• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უორენ ბაფეტმა ახლახან ეს 7 აქცია იყიდა

უნდა იყიდოთ თუ არა ეს აქციები თქვენც?

თებერვალი 24, 2022
in სიახლეები
უორენ ბაფეტმა ახლახან ეს 7 აქცია იყიდა
გაზიარება

როდესაც უორენ ბაფეტი აქციებს ყიდულობს, სხვა ინვესტორები ამას ამჩნევენ. Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელი დირექტორი ბოლო თვეებში აქციებს ყიდულობს.

Berkshire-მა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას (SEC) წინა კვირას კვარტალური ანგარიში წარუდგინა. ამ ანგარიშმა გამოავლინა, რომ ბაფეტმა და მისმა გუნდმა 2021 წლის მეოთხე კვარტალში 7 აქცია იყიდა. ამ სტატიაში გაეცნობით აქციებს, რომლებიც ლეგენდარულმა ინვესტორმა შეიძინა და გაიგებთ, არის თუ არა ეს აქციები კარგი არჩევანი ისეთი ინვესტორებისთვის, რომლებიც მულტიმილიარდერები არ არიან.

Warren Buffett

პოზიციების გაზრდა

ბაფეტის რამდენიმე ბოლო შესყიდვამ გაზარდა პოზიციები იმ აქციებში, რომლებსაც Berkshire უკვე ფლობს. Berkshire-მა მეოთხე კვარტალში Liberty Sirius XM Group Series A-ს მეტი აქცია შეიძინა.

როგორც ჩანს, ომაჰას ორაკულს ასევე მოეწონა ის, რაც მან ენერგეტიკის ინდუსტრიისთვის განჭვრიტა. ბაფეტმა მეოთხე კვარტალში Berkshire-ის წილი ნავთობისა და ბუნებრივი აირის გიგანტ – Chevron-ში ერთი მესამედით გაზარდა. ეს ნაბიჯი რაღაც საპირისპირო იყო მას შემდეგ, რაც წინა წელს Berkshire-მა Chevron-ში თავისი პოზიციები შეამცირა.

ასევე, Berkshire-მა მეოთხე კვარტალში თავის პოზიციებს Floor & Decor Holdings-სა და RH-ში ცოტა მოუმატა. Floor & Decor მართავს მაღაზიებს, რომლებშიც შეხვდებით იატაკის ფენილებსა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებს. RH, ადრე ცნობილი როგორც Restoration Hardware, ლიდერია სახლის მდიდრული ავეჯის სეგმენტში.

ახალი პოზიციები

Berkshire-ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნაბიჯი, ალბათ, Activision Blizzard-ში ახალი პოზიციების წამოწყებაა. ეს შესყიდვა იქამდე განხორციელდა, სანამ Microsoft  Activision-ის $68.7 მილიარდად შეძენის შესახებ განაცხადებდა.

Berkshire-მა გაავრცელა ბაფეტის მიერ მედიისთვის დაწერილი წერილი, სადაც ხაზგასმულია, რომ აქციების შესყიდვისას კომპანიამ არაფერი იცოდა Microsoft-ის განზრახვის შესახებ. გადაწყვეტილება აქციის შეძენის შესახებ მიიღო ბაფეტის ერთ-ერთმა საინვესტიციო მენეჯერმა და არა თავად ლეგენდარულმა ინვესტორმა.

ბაფეტის აღფრთოვანება Liberty One SiriusXM Group-ის შვილობილი კომპანიებით ხაზგასმით აღინიშნა ახალი პოზიციით Liberty Media Formula One Series C-ში. ასევე ცნობილი, როგორც Formula One Group, ეს ბიზნესი ფლობს ექსკლუზიურ უფლებას Federation Internationale de l’Automobile Formula One World Championship-ის სარბოლო მანქანების შეჯიბრზე და ფლობს Atlanta Braves-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტი საბანკო აქციების დიდი მოყვარულია, მას მეოთხე კვარტალში არცერთ ტრადიციულ ბანკში არ გაუზრდია თავისი პოზიციები. თუმცა, Berkshire-მა შეიძინა წილი Nu Holdings-ში. Nu Holdings არის ბრაზილიური კომპანია, რომელიც ციფრულ საბანკო პლატფორმაზე ოპერირებს.

 

გავყვეთ ლიდერს?

ბაფეტის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორობა არ ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები მის ნაბიჯებს ავტომატურად უნდა მიჰყვნენ. Berkshire Hathway-ს პრიორიტეტები შეიძლება ჩვეულებრივი ინვესტორებისგან საკმაოდ განსხვავებული იყო.

Berkshire-ის მიერ Liberty Sirius XM Group Series A-ში დამატებითი აქციების ყიდვა გარკვეულწილად დამაბნეველია. რატომ? Berkshire-მა მთლიანად დატოვა თავისი პოზიცია Sirius XM-ში. მიუხედავად იმისა, რომ თანამგზავრული რადიო კომპანიის საქმიანობა უმჯობესდება, არცერთი დაკავშირებული აქცია არ არის ამჟამად ინვესტორებისთვის საუკეთესო არჩევანი. Major League Baseball-ის სეზონის დაგვიანებიდან გამომდინარე, Liberty Media Formula One Series C-ც საეჭვო აქციაა ახლა შესაძენად.

Activision Blizzard-ს განვითარებისთვის არც ისე ბევრი შესაძლებლობა აქვს. მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება იმაზე ოდნავ ნაკლებია, რის გადახდასაც Microsoft სათამაშო კომპანიის შესაძენად გეგმავს.

მეორეს მხრივ, შემოსავლის მსურველ ინვესტორებს შეიძლება მოეწონოთ Chevron-ის დაახლოებით 4.3%-იანი დივიდენდები. 2020 წელს გლობალური ენერგეტიკის ბაზრის დინამიკაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს Chevron-ისთვის.

RH ბაფეტის ბოლო შესყიდვებს შორის შეიძლება ინვესტორებისთვის ყველაზე კარგი იყოს. კომპანიის აქციები ბაზარზე 16.3-ის ტოლი P/E კოეფიციენტით მიმოიქცევა, რაც S&P 500-ის მრავალჯერად ფორვარდულ შემოსავალზე ბევრად ნაკლებია. Floor & Decor არც ისე კარგი გარიგება ჩანს, მაგრამ მან შეიძლება სახლის გაუმჯობესების ბუმით ისარგებლოს.

Nu Holdings საჯარო მხოლოდ 2021 წლის დეკემბერში გახდა. ამ კომპანიის აქცია Berkshire-ის ბოლო შენაძენებში სავარაუდოდ ყველაზე რისკიანია, მაგრამ ეს კომპანია, ასევე, ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალს გვთავაზობს. აგრესიული ინვესტორები, რომლებიც რისკს არ უფრთხიან, შეიძლება ამ კომპანიით დაინტერესდნენ. როდესაც ბაფეტი IPO აქციას ყიდულობს, ეს განსაკუთრებული ყურადღების ღირსია.

წინა

უნდა შევიძინოთ თუ არა Shopify-ს აქციები ახლა?

შემდეგი

რუსეთის შეჭრა უკრაინაში – რა გავლენა ექნება ომს ინვესტიციებზე?

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
რუსეთის შეჭრა უკრაინაში – რა გავლენა ექნება ომს ინვესტიციებზე?

რუსეთის შეჭრა უკრაინაში - რა გავლენა ექნება ომს ინვესტიციებზე?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved