• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Tesla-ს აქციები 28 დეკემბერს ისევ გაიზარდა [გაიგეთ მიზეზი რატომ]

დეკემბერი 30, 2021
in სიახლეები
ტესლას აქციები გაიზარდა
გაზიარება
Tesla-ს აქციები 28 დეკემბერს ისევ გაიზარდა…გაიგეთ მიზეზი! პატივცემული ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ელექტრომობილების მწარმოებლისთვის 2022 დიდი წელი იქნება!  

რა მოხდა?

კვირის განმავლობაში Tesla-ს აქციები აღდგენის პროცესშია მას შემდეგ, რაც ის ჯერ დაეცა, რადგან ილონ მასკმა ნოემბრის დასაწყისიდან $15 მილიარდზე მეტი აქცია გაყიდა. ბოლო 5 დღეში აქციებმა +20%-ზე მეტი მატება ნახა და ეს ტენდენცია ისევ ღიად რჩებოდა, 27 დეკემბრის მონაცემით, კიდევ +2.3%-იანი მატებით, თუმცა, ამის მერე აქციებმა კურსი შეიცვალა და 28 დეკემბერს, დაახლოებით, დილის 10:57 საათისთვის, -0.8%-ით იკლო, მაგრამ ის პირველი ნახტომი, რაც გააკეთა, მაინც აღსანიშნავია.  

შემდეგ?

როგორც ვთქვით, მასკმა აქციების ნაწილი გაყიდა, რათა გადაეხადა გადასახადები, რომლებსაც ვადა მომდევნო წლისთვის უკვე გასდის. მან საჯაროდ ისაუბრა თავის ტრანზაქციებზე და Tesla-ს აქციები დაეცა, რადგან ის კვლავ განაგრძობდა მათ გაყიდვას, თუმცა, როგორც ჩანს, ინვესტორები კმაყოფილნი არიან, რადგან მან საბოლოოდ, წარმატებით დაასრულა გაყიდვების კასკადი. უოლ სტრიტის ანალიტიკოსი, დენ აივსი, მიიჩნევს, რომ Tesla გააორმაგებს წარმოების სიმძლავრეს, რაც 2022 წლისთვის აქციებს ისევ გაზრდის.

ახლა რა ხდება?

Tesla-მ მოასწრო 2021 წელს დაგეგმილი 750 000-ზე მეტი ელექტრომობილის გამოშვება. საინფორმაციო ვებსაიტის, Electrek-ის მიერ გაშუქებულ ჩანაწერში, აივსმა თქვა, რომ კომპანიას 2 მილიონამდე ელექტრომობილი ეყოლება. შედარებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის განცხადება – მისი კომპანია 600,000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს მსოფლიო მასშტაბით. General Motors კი, როგორც CNBC იუწყება, 2025 წლისთვის 1 000 000 ელექტრომობილის გაყიდვას აპირებს.

აივსი აღნიშნავს, რომ ელექტრომობილების ლიდერ Tesla-ს ერთი დიდი პრობლემა აქვს – “მოთხოვნა აღემატება მიწოდებას”. ამ პრობლემის მოგვარებას კი ვარაუდობენ ახალი ქარხნების დამატებით ტექსასსა და ბერლინში, გერმანიაში. ამ ქარხნების მუშაობა შანხაის ქარხნის წარმოებასაც დაეხმარება, რადგან გაიზრდება ჩინეთის მარკეტი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთის შიდა შესაძლებლობები ასე უფრო გაიზრდება და სხვებიც შევლენ აღნიშნულ ბაზარზე. მაგალითისთვის, Ford-მა გასულ კვირას დაიწყო თავისი ახალი Mustang Mach-E-ის გაყიდვა ჩინეთში.

Tesla-ს აქციებზე სამიზნე ფასი, აივსის აზრით, $1400–ია, უკეთეს შემთხვევაში კი, თანხა შეიძლება $1800–ამდეც გაიზარდოს. როდესაც მასკმა დაასრულა თავისი კარგად გარეკლამებული აქციებს გაყიდვა, ინვესტორებმა აღიარეს აივსის მოსაზრება, რომელიც მან იმ დღის ვაჭრობის შესახებ გამოთქვა.

წყარო: fool.com

წინა

კოვიდის გავრცელების საფრთხის პირობებში, S&P 500 სადღესასწაულო დღეებში გაყიდვების რეკორდის მოხსნას ახერხებს!

შემდეგი

ძვირია თუ არა Amazon-ის აქციები?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
ამაზონის აქციები

ძვირია თუ არა Amazon-ის აქციები?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved