გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, ელექტრომობილების ამერიკული კომპანიის — Tesla-ს აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა. აღმასვლა დაფიქსირდა მიუხედავად იმისა, რომ გუშინ Bernstein-მა კომპანიის აქციებს გაყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა და სამიზნე ფასი $150-დან $120-მდე შეამცირა. კომპანიის ანალიტიკოსებმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელეს სუსტი მოთხოვნა Tesla-ს ელექტრომობილებზე.
წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 28%-ით არის შემცირებული.
Tesla და იტალია
როგორც იტალიური გაზეთი — Il Sole 24 იუწყება, ელექტრომობილების მწარმოებელი მოლაპარაკებებს აწარმოებს იტალიის მთავრობასთან, რათა ქვეყანაში მიიღოს საწარმოო ტერიტორია. Tesla-ს სურს ევროპაში იტალია აქციოს ბაზად ელექტრო სატვირთო მანქანებისა და ფურგონების წარმოებისთვის. იტალიის პერსპექტივიდან, ეს ქვეყანაში უკვე მეორე ავტომწარმოებელი იქნება. ასეთი ნაბიჯი მანამდე უკვე გადადგა Stellantis-მა, რომელიც ამჟამად აქ დომინირებს. აღსანიშნავია, რომ, გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სამი ჩინური კომპანია.
მაგრამ რატომ სურს Tesla-ს (რომელსაც უკვე აქვს გეგმები გერმანიაში) ახალი ქარხნის აშენება? დეტალები არ არის 100%-ით ნათელი, მაგრამ თუ კომპანია გეგმავს, თავისი ელექტრო Semi-ის (Tesla-ს ელექტრო სატვირთო ავტომობილი, რომელიც ნაჩვენებია Il Sole-ის სტატიაში) ევროპაში წარდგენას, მაშინ ადგილობრივი ლოკაციის შექმნას შეიძლება აზრი ჰქონდეს. ამ სატვირთო მანქანის აშშ-დან ევროპაში გაგზავნა, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაჯდეს.
ასევე საინტერესოა გაზეთში ნახსენები Tesla-ს ფურგონი. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების მწარმოებლის მენეჯმენტმა ამ შესაძლებლობაზე ადრე მიუთითა, კომპანიას ჯერ კონკრეტული პროდუქტი არ დაუანონსებია. ამ ნაბიჯმა კი შეიძლება Tesla-ს მომხმარებელთა ბაზა გააფართოოს.
ილონ მასკი Tesla-ს მძღოლებს “Driver-Assistance”-ის უფასო საცდელ ვერსიას სთავაზობს
გუშინ Tesla-ს აქციების ფასზე პოზიტიურად კიდევ ერთმა სიახლემ იმოქმედა. აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია Tesla-ს ავტომობილების მფლობელებს მძღოლის დახმარების ოფციის უფასო საცდელ ვერსიას შესთავაზებს.
მასკმა სოციალურ მედია X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ეწერა: „ამერიკის ტერიტორიაზე არსებული Tesla-ს ყველა მოდელი, რომელსაც სრული თვითმართვის (FSD) სისტემა გააჩნია, ამ კვირაში ერთთვიან საცდელ უფასო სერვისს მიიღებს“.
გარდა ამისა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ახლად შეძენილ ავტომობილებზე სავალდებულოა FSD-ის დაყენება და გააქტიურება. მყიდველებმა კი, მანქანის წაყვანამდე, უნდა გაიარონ მოკლე ტესტ დრაივი, რათა გაიგონ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა.
ანალიტიკოსების შეფასებები
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $178.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $207.74-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $320.00-ს, ხოლო მინიმალური — $23.53-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 18-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.