• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უორენ ბაფეტმა ახლახან თავისი ერთ-ერთი კარდინალური წესი დაარღვია

თებერვალი 21, 2023
in სიახლეები
უორენ ბაფეტმა ახლახან თავისი ერთ-ერთი კარდინალური წესი დაარღვია
გაზიარება

ნახევარგამტარების ინდუსტრიის მხარდამჭერი ინვესტორები, სავარაუდოდ, საკმაოდ აღფრთოვანდნენ, როდესაც უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ გასულ წელს მსოფლიოს უდიდესი ჩიპების მწარმოებლის — Taiwan Semiconductor-ის აქციები შეიძინა. პოზიცია, რომელიც Berkshire-მა კომპანიაში გახსნა იმ დროისთვის $4 მილიარდზე მეტად იყო შეფასებული.

თუმცა, მღელვარება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან Berkshire-მა გამოავლინა, რომ მეოთხე კვარტალში ამ პოზიციის დაახლოებით 86% გაყიდა. ეს უეცარი ნაბიჯი ბაფეტის ერთ-ერთ კარდინალურ წესს არღვევს.

უორენ ბაფეტი არის ინვესტორი გრძელვადიანი მიდგომით

ბაფეტი ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი, ისევე როგორც Berkshire Hathaway, რომელსაც ომაჰას ორაკული ათწლეულების განმავლობაში წარმატებით მართავს.

იყო გრძელვადიანი ინვესტორი არ ნიშნავს აქციების რამდენიმე თვით, ან თუნდაც რამდენიმე წლით შენარჩუნებას. როგორც წესი, გრძელვადიანი ინვესტორები აქციებს მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში ფლობენ. ბაფეტი კი ხშირად აქციებს ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს.

ბაფეტმა წარსულში თქვა, რომ Berkshire-ის მიერ აქციების ფლობის საყვარელი პერიოდი არის „სამუდამოდ“. ამით მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად უყვარს კომპანიას აქციების დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნება. ასევე ინვესტორის ერთ-ერთი ცნობილი ციტატაა: „თუ აქციის 10 წლის განმავლობაში ფლობას არ აპირებთ, მის 10 წუთით ყიდვაზეც არ იფიქროთ“.

მიზეზი, რის გამოც ლეგენდარულ ინვესტორს აქციების დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნება უყვარს ადამიანური ემოციების თავიდან აცილებაა. ბაფეტის თქმით, უეცარი გაყიდვის ერთადერთი მიზეზი არის გარკვეული სახის უზარმაზარი ცვლილება, რომელიც აზიანებს ბიზნეს მოდელს, როგორიცაა შრომითი საკითხები, ასევე თუ პროდუქტი ან მომსახურება მოძველებული ხდება.

რა შეიცვალა?

ყოველივე ზემოთქმულის წაკითხვის შემდეგ ჩნდება კითხვა: რა შეიძლებოდა შეცვლილიყო ასეთ მოკლე დროში?

ვიცით, რომ Taiwan Semiconductor-ს საკმაოდ ჯანსაღი მეოთხე კვარტალი ჰქონდა. მესამე კვარტალთან შედარებით მოგება 5.4%-ით გაიზარდა. კომპანიის წმინდა მოგების მარჟამ 47.3% შეადგინა, ხოლო კაპიტალის უკუგებამ (ROE) — 41.7%. თუმცა მენეჯმენტმა განაცხადა, რომ 2023 წლის კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი მოსალოდნელზე დაბალი იქნება — $32-$36 მილიარდი — მიზეზად კი ჩიპების ინდუსტრიაში მოსალოდნელი დაბალი მოთხოვნა დაასახელა.

TSM Stock

შესაძლოა, Berkshire-მა ეს იგრძნო და ინვესტორები დააფიქრა, რა ბედი ეწეოდა კომპანიას, თუ რაიმე სახის დიდი გლობალური რეცესია დადგებოდა. ნახევარგამტარული ინდუსტრია, რა თქმა უნდა, შეიძლება ციკლური იყოს. სხვა მიზეზი შესაძლოა გეოპოლიტიკურ ფრონტთან იყოს დაკავშირებული, რომელიც ეხება ჩინეთს და მის ხშირად დაძაბულ ურთიერთობას ტაივანთან.

მიზეზი ყოველთვის ნათელი არ არის

ბევრი ინვესტორი მოელის, რომ ჩიპების ინდუსტრია გრძელვადიანი გამარჯვებული იქნება. ძლიერი პოზიციიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ Taiwan Semiconductor ამით დიდ სარგებელს მიიღებს.

თუმცა ბაფეტმა და Berkshire-ის სხვა საზრიანმა ინვესტორებმა შეიძლება რაღაც ისეთი დაინახეს, რამაც მათ ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულა. მათი საინვესტიციო გადაწყვეტილებები საცალო ინვესტორების მოქმედებებისგან განსხვავდება, რადგან Berkshire-ის პორტფელის ღირებულება $350 მილიარდს აჭარბებს. ზოგჯერ კომპანია კარგი წარმადობით ხასიათდება, მაგრამ Berkshire მაინც ყიდის მის აქციებს უფრო ფართო მაკრო შიშების გამო, ან კომპანიის ინვესტორები გრძნობენ, რომ პორტფელის სხვანაირად პოზიციონირებაა საჭირო.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტი და Berkshire, როგორც წესი, გრძელვადიან მიდგომას იყენებენ, მათ უეცარი საინვესტიციო ნაბიჯები აქამდეც გადაუდგამთ. მაგალითად, 2020 წლის ბოლოს, Berkshire-მა Chevron-ის 48.5 მილიონი აქცია შეიძინა. მომდევნო კვარტალში მსხვილმა კონგლომერატმა აქციების რაოდენობა გაანახევრა, მაგრამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი პოზიცია Chevron-ში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტისა და თავისი გუნდის დიდი წარმატებისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინიც ადამიანები არიან და დროდადრო აზრს იცვლიან. კარგი ინვესტორობა კი სწრაფად ადაპტაციის უნარსაც მოიაზრებს.

წინა

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

შემდეგი

უკეთესი საინვესტიციო შესაძლებლობა — Apple vs Amazon

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
უკეთესი საინვესტიციო შესაძლებლობა — Apple vs Amazon

უკეთესი საინვესტიციო შესაძლებლობა — Apple vs Amazon

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved