• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Toyota-მ გლობალურ გაყიდვებში ახალი რეკორდი დაამყარა

ოქტომბერი 31, 2023
in სიახლეები
Toyota-მ გლობალურ გაყიდვებში ახალი რეკორდი დაამყარა
გაზიარება

ფისკალური წლის პირველ ნახევარში იაპონური ავტომწარმოებლის — Toyota Motor-ის გლობალური გაყიდვები წლიდან წლამდე 8.3%-ით გაიზარდა და თითქმის 5.6 მილიონ ავტომობილს მიაღწია, რაც კომპანიისთვის ახალ რეკორდს წარმოადგენს.

Toyota Motor-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, წლიდან წლამდე გაყიდვებისა და წარმოების მაჩვენებლები გაიზარდა, რადგან ნახევარგამტარებზე დეფიციტი შემცირდა. გლობალურმა წარმოებამ, მათ შორის შვილობილი კომპანიების — Daihatsu Motor Co.-სა და Hino Motors Ltd-ს ჩათვლით, 10%-ით მოიმატა და 5.7 მილიონ ერთეულს მიაღწია.

მიწოდების უკეთესმა პირობებმა და მომხმარებელთა მძლავრმა მოთხოვნამ Toyota კიდევ ერთი სტაბილური ზრდის წელიწადის გზაზე დააყენა. ეს არის გაყიდვების პირველი მატება ბოლო ორი წლის განმავლობაში.

Toyota-სა და Lexus-ის ბრენდის გაყიდვები აფრიკაში 22%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ზრდაა კომპანიის ნებისმიერ რეგიონთან შედარებით. მას მოჰყვება ახლო აღმოსავლეთი 17%-იანი მატებით, ჩრდილოეთ ამერიკა — 9.4%-ით და ევროპა 7%-ით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურმა შენელებამ ტაილანდსა და ინდონეზიაში ხელი შეუწყო შედარებით სუსტ გაყიდვებს აზიის ზოგიერთ ნაწილში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ Toyota Motor-ის წარმომადგენლებმა აშშ-ში ხელი მოაწერეს $3 მილიარდის ღირებულების ხელშეკრულებას, რომელიც კომპანიის ელექტრო მანქანებისთვის ბატარეების მიწოდებას გულისხმობს.

LG Energy Solution გააძლიერებს ახალ საწარმოო ხაზებს EV ბატარეებისთვის და მოდულებისთვის, რომლებიც ექსკლუზიურად Toyota-სთვის დამზადდება და დაგეგმილია, რომ ეს პროცესი 2025 წლისთვის დასრულდება. ეს მნიშვნელოვანი გარიგებაა წამყვანი ავტომობილების მწარმოებლისთვის, რადგან Toyota გეგმავს EV წარმოების მასშტაბირებას 2030 წლამდე.

Toyota Motor კვარტალურ ანგარიშს ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, წარადგენს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზირებენ, რომ იაპონური ავტომწარმოებლის კვარტალური შემოსავალი $71.09 მილიარდს მიაღწევს.

წინა

რას ნიშნავს რისკის გადაცემა?

შემდეგი

რას ნიშნავს სპეციალიზაცია?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს სპეციალიზაცია?

რას ნიშნავს სპეციალიზაცია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved