• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 ყველაზე უსაფრთხო საბანკო დივიდენდური აქცია

აგვისტო 24, 2022
in სიახლეები
3 ყველაზე უსაფრთხო საბანკო დივიდენდური აქცია
გაზიარება

არაფრის კეთებით ფულის გამომუშავება ყველა ინვესტორის ოცნებაა. ეს შესაძლებელია პასიური შემოსავლის საშუალებით და მისი გენერირების ერთ-ერთი საუკეთესო გზა დივიდენდურ აქციებში ინვესტირებაა.

დივიდენდების გადამხდელ კომპანიებს, როგორც წესი, მყარი ბალანსი გააჩნია, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ დივიდენდები ბაზრის ციკლის მიუხედავად გადაიხადოს. ერთ-ერთი ინდუსტრია, რომელშიც ყველაზე უსაფრთხო დივიდენდურ კომპანიებს შეხვდებით, არის საბანკო სექტორი. დღეს კი სამი საუკეთესო საბანკო დივიდენდური აქციის შესახებ ვისაუბრებთ.

  1. U.S. Bancorp

U.S. Bancorp არის U.S. Bank-ის მშობელი კომპანია და აქტივების ზომის მიხედვით აშშ-ში მეხუთე უდიდესი ბანკია. შესაძლოა, ინვესტორები ამ ბანკს უორენ ბაფეტის წყალობით იცნობდნენ, რომლის Berkshire Hathaway ბანკში $6.6 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას ფლობს, რაც მას კომპანიის სიდიდით მეათე ჰოლდინგად აქცევს.

U.S. Bancorp ორიენტირებულია ტრადიციული საბანკო საქმიანობის უზრუნველყოფაზე, როგორიც არის დეპოზიტების გაზრდა და სესხების გაცემა. ბანკი ფოკუსირებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის (დაბრუნების მაღალი ალბათობა) სესხების წარმოებაზე, რაც მას თავის კონკურენტებთან შედარებით კაპიტალის რენტაბელობის თვალსაზრისით უპირატესობას ანიჭებს.

Return On Equity

მაღალხარისხიან სესხებზე ფოკუსირება ბანკს ასევე მგრძნობიარეს ხდის საპროცენტო განაკვეთების ცვლილების მიმართ. ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების აგრესიულმა ზრდამ ხელი შეუწყო წელს ბანკის წმინდა საპროცენტო შემოსავლის 6.6%-ით ზრდას. ბოლო მარეგულირებენ განცხადებაში ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კიდევ 50 საბაზისო პუნქტით (0.5%) ზრდა წმინდა საპროცენტო შემოსავლის 1.17%-ით მატებას გამოიწვევს.

უკვე ზედიზედ 11 წელია, რაც U.S. Bancorp დივიდენდებს ზრდის. ამჟამად მისი დივიდენდური სარგებელი 3.8%-ს შეადგენს.

United Bankshares
  1. United Bankshares

United Bankshares უზრუნველყოფს საბანკო მომსახურებას დასავლეთ ვირჯინიის მასშტაბით. 1982 წლიდან კომპანიამ 33 პატარა რეგიონული ბანკი შეისყიდა.

United Bankshares-ის უნარმა, შეიძინოს და გააერთიანოს მცირე ბანკები, ინვესტორებისთვის შედეგი გამოიღო – უკვე ზედიზედ 48 წელია, რაც კომპანია დივიდენდურ ანაზღაურებას ყოველწლიურად ზრდის. United Bankshares S&P 500-ის წევრი რომ იყოს, კიდევ ორი ასეთი წელი ბანკს დივიდენდ მეფეების კლუბში გააერთიანებდა. ამჟამად მისი დივიდენდური ანაზღაურება 3.59%-ს შეადგენს.

Bank OZK
  1. Bank OZK

Bank OZK მომხმარებლებს საბანკო მომსახურებას 240 ოფისში – ფლორიდაში, ჯორჯიაში, არკანზასში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მისისიპიში, ტეხასში, კალიფორნიასა და ნიუ-იორკში სთავაზობს. Bank OZK თავის ანგარიშებზე მხოლოდ მაღალი ხარისხის სესხებს ფლობს.

ბანკი ასევე მგრძნობიარეა საპროცენტო განაკვეთების ცვლილებების მიმართ. წლის პირველი 6 თვის განმავლობაში Bank OZK-ის წმინდა საპროცენტო შემოსავალი 8.3%-ით გაიზარდა. მისი ბოლო მარეგულირებელი დოკუმენტაციის თანახმად, საპროცენტო განაკვეთების 1%-იანი ზრდა წმინდა საპროცენტო შემოსავლის 4.6%-ით ზრდას გამოიწვევს, ხოლო 2%-იანი ზრდა – 9.3%-იან მატებას.

Bank OZK-ის ფოკუსირებამ მაღალხარისხიან სესხებზე საშუალებას მისცა მას აქციონერებისთვის დივიდენდური ანაზღაურება ზედიზედ 12 წლის განმავლობაში გაეზარდა. ამჟამად ბანკის დივიდენდური სარგებელი 2.85%-ს შეადგენს.

წინა

როგორ უნდა აარიდოთ თავი ამ გავრცელებულ საინვესტიციო შეცდომას?

შემდეგი

რატომ არის Tesla-ს აქციების დაყოფა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე Amazon-ის?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ არის Tesla-ს აქციების დაყოფა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე Amazon-ის?

რატომ არის Tesla-ს აქციების დაყოფა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე Amazon-ის?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved