11.8 მილიონით მოიმატა. ჩვენ სამი თვის წინ მსგავსი სურათი ვიხილეთ, ოღონდ პირიქით. ნეტფლიქსმა წლის მესამე კვარტალში საკუთარ პროგნოზებს გადააჭარბა, როცა ამ სამთვიან პერიოდში დისნეიმ ვერ გაამართლა მოლოდინები. დროა გავიაზროთ, რომ კომპანიებს აქვთ როგორც ზრდის, ისე დაღმასვლის პერიოდები.    
  1.   “ენკანტო“ შეიძლება უფრო წარმატებული აღმოჩნდეს ვიდრე „ბობა ფეტი“
კვარტალის დასაწყისში დისნეის პროექტი, რომელმაც ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, იყო „ბობა ფეტის წიგნი“ – „ვარსკვლავური ომების“ ახალი დამატებითი სერიალი, რომელიც დეკემბრის ბოლოდან ყოველკვირეულად გამოდის. იქიდან გამომდინარე, რომ „მანდალორელი“, მისი გამოსვლისთანავე,  დაეხმარა დისნეის წამყვან პოზიციაზე აღმოჩენილიყო, ადვილი გასაგებია, რატომ იყო ასეთი დიდი მოლოდინები ახალ შოუზე, რომელიც ამ ფრანჩიზაში უფრო ცნობილ პერსონაჟზეა დაფუძნებული.   სეზონის გუშინდელი ფინალის შემდეგ პროექტმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. მაყურებლების მხოლოდ 61% აფასებს „ბობა ფეტის წიგნს“ დადებითად „Rotten Tomatoes”-ზე, რაც საკმაოდ მკვეთრი კონტრასტია „მანდალორელთან“ მიმართებით, რომელიც მაყურებლების 91%-ს მოეწონა. პროექტი, რომელმაც ამ პერიოდში შეიძლება დისნეის წარმატება შეუნარჩუნოს, არის „ენკანტო“. სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ბილეთების გაყიდვებმა შიდა ბაზარზე ვერ გადააჭარბა $100 მილიონს. $237 მილიონი გლობალური შემოსავალი, რომელიც „ენკანტომ“ დააგროვა იმის მეხუტედზე ნაკლებია, რაც დისნეის ყველაზე დიდმა რელიზმა მოუტანა მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა „ენკანტომ“ ახლახან გადააბიჯა 200 მილიონ საათიან ზღვარს ნახვებში. მხიარულმა ზღაპარმა, ჩარტში პირველადგილოსან საუნდთრექთან ერთად, მიაღწია ყველაფერ იმას, რისი მიღწევაც წინა თვეს ვერ შეძლო, როდესაც ეს პროექტი ექსკლუზიურად კინოთეატრებში გადიოდა.    
  1.   თემატური პარკები დაბრუნდა
დისნეის ინდუსტრიაში ლიდერ თემატურ პარკ-კურორტებს დიდი დრო არ დასჭირვებია პანდემიისგან თავის დასაღწევად.  დისნეიმ ოთხშაბათს ნაშუადღევს განაცხადა, რომ მისი შიდა თემატური პარკების შემოსავალმა და ოპერაციულმა მოგებამ უკანასკნელ კვარტალში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ეს გასაოცარია მრავალ სხვადასხვა მიზეზთა გამო. არსებული მდგომარეობიდან გამომწინარე დისნეილენდი წინა წელს აპრილის ბოლომდე არ გახსნილა. მიმდინარე კვარტალის განმავლობაში საერთაშორისო მოგზაურობის აკრძალვები გამკაცრდა მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ის ახლმა ვარიანტმა – ომიკრონმა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდა გამოიწვია. თუმცა ის დაუკმაყოფილებელი, რეალობისგან გაქცევის სურვილი, რომელსაც სწორედ დისნეის თემატური პარკები კვებავს, ძალიან ძლიერია. ბილეთებზე გაზრდილი ფასები და მსურველთა დიდი რიგები, კომპენსაციას უწევს იმ დანახარჯებს, რომლებსაც დისნეის პარკის ექსპლოატაციას მოაქვს. მოკლედ, პროგრესის კარუსელი დაბრუნდა და ისევ სწორი მიმართულებით ბრუნავს.   უნდა განახორციელოთ თუ არა $1000-ის ინვესტიცია ვოლტ დისნეიში ახლა? გადაწყვეტილების მიღებამდე, ეს გააცნობიერეთ:   ანალიტიკოსთა ჯგუფმა გამოავლინა იმ 10 კომპანიის სია ინვესტორებისთვის, რომელთა აქციების ყიდვაც, მათი აზრით, მომგებიანია… და ვოლტ დისნეი ამ სიაში არ არის.
წინა

ტოპ 6 ინვესტიცია 2022 წლისთვის

შემდეგი

უორენ ბაფეტის მფლობელობაში არსებული აქციები

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
უორენ ბაფეტის მიდგომა აქციებთან დაკავშირებით

უორენ ბაფეტის მფლობელობაში არსებული აქციები

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved