• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Walmart ყველანაირად ცდილობს Walmart+-ის გაძლიერებას

აგვისტო 22, 2022
in სიახლეები
Walmart ყველანაირად ცდილობს Walmart+-ის გაძლიერებას
გაზიარება

ორ წელზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც Walmart-მა Walmart+ გამოუშვა და მისი გამომწერების ზრდა უკვე ნელდება. Consumer Intelligence Research Partners-ის (CIRP) მკვლევრების აზრით, საცალო მოვაჭრემ დაახლოებით 11 მილიონი მომხმარებელი მოიზიდა. გარდა იმისა, რომ ეს მაჩვენებელი Amazon Prime-ის 172 მილიონ მომხმარებელს საგრძნობლად ჩამორჩება, წლის დასაწყისიდან Walmart+-ის გამომწერების რაოდენობა შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ გამომწერთა რაოდენობის ზრდის შენელება ამაზონისთვის გამოწვევაა, იქიდან გამომდინარე, რომ ვოლმარტის შეთავაზება შედარებით ახალია და კომპანიას გამომწერთა მცირე ბაზა აქვს, შესაძლოა, ზრდისთვის მეტი სივრცე არსებობდეს.

ახალი პარტნიორების ძებნა

Walmart-ის სტრატეგია გამომწერების რაოდენობის გასაზრდელად მდგომარეობს სხვადასხვა კომპანიებთან პარტნიორობაში ან გამომწერებისთვის დამატებითი შეღავათების მინიჭებაში.

სულ ახლახან კომპანია პარტნიორობდა Paramount Global-თან, რათა Walmart+-ის წევრებისთვის Paramount+-ის რეკლამით მხარდაჭერილ სერვისებზე უფასო წვდომა შეეთავაზებინა. ივნისის ბოლოს Paramount+-ის გლობალური გამომწერების რაოდენობა 43 მილიონს შეადგენდა.

ვიდეო სტრიმინგის სერვისის დამატება ეხმიანება Amazon-ის ნაბიჯს, თავისი წევრობის პროგრამაში Prime Video შეიტანოს. თუ ამას გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, Walmart სტრიმინგის ბიზნესის მომავალზე დიდ ზემოქმედებას ვერ შეძლებს. იმავდროულად, Amazon მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტიციებს ახორციელებს, რათა მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო სტრიმინგ ვარიანტად იქცეს.

გარდა ამისა, Walmart-მა ითანამშრომლა American Express-თან, რათა პლატინის ბარათის მფლობელები უფასო წევრობით უზრუნველყოს. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს Walmart-ში უფრო შეძლებული ოჯახების მოზიდვას.

ასევე, კომპანია ExxonMobil-თან და Murphy USA-სთან თანამშრომლობდა, რათა მომხმარებლებისთვის მათ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასდაკლება შეეთავაზებინა.

მნიშვნელოვანი შეჯიბრი

ვოლმარტი ახლა რთულ გარემოში ოპერირებს. ინფლაცია მისი ბევრი მყიდველის ბიუჯეტს ანადგურებს, რის გამოც მათ, სასურსათო პროდუქტების მიღმა, დისკრეციული საქონლის შესაძენად მცირე ფულადი რესურსი რჩებათ. სასურსათო პროდუქტები კი დაბალი მარჟებით ხასიათდება.

გარდა ამისა, რადგან ბევრი მომხმარებელი მხოლოდ სასურსათო პროდუქტებს ყიდულობს, უფრო დაბალი ფასები არის ისეთ სასურსათო მაღაზიებში, როგორიც არის Aldi. როიტერის მოხსენების თანახმად, ბოლო ორი თვის განმავლობაში Walmart-ის ტრაფიკი შემცირდა. Walmart-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის მაღაზიებში (მათ შორის ონლაინ) მეორე კვარტალში ტრანზაქციების საერთო რაოდენობა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.

Amazon

იმავდროულად, მარტში Amazon-ის Prime-ის ფასების ზრდის ნებისმიერი უარყოფითი გავლენა იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე მენეჯმენტი მოელოდა. მართლაც, როგორც ჩანს, Amazon ნაკლებად მგრძნობიარე უფრო მდიდარ მომხმარებლებს და, იმავდროულად, ფართო მიმზიდველობას ინარჩუნებს.

Walmart-ის გამოწვევა არის ის, რომ ძნელია მისი სერვისი უკვე არსებულისგან განასხვაოს. ის Amazon Prime-ის ჩრდილშია.

სწორედ ამიტომ, კომპანია თავის უნიკალურ შეთავაზებებზე უნდა ორიენტირდეს. შესაძლოა, Walmart-ში შოპინგის მოხერხებულობაზე ფოკუსირება კომპანიას უფრო მეტად დაეხმაროს, ვიდრე სხვა კომპანიებთან პარტნიორობის მცდელობა. Walmart-მა შეიძლება ასობით მილიონი (ან მილიარდები) დახარჯოს ამ მიმართულებით, როდესაც ამ თანხების შიდა ზრდისთვის რეინვესტირება უკეთესი არჩევანი იქნებოდა.

წინა

როგორი ტიპის ინვესტორები სარგებლობენ აქციების ფასების ვარდნით? — უორენ ბაფეტი

შემდეგი

უკეთესი ინვესტიცია ამ Bear Market-ის პერიოდში: Apple vs Microsoft

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
უკეთესი ინვესტიცია ამ Bear Market-ის პერიოდში: Apple vs Microsoft

უკეთესი ინვესტიცია ამ Bear Market-ის პერიოდში: Apple vs Microsoft

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved