• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Walmart-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს საგრძნობლად გადააჭარბა

თებერვალი 21, 2024
in სიახლეები
Walmart-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს საგრძნობლად გადააჭარბა
გაზიარება

გუშინ Walmart-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ინვესტორების განწყობაზე პოზიტიურად იმოქმედა ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგებით. მსოფლიოს უდიდესმა საცალო ვაჭრობის კომპანიამ გამოაქვეყნა ძლიერი მაჩვენებლები, რომლებმაც უოლ სტრიტის მოლოდინებს საგრძნობლად გადააჭარბა, ასევე გაზარდა დივიდენდური ანაზღაურება და ტელევიზორების მწარმოებლის — Vizio-ს $2.3 მილიარდად შეძენა დააანონსა.

ფინანსური მაჩვენებლები

როგორც წესი, Walmart ფართო ბაზრის წარმადობის ჯობნის მაშინ, როდესაც ეკონომიკაში რთული პერიოდია და მომხმარებლები ხარჯებს ამცირებენ. სწორედ ასეთ შემთხვევასთან ჰქონდა კომპანიას საქმე გასული წლის მეოთხე კვარტალში, რადგან  მომხმარებლებს კვლავ უწევთ ბოლო წლების მაღალი ინფლაციის ხანგრძლივ ზემოქმედებასთან გამკლავება და ისინი ფასდაკლებული პროდუქციის გამყიდველებს მიმართავენ.

გასულ კვარტალში, რომელიც კომპანიისთვის 26 იანვარს დასრულდა, აშშ-ში Walmart-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 4%-ით გაიზარდა. შედეგად, მთლიანმა შემოსავალმა 5.7%-ით — $173.4 მილიარდამდე მოიმატა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $158.4 მილიარდი). ელექტრონული კომერციის გაყიდვების კვლავ ძლიერი იყო — გლობალური მასშტაბით ეს მაჩვენებელი 23%-ით გაუმჯობესდა და $100 მილიარდს გადააჭარბა.

გარდა ამისა, კომპანიამ, თავის გლობალურ სარეკლამო ბიზნესში, 33%-იანი ზრდა დააფიქსირა. ამით Walmart-მა გამოიყენა შემოსავლის ახალი ნაკადი, რომელიც კონკურენტი Amazon-ისთვის საკმაოდ მომგებიანია.

მთლიანი მარჟა 39 საბაზისო პუნქტით გაუმჯობესდა, რამაც ხელი შეუწყო კორექტირებული საოპერაციო შემოსავლის 13.2%-ით — $7.25 მილიარდამდე მატებას. კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $1.80-მდე გაიზარდა (გასული წლის იმავე კვარტალში — $1.71). ამ მაჩვენებელმაც ბევრად გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს — $1.53-ს.

გარდა ამისა, Walmart-ის მენეჯმენტმა დააანონსა დივიდენდური ანაზღაურების 9%-იანი ზრდა — თითო აქციაზე $0.83-მდე. ეს კომპანიისთვის დივიდენდების ჩვეულებრივზე მაღალი ზრდაა და მენეჯმენტის ბიზნესისადმი ნდობაზე მიგვანიშნებს.

Walmart Stock

ამასთან, კომპანია $2.3 მილიარდად ყიდულობს Vizio-ს, რათა სარეკლამო ბიზნესის — Walmart Connect-ის დაჩქარებას ხელი შეუწყოს.

„ჩვენმა გუნდმა ძლიერი წელი შესანიშნავი კვარტლით დაასრულა“ — განაცხადა Walmart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დაგ მაკმილონმა. „ელექტრონული კომერციის გაყიდვებში $100 მილიარდს გადავაჭარბეთ და აქციების ფასიც გაიზარდა, რადგან ჩვენი მომხმარებლის გამოცდილების მეტრიკები გაუმჯობესდა, თუნდაც ყველაზე მაღალი დატვირთულობის დღეებში“.

პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Walmart-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ 2025 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 3%-4%-ით გაიზრდება, ხოლო საოპერაციო შემოსავალი 4%-6%-ით გაუმჯობესდება. Walmart-ში ასევე მოელიან, რომ აქციების დაყოფის ეფექტის გათვალისწინებით კორექტირებული EPS $6.70-$7.12-ს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $6.55). შედარებისთვის ფისკალურ 2024 წელს ამ მაჩვენებელმა $6.65 შეადგინა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირაში Walmart აქციებს 1/3 პროპორციით დაყოფს, რაც მენეჯმენტის თავდაჯერებულობის კიდევ ერთი ნიშანია. კომპანიის უფრო ახალი ინიციატივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრონული კომერცია და რეკლამირება, შედეგიანია და ბიზნესი აღმასვლას განაგრძობს.

ანალიტიკოსების შეფასებები

Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $176.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $185.12-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $167.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Walmart-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

რა ხდებოდა 20 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

გუშინ Palo Alto Networks-მა მოსალოდნელზე სუსტი პროგნოზები გამოაქვეყნა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ Palo Alto Networks-მა მოსალოდნელზე სუსტი პროგნოზები გამოაქვეყნა

გუშინ Palo Alto Networks-მა მოსალოდნელზე სუსტი პროგნოზები გამოაქვეყნა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved