• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

კოვიდის გავრცელების საფრთხის პირობებში, S&P 500 სადღესასწაულო დღეებში გაყიდვების რეკორდის მოხსნას ახერხებს!

დეკემბერი 29, 2021
in სიახლეები
კოვიდის გავრცელების საფრთხის პირობებში, S&P 500 სადღესასწაულო დღეებში გაყიდვების რეკორდის მოხსნას ახერხებს!
გაზიარება

ორშაბათს აშშ-ის საფონდო ბაზარი ახალი რეკორდებით დაიხურა, რაც გამოწვეულ იქნა სადღესასწაულო დღეებში ამერიკელი მომხმარებლების მიერ აქტიურობით. მიუხედავად ახალი შტამის, ომიკრონის სწრაფი გავრცელებისა, ამერიკაში საახალწლო შოპინგზე დიდი გაყიდვები დაფიქსირდა. 

S&P 500 (Standard and Poor’s 500) გვაუწყებს, რომ გაყიდვები 1.4%-ით გაიზარდა და 4,791.19-მდე ავიდა, 2021 წელს მან 69-ე ნიშნულს მიაღწია, რაც ამ წლის რეკორდული მაქსიმუმი იყო, ამის შემდეგ კი მანდ ახალი დღის რეკორდი დაამყარა.  მთელი 11-ივე ინდექსი გაიზარდა, რასაც საფუძვლად, პირველ რიგში, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების წინსვლა ედო. მაღალტექნოლოგიური კომპანია Nasdaq 100 1.6%-ით დაწინაურდა, რაც სამშაბათის შემდეგ მისთვის საუკეთესო შედეგია. ასევე გასული სამშაბათის მერე, ერთდღიანი რეკორდული მატება ჰქონდა Blue Chip Dow Jones Industrial Average-საც, რომელიც 351, 82 პუნქტზე ავიდა, ანუ 1%-ით გაზარდა გაყიდვები. 

ორშაბათის მოგებით, 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული,  S&P 500-მა საუკეთესო 4-დღიანი შედეგი აჩვენა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბოლო წლების განმავლობაში სადღესასწაულო გაყიდვები ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდებოდა, მაშინაც კი, როცა ამერიკელი მოსახლეობა ინფლაციასა და პროდუქციის დეფიციტს შეეჯახა. როგორც Mastercard SpendingPulse-ის ანგარიშები გვიჩვენებს, შეერთებულ შტატებში გასულ წელთან შედარებით 8,5%-ით გაიზარდა გაყიდვები, რადგან მომხმარებელი წელს უფრო მეტს ხარჯავს ტანსაცმელზე, სამკაულებსა და ელექტროაპარატურაზე. 

როგორც Crewe Advisors-ის ინვესტიციების დირექტორი დასტინ თეკერეი ამბობს, დღესასწაულების სეზონზე მისი მთავარი საზრუნავი იყო, რომ არ გაწყვეტილიყო პროდუქტების მიწოდების ჯაჭვი: “მე ვნერვიულობდი, რომ თაროებზე არ იქნებოდა საკმარისი პროდუქტი და ხარჯებს ვერ გავწვდებოდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ცოტა გადავაჭარბე და ამერიკელი მომხმარებელი მაინც ძლიერია, მოუხედავად ომიკრონისა”. 

Bespoke Investment Group-ის თანახმად, წელს სრულდება 69-ე რეკორდი, ანუ ყველაზე მეტი 1995 წლის შემდეგ, როდესაც S&P 500-მა 77-ე ნიშნულს მიაღწია, რაც ინდექსების დახურვამდე ყველაზე დიდ წლიურ მაჩვენებელს ნიშნავს. ამ თვეში საორიენტაციო მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ წლიურად მან 28%-ით მეტს მიაღწია. 

აქციები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც S&P 500-მა ყველაზე ცუდი სამდღიანი შედეგი გამოავლინა გასულ ორშაბათს სექტემბრის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ერთი მხრივ, ომიკრონის შიშით და მეორე მხრივ, გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით, რამაც შეიძლება გაზარდოს ინფლაცია. თუმცა, მას შემდგომ, რაც ომიკრონის გავრცელების რისკებზე სანუგეშო ცნობები გავრცელდა, ეკონომიკაზე მისი ზემოქმედების შესახებ შიშმაც შედარებით იკლო. 

JPMorgan Chase & Co-ს სტრატეგები გვარწმუნებენ, რომ ნერვიულობის მიზეზი ნაკლებადაა, რადგან ის გარემოებები, რომლებმაც აშშ-ის აქციების რეკორდული ზრდა გამოიწვია, მალე დასრულდება. 

რასაკვირველია, ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასადგენი ვირუსის სწრაფად გავრცელებად ვარიანტთან დაკავშირებით, რომელმაც ზოგიერთ ადგილას ისევ დააბრუნდა პანდემიური შეზღუდვები და რეგულაციები. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ასობით ფრენა გაუქმდა, აშშ-ის ტურისტული აქციები დაეცა. უქმეებზე ავიაკომპანიებმა განაცხადეს, რომ მათ პერსონალის პრობლემა აქვთ კოვიდის გამო. პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ცდილობს, გაზარდოს ტესტირების პუნქტების რაოდენობა ან ხელმისაწვდომი გახადოს კოვიდზე ტესტის ჩატარება სახლშივე. 

ამასთან, ინვესტორები განიხილავდნენ ფედერალური სადაზვერვო ბანკის ბოლო ნაბიჯს, რომელიც ცდილობს ეკონომიკური ძვრების დაჩქარებას, ფასების ზრდის შესამცირებლად.

GuideStone Capital Management-ის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ომიკრონი არც ისე საშინელია, როგორც თავდაპირველად ჩანდა. 

“მომავალ წელს მთავარი საკითხი იქნება, შენარჩუნდება თუ არა ინფლაცია, რადგან ჯერჯერობით ბაზარს არ სჯერა Fed-ის რიტორიკის, რომელიც ამტკიცებს, რომ საპროცენტო განაკვეთებს სამჯერ გაზრდის”, – ამბობს სპაიკი.

დღესასწაულების დროს ვაჭრობის დაბალმა მაჩვენებელმა შეიძლება გააძლიეროს ბაზრის რყევები, თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ წლის ბოლო სავაჭრო კვირა ინვესტორებისთვის დამაიმედებელია. ორშაბათს იწყება ყოველწლიური ღონისძიება – “სანტა კლაუსთან შეხვედრა”, რომლის დროსაც საფონდო ბაზარი ყოველთვის იმატებს ხოლმე. 

საყურადღებო სექტორები 

  • Apple-ის აქციებმა ორშაბათს მიაღწია ყველა დროის ახალ მაქსიმუმს და გაიზარდა 2.3%-ით. დღიურმა წინსვლამ Apple-ის საბაზრო კაპიტალს 66 მილიარდ დოლარზე მეტი დაამატა, რითაც იგი 2,96 ტრილიონ დოლარამდე ავიდა, რაც თითქმის ისტორიულ 3 ტრილიონ დოლარს უდრის.
  • დაიწია აშშ-ის სამოგზაურო აქციებმა, ყველაზე დიდი კლებაა Delta Air Lines Inc.-სა და American Airlines Group Inc.-ს შორის, რადგან კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის გამო საშობაოდ ასობით ფრენა გაუქმდა.
  • Didi Global Inc-ის აქციები დაეცა მას შემდეგ, რაც Financial Times-მა განაცხადა, რომ ფირმის ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომლებს განუზასღვრელი ვადით აეკრძალათ თავიანთი აქციების გაყიდვა.
  • GoDaddy-ის აქციები გაიზარდა მას შემდეგ, რაც აქტივისტი ინვესტორი, Starboard Value ჰოსტინგის კომპანიის 6,5% აქციების მფლობელი გახდა.
  • აქციები, რომლებიც კრიპტოვალუტებს ეხება, შერეულ მაჩვენებელს გვთავაზობს, რადგან ბიტკოინი $52,000-ს მიუახლოვდა, თუმცა ჩამორჩება სხვა ციფრული მონეტების მიღწევებს. 

პოლიტიკა/ეკონომიკა

  • პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ კოვიდ-19-ის ტესტის ხელმისაწვდომობა არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, რის გამოც მისი ადმინიტრაცია ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.
  • Goldman Sachs Group Inc. სავალდებულოს ხდის ბუსტერს ვირუსის წინააღმდეგ, რადგან კომპანია მიჰყვება თავის ფილოსოფიას სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ნიუ იორკში ინფექციის მზარდი მაჩვენებლის გამო.
  • სენატორმა ელიზაბეტ უორენმა ფინანსური სერვისების ინდუსტრია დაადანაშაულა საერთო კლიმატის ცვლილებაში და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა აშშ-ის მარეგულირებლებს.
  • ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ვაქცინაციის დავალდებულებას, რამდენადაც ზოგიერთ შტატში ომიკრონი შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა.

ბაზრები

  • S&P 500-ის მაჩვენებელი 1.4%-ით გაიზარდა, რაც მისი შედეგების მაქსიმუმია
  • Dow Jones Industrial-ის საშუალო მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა
  • NASDAQ-ის ნიშნული გაზრდილია 1.4%-ით
  • Russell 2000-ის ინდექსი 0,9%-ით გაიზარდა
  • S&P 500-ის 11-დან 11 ძირითადი სექტორიდან ყველამ მაღალი შედეგი აჩვენა:
    • ენერგეტიკა გაიზარდა 2.2%-ით
    • საინფორმაციო ტექნოლოგიებიც 2.2%-ით
  • US Generic Govt-ის მაჩვენებელმა ბოლო ათწლეულში 1,1%-ით დაიწია
  • Bloomberg-ის დოლარის ინდექსი (განახლებული ვერსია) 0,1%-ით დაეცა
  • ჩიკაგოს საფონდო ბირჟაზე მაჩვენებელი შემდეგი იყო: 17.68 17.96-ის წინააღმდეგ

მოწინავეები

  • APA Corp გაიზარდა 7.3%-ით
  • Devon 6.1%-ით
  • AMD 5.6%

აქციონერები

  • Citrix დაეცა 2.8%-ით
  • Norwegian Cruise 2.6%-ით
  • Las Vegas Sands 1.9%-ით

ქვემოთ მოცემულია S&P 500 კომპანიების დღევანდელი ტოპ საკითხები, რომლებიც ახალ ამბებში ტრენდულად მიიჩნევა, ისინი დაყოფილია სექტორებად:

ენერგეტიკა

  • ენერგეტიკა წინა სავაჭრო დღესთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა. აქედან, Chevron-ს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ამ მოგებაში. ყველაზე დიდი მოგება კი APA Corp-ს ჰქონდა
  • აშშ-ს ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მოგება ოქტომბრის შემდეგ Chillier Forecast-სს ეკუთვნის

საინფორმაციო ტექნოლოგიები

  • საინფორმაციო ტექნოლოგიებმა 52 კვირის განმავლობაში დღიურ მაქსიმუმს მიაღწიეს 2.2%-ით გაიზარდა მათი მაჩვენებელი. Apple-მა დადო ყველაზე დიდი შედეგი, Fiserv იყო ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, AMD-ს ჰქონდა ყველაზე დიდი მოგება; Citrix-მა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა
  • Apple ახალ რეკორდს ასრულებს, რაც, საბაზრო ღირებულებით, 3 ტრილიონ დოლარს უდრის. 

უძრავი ქონება

  • უძრავმა ქონებამ ბოლო 52 კვირის განმავლობაში გაზარდა დღიური მაქსიმუმი 2%-ით. ამ მოგებაში მთავარი წვლილი შეიტანა American Tower-მა. Duke Realty-ის ყველაზე დიდი მოგება ჰქონდა, მან დღიურ მაქსიმუმს მიაღწია
  • მაიამის ფინანსურ რაიონში ახალი და ძვირადღირებული Condo-კოშკი გაჩნდება

მასალები

  • წინა სავაჭრო დღესთან შედარებით, მასალები 1.5%-ით გაიზარდა. Linde-მ ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა ამ საქმეში, FMC Corp კი ყველაზე დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა. Sealed Air-ს ჰქონდა ყველაზე დიდი მოგება და მიაღწია 52-კვირიან მაქსიმუმს დღეში; ყველაზე დიდი ზარალი კი ჰქონდა FMC Corp-ს.
  • ოქროს ფასი ეცემა, რამდენადაც მოვაჭრეები აფასებენ ომიკრონის საფრთხეებს, როგორც ჩინეთიდან გვპირდებოდნენ

ინდუსტრიები

  • მრეწველების მაჩვენებელი, წინა სავაჭრო დღესთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა. UPS-მა შეიტანა ყველაზე დიდი მოგება ამ საქმეში, ხოლო დაბრკოლებად იქცა Boeing.  JB Hunt-ს ჰქონდა ყველაზე დიდი მოგება და მიაღწია 52-კვირიან  მაქსიმუმს დღეში; ყველაზე დიდი ზარალი განიცადა Delta Air Lines-მა.
  • სამუშაო ადგილები დატოვებს სატვირთო მანქანების მძღოლებმა და მეზღვაურებმა, რადგან კოვიდი კვლავ უწესებს მათ საზღვრებს

ჯანდაცვა

  • ჯანდაცვამ ასევე მიაღწია თავის 52-კვირიან მაქსიმუმ დღეში და წინა სავაჭრო დღესთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა. Thermo Fisher-მა შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი ამ მოგებაში, ხოლო Moderna იყო ყველაზე დიდი დაბრკოლება. Mettler-Toledo-ს ჰქონდა ყველაზე დიდი მოგება და მიაღწია 52 კვირის მაქსიმუმს დღეში, Moderna-მ კი იზარალა
  • კონეკტიკუტში, ნიუ იორკში, სკოლებში გაიგზავნა ახალი ტესტები კოვიდის დასადგენად

სამომხმარებლო საქონელი

  • სამომხმარებლო საქონელი 1%-ით გაიზარდა წინა სავაჭრო დღესთან შედარებით
  • მოთხოვნები ბამბის პროდუქტზე იზრდება, რადგან ისინი ძნელად მოსაპოვებელია მყიდველთათვის

ფინანსები

  • ფინანსური სექტორების მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა წინა დღესთან შედარებით, Berkshire Hathaway მთავარი კონტრიბუტორი იყო ამ საქმეში, Arthur J Gallagher-ს კი ყველაზე დიდი მოგება ჰქონდა. 
  • Goldman ითხოვს ბუსტერების გაკეთებას, რადგან მას ეჩქარება ოფისში დაბრუნების გეგმის განხორციელება

საკომუნიკაციო სერვისები

  • კომუნიკაციის სერვისები წინა დრესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა. აქ ყველაზე მეტი წვლილი მეტა პლატფორმება შეიტანეს, ყველაზე დიდ დაბრკოლებას კი Disney-ისგან ვაწყდებით. ყველაზე დიდი ზარალი ViacomCBS-მა განიცადა.
  • Apple-მა გვაჩვენა ახალი რეკორდი, რაც, საბაზრო ღირებულებით, 3 ტრილიონ დოლარს აღწევს.

სამომხმარებლო დისკრეციები

  • სამომხმარებლო დისკრეციები გაიზარდა 0.8%-ით წინა სავაჭრო დღესთან შედარებით. აქედან, Tesla ყველაზე დიდ კონტრიბუტორად გვევლინება, ხოლო Amazon წინააღმდეგობად. Ralph Lauren-მა მიიღო უდიდესი მოგება, Norwegian Cruise-მა კი იზარალა.
  • ფრენები ისევ უქმდება აშშ-ში ქარბუქისა და კოვიდ-19-ის გავრცელების ფონზე.

კომუნალურები

  • კომუნალური სერვისები წინა სავაჭრო დღესთან შედარებით 0.5%-ით მეტ მაჩვენებელს გვთავაზობს, NextEra Energy ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო ამ მიმართულებით, Eversource – წინააღმდეგობა. Atmos Energy-იმ მიიღო ყველაზე დიდი მოგება, Eversource-მა კი ზარალი. 
  • აშშ-ის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მოგება Chillier Forecast-ზეა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ამბების ეს თემები იქმნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ამიტომ შეიძლება მთლად ზუსტი ან სრული არ იყოს, კომპანიების რეიტინგები განისაზღვრება ახალი ამბების მკითხველთა რაოდენობის ზრდით. 

წყარო: bloomberg.com

წინა

რა არის წინასაბაზრო ვაჭრობა და რა შედეგები ქონდა 27 დეკემბერს ?

შემდეგი

Tesla-ს აქციები 28 დეკემბერს ისევ გაიზარდა [გაიგეთ მიზეზი რატომ]

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
ტესლას აქციები გაიზარდა

Tesla-ს აქციები 28 დეკემბერს ისევ გაიზარდა [გაიგეთ მიზეზი რატომ]

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved