• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უნდა შევიძინოთ თუ არა Shopify-ს აქციები ახლა?

თებერვალი 23, 2022
in სიახლეები
უნდა შევიძინოთ თუ არა Shopify-ს აქციები ახლა?
გაზიარება

Shopify-ს აქციების ფასი 16%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ 16 თებერვალს, მეოთხე კვარტლის შემოსავლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს ტალღა მომდევნო დღესაც გაგრძელდა და წლის დასაწყისიდან აქციების ფასის ვარდა 50%-ზე მეტამდე გაზარდა.

ამ ვარდნამ თითქმის გააბათილა 2020 წლის პანდემიის დაწყების შემდეგ აქციების ფასების ზრდა. მაგრამ წარმოადგენს თუ არა ეს მტკივნეული უკან დახევა ყიდვის კარგ შესაძლებლობას იმ ინვესტორებისთვის, რომლებმაც წინა ბაზრის გაუმჯობესების პერიოდი გამოტოვეს?

Shopify

რატომ მოიმატა Shopify-ს აქციების ფასმა 2020 და 2021 წლებში?

Shopify-ს ელექტრონული ვაჭრობის სერვისი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს მოაწყონ თავიანთი ონლაინ მაღაზიები, დაამუშაონ გადახდები, შეასრულონ შეკვეთები, მართონ მარკეტინგული კამპანიები და მრავალი სხვა. ეს შესაძლებლობები მიმიზიდველია ისეთი მცირე მოვაჭრეებისთვის, რომლებსაც არ სურთ ისეთ მესამე მხარის ხალხმრავალ ბაზარს შეუერთდნენ, როგორებიც არის Amazon, Etsy ან eBay.

Shopify პანდემიის დაწყებამდე  უკვე სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ მისი შემოსავლების, მთლიანი საქონლის მოცულობისა (GMV) და მთლიანი გადახდების მოცულობის (GPV) ზრდა მნიშნელოვნად პანდემიის განმავლობაში დაჩქარდა, რადგან ბიზნესები ონლაინ მეტი პროდუქტის გაყიდვას ცდილობდნენ.

მაგრამ როდესაც ლოქდაუნის ღონისძიებები შერბილდა, Shopify-ს ზრდა 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა.

ზრდა (წლიდან წლამდე) 2019 წელი 2020 წელი 2021 წელი
შემოსავალი 47% 86% 57%
GMV (მთლიანი საქონლის მოცულობა) 49% 96% 47%
GPV (მთლიანი გადახდების მოცულობა) 55% 110% 59%

ეს შენელება 2022 წელსაც გაგრძელდება

Shopify-მ მეოთხე კვარტალის ანგარიშის წარდგენისას არ წარმოადგინა 2022 წლის ზუსტი შემოსავლის პროგნოზი, თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ შემოსავალი 2021 წლის 57%-იან მაჩვენებელზე დაბალი, მაგრამ მაინც ელექტრონული კომერციის ზრდაზე აღმატებული იქნება.

Shopify-მ ასევე განაცხადა, რომ მისი წლიდან წლამდე შემოსავლის ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალში უფრო ნელი იქნება, რაც 2021 წლის პირველ ნახევარში კოვიდით განპირობებული ელექტრონული ვაჭრობის აჩქარებით არის გამოწვეული. ეს განცხადებები ცოტა ბუნდოვანი იყო, მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Shopify-ს შემოსავალი 2022 წელს 32%-ით, ხოლო 2023 წელს 33%-ით გაიზრდება.

Shopify-ს აქციები კვლავინდებურად ძვირად ფასობს

ამ მოლოდინებიდან და ამჟამინდელი ფასიდან ($660 თითო აქციაზე) გამომდინარე, Shopify-ის აქციები მისი 2022 წლის გაყიდვებზე 14 ჯერ მეტი ფასით იყიდება. ეს ფასი/გაყიდვები (P/S) კოეფიციენტი შეიძლება მართებული ჩანდეს, მაგრამ ბევრი უფრო სწრაფი ზრდის ტექნოლოგიური აქცია, თანაზომადი შემოსავლის ზრდით, უფრო დაბალი ღირებულებით მიმოიქცევა ბაზარზე.

მაგალითად, Twilio – ქლაუდ კომუნიკაციის კომპანია, რომელიც მოელის მინიმუმ 30% ორგანული შემოსავლის ზრდას მომდევნო რამოდენიმე წლისთვის. მისი P/S კოეფიციენტი 9.73-ის ტოლია. MercadoLibre – ლათინოამერიკული ელექტრონული ვაჭრობის გიგანტი, რომელსაც ანალიტიკოსები 2022 წელს შემოსავლების 35%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებენ. მისი აქციები 7.446-ის ტოლი P/S კოეფიციენტით მიმოიქცევა ბაზარზე. ამ შედარებებზე დაყრდნობით, Shopify-ს აქციების ფასი კიდევ მინიმუმ 50%-ით უნდა შემცირდეს, რომ იაფად ჩაითვალოს.

2022 წელს შეიძლება Shopify-ს მარჟები შემცირდეს

2021 წელს Shopify-ს დაზუსტებული მთლიანი და საოპერაციო მარჟები გაიზარდა.

პერიოდი: 2019 წელი 2020 წელი 2021 წელი
დაზუსტებული მთლიანი მარჟა 55.7% 53.5% 54.4%
დაზუსტებული ოპერაციული მარჟა 2.9% 14.9% 15.6%

ამასთან, ანალიტიკოსები ელიან, რომ Shopify-ს დაზუსტებული საოპერაციო მარჟა 2022 წელს 7.5%-მდე შემცირდება, რადგან მისი მზარდი ინვესტიციები კომპანიის შემოსავლის ნელ ზრდას ემთხვევა. კომპანიის თქმით, იგი მომავალში მთლიანი მოგების რეინვესტირებას გეგმავს შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო გაფართოება, გაყიდვების წერტილების ინტეგრირებული სისტემები, მომხმარებელზე ორიენტირებული აპლიკაციები და Shopify Fulfillment Network.

შედეგად, ანალიტიკოსები მოელიან, რომ ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით კომპანია 2022 და 2023 წლებში კვლავ არარენტაბელური იქნება. ამას კი, საპროცენტო განაკვეთების მატებასთან ერთად, შეუძლია Shopify-ს აქციები სარისკოდ აქციოს.

სწორი კომპანიისთვის არასწორ ფასს ნუ გადაიხდით

მარტივი შედარებით მის „თანატოლებთან“, რომლებსაც მსგავსი ზრდის დონეები აქვთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Shopify-ს აქციებმა შეიძლება კიდევ ბევრად დაიკლოს იქამდე, სანამ ფსკერს მიაღწევს. ამიტომ შეიძლება ფულის მოზიდვა და გზად უკეთესი შესყიდვის შესაძლებლობისთვის ლოდინი უფო მომგებიანი აღმოჩნდეს. სასურველი მდგომარეობა კი P/S კოეფიციენტის მაღალ ერთნიშნა ციფრამდე ჩამოსვლაა.

წინა

საუკეთესო EV აქციები, რომლებიც უნდა იყიდოთ ახლა

შემდეგი

უორენ ბაფეტმა ახლახან ეს 7 აქცია იყიდა

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
უორენ ბაფეტმა ახლახან ეს 7 აქცია იყიდა

უორენ ბაფეტმა ახლახან ეს 7 აქცია იყიდა

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved