• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ Tesla-ს აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა

სექტემბერი 11, 2024
in სიახლეები
გუშინ Tesla-ს აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა
გაზიარება

გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ელექტრომობილების (EV) მწარმოებელი ამერიკული კომპანიის — Tesla-ს (TSLA) აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით არის დაკლებული.

გუშინდელი აღმასვლა განაპირობა Deutsche Bank-ის ანალიტიკოსის — ედისონ იუს დადებითმა შეფასებებმა.

Tesla-ს უნიკალური ფასეულობა

ედისონი თვლის, რომ ტესლას თითო აქცია $295 ღირს. ილონ მასკის კომპანიისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაა უოლ სტრიტზე და გულისხმობს კიდევ 32%-იან ზრდას ბოლო საფასო ნიშნულიდან. ედისონ იუს ასეთი პოზიცია ეფუძნება მის მოსაზრებას, რომ Tesla არა მხოლოდ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია, არამედ ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც შეიძლება რამდენიმე ინდუსტრიამ გამოიყენოს.

Tesla-ს ყოველთვის ჰქონდა ბიზნეს სეგმენტები, რომლებიც განცალკევებულია, მაგრამ მის ელექტრომობილების მიმართულებას ავსებს. ეს მოიცავს მის EV დამტენების ქსელს, ასევე ენერგიის შენახვას და რობოტიკას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Tesla-ს შემოსავალმა ენერგიის გამომუშავებისა და შენახვის მიმართულებით წლიურად 2-ჯერ მოიმატა და $3 მილიარდს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ედისონ იუ ფიქრობს, რომ Tesla-ს ლიდერობა ხელს შეუწყობს ამ და სხვა სეგმენტების გაძლიერებას. მისი თქმით, ტესლა „საკუთარ ლიგაში თამაშობს და ის მზად არის, შეცვალოს მრავალი ინდუსტრია, როგორებიც არის ავტომობილების წარმოება, ენერგეტიკა, მობილობა და რობოტიკა“.

თუ ედისონის ვარაუდები გამართლება და Tesla-ს რობოტები სხვადასხვა ინდუსტრიაში იქნება გამოყენებული, ასევე ავტომობილების თვითმართვის სისტემა საბოლოოდ რობოტაქსების ფლოტის შექმნას გამოიწვევს, მაშინ ილონ მასკის კომპანია სრულიად სხვა სიმაღლეებს მიაღწევს. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსის პროგნოზების გამართლების შემთხვევაში შეიძლება Tesla-ს ღირებულება ნავარაუდევზე ბევრად მეტად გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ Tesla-მ 2024 წლის მეორე კვარტლის ანგარიში 23 ივლისს გამოაქვეყნა. ძირითადი მაჩვენებლები კი შეგიძლიათ, ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნახოთ:

მაჩვენებელი  2024 წლის II კვ. ანალიტიკოსების პროგნოზი 2023 წლის II კვ.
შემოსავალი $25.5 მილიარდი $24.93 მილიარდი $24.93 მილიარდი
განზავებული EPS $0.52 $0.50 $0.78

როგორ აფასებს უოლ სტრიტის Tesla-ს აქციებს?

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $226.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $211.46-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

როგორ იმოქმედა 11 სექტემბრის ტერაქტმა საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

ევროკავშირის სასამართლომ Google-ს 2.4 მილიარდი ევროს გადახდა დააკისრა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ევროკავშირის სასამართლომ Google-ს 2.4 მილიარდი ევროს გადახდა დააკისრა

ევროკავშირის სასამართლომ Google-ს 2.4 მილიარდი ევროს გადახდა დააკისრა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved