• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს რისკის გადაცემა?

ოქტომბერი 31, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს რისკის გადაცემა?
გაზიარება

რისკის გადაცემა არის საქმიანი ხელშეკრულება, რომელშიც ერთი მხარე უხდის მეორეს პასუხისმგებლობის აღებისთვის კონკრეტული ზარალის შემსუბუქებაზე, რომელიც შეიძლება დადგეს ან არ დადგეს. ეს სადაზღვევო ინდუსტრიის ძირითადი პრინციპია.

რისკების გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ფიზიკურ პირებს შორის, ფიზიკური პირებიდან სადაზღვევო კომპანიებზე ან მზღვეველებიდან გადამზღვეველებზე. როდესაც სახლის მესაკუთრეები ყიდულობენ ქონების დაზღვევას, ისინი სადაზღვევო კომპანიას, სახლის მფლობელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა კონკრეტული რისკის საკუთარ თავზე აღებაში, ფულს უხდიან.

რისკის გადაცემის გააზრება

დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას მზღვეველი თანხმდება, დამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიების (თანხა, რომელსაც დამზღვევი დაზღვევაში იხდის) სანაცვლოდ, აანაზღაუროს განსაზღვრული ზარალის კონკრეტული მოცულობა.

სადაზღვევო კომპანიები ყოველწლიურად აგროვებენ პრემიებს ათასობით ან მილიონობით მომხმარებლისგან. ეს უზრუნველყოფს ფულადი სახსრების ფონდს, რომელიც ხელმისაწვდომია სადაზღვევო კომპანიის მომხმარებლების ქონების დაზიანების ან განადგურების ხარჯების დასაფარად. პრემიები ასევე ფარავს ადმინისტრაციულ და საოპერაციო ხარჯებს და უზრუნველყოფს კომპანიის მოგებას.

სიცოცხლის დაზღვევა მუშაობს ანალოგიურად. მზღვეველები ეყრდნობიან სტატისტიკას და სხვა ინფორმაციას, რათა დაადგინონ გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა, რომელიც წლის განმავლობაშია მოსალოდნელი. იმის გამო, რომ ეს რიცხვი შედარებით მცირეა, კომპანია ადგენს თავის პრემიებს ისეთ დონეზე, რომელიც წლის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების დადგომისას სადაზღვევო ფირმის მიერ გასაცემ საერთო თანხას აღემატება.

სადაზღვევო ინდუსტრია არსებობს იმის გამო, რომ ფიზიკური პირების ან კომპანიების მცირე რაოდენობას აქვს ფინანსური რესურსები, რომლებიც პოტენციური ზარალის დამოუკიდებლად გადასატანად არის აუცილებელი.

რისკის გადაცემა გადამზღვეველ კომპანიებზე

ზოგიერთი რისკი ძალიან დიდია იმისთვის, რომ ის სადაზღვევო კომპანიამ მარტომ აიღოს საკუთარ თავზე. სწორედ ასეთ დროს ხდება საჭირო გადაზღვევა.

როდესაც სადაზღვევო კომპანიებს არ სურთ საკუთარ თავზე ძალიან დიდი რისკის აღება, ისინი ზედმეტ რისკს გადამზღვეველ კომპანიებს გადასცემენ. მაგალითად, სადაზღვევო კომპანიას შეიძლება ჰქონდეს პოლისები, რომლებიც კომპანიის მაქსიმალურ ვალდებულებას $10 მილიონამდე ზღუდავს. თუმცა კომპანიამ შეიძლება მიიღოს დაზღვევის მოთხოვნა, რომელიც უფრო მაღალ ზედა ზღვარს მოითხოვს, მაგალითად, $15 მილიონს. ასეთ შემთხვევაში $10 მილიონის ვალდებულებას კომპანია საკუთარ თავზე აიღებს, ხოლო $5 მილიონის ოდენობით რისკს გადამზღვეველს გადასცემს. ეს ქვეკონტრაქტი ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დიდი ზარალის შემთხვევა რეალურად დადგება.

ქონების დაზღვევის რისკის გადაცემა

სახლის შეძენა ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენს. მის დასაცავად მესაკუთრეთა უმეტესობა დაზღვევას მიმართავს. შედეგად, სახლის მფლობელობასთან დაკავშირებული ზოგიერთი რისკი სახლის მესაკუთრიდან მზღვეველზე გადადის.

სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, როგორც წესი, ბიზნეს რისკებს აფასებენ, რათა დაადგინონ მისაღებია თუ არა კონკრეტული მომხმარებელი ფირმისთვის და რა მოცულობის უნდა იყოს პრემია. ცუდი საკრედიტო პროფილის და რამდენიმე ძაღლის მქონე კლიენტის სახლის დაზღვევა უფრო სარისკოა, ვიდრე სრულყოფილი საკრედიტო პროფილის მქონე ადამიანის შემთხვევაში, რომელსაც შინაური ცხოველები არ ჰყავს. პირველი განმცხადებლის პოლისში გათვალისწინებული იქნება უფრო მაღალი პრემია, მესაკუთრიდან მზღვეველზე გადატანილი უფრო დიდი რისკის გამო.

წინა

Apple-მა ახალი თაობის M3 ჩიპებით აღჭურვილი კომპიუტერები წარადგინა

შემდეგი

Toyota-მ გლობალურ გაყიდვებში ახალი რეკორდი დაამყარა

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Toyota-მ გლობალურ გაყიდვებში ახალი რეკორდი დაამყარა

Toyota-მ გლობალურ გაყიდვებში ახალი რეკორდი დაამყარა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved