• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

დღეს Tesla მეორე კვარტლის მიწოდების მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს

ივლისი 3, 2024
in სიახლეები
დღეს Tesla მეორე კვარტლის მიწოდების მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს
გაზიარება

ივლისის პირველ სავაჭრო დღეს ელექტრომობილების (EV) ამერიკული მწარმოებლის — Tesla-ს აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ დღეს Tesla მეორე კვარტლის მიწოდების მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები დაბალია, გუშინ ჩინური EV მწარმოებლების მიერ წარდგენილმა მიწოდების ანგარიშმა ინვესტორები ოპტიმისტურად განაწყო.

მნიშვნელოვანი ჩინური EV ბაზარი

ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარი გადამწყვეტია Tesla-სთვის, რომლის ყველაზე პროდუქტიული ქარხანა შანხაიში მდებარეობს. გუშინ კი რამდენიმე ჩინურმა EV კომპანიამ ივნისისა და მეორე კვარტლის ძლიერი მიწოდების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ეს ფაქტი Tesla-ს ანგარიშის მიმართაც ოპტიმიზმს აღძრავს.

Nio-მ, Li Auto-მ, XPeng-მა და უფრო დიდმა კომპანიამ — BYD-მა კვარტალში ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების გაყიდვების (BEV) გაყიდვების წლიური ზრდა დააფიქსირეს.

ივნისში Nio-მ ბაზარს 21,209 ელექტრომობილი მიაწოდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია და თითქმის ორჯერ აღემატება 2023 წლის ივნისში დაფიქსირებულ შედეგს.

ამ სექტორით დაინტერესებული ბევრი ინვესტორი მეტი ყურადღებით აკვირდება BYD-ს, რომლის მოცულობებიც უფრო შეესაბამება Tesla-ს. მეორე კვარტალში BYD-მ გაყიდა 426,000-ზე მეტი სრულად ელექტრო მანქანა, რაც წლიურად 21%-იან ზრდას წარმოადგენს.

რაც შეეხება Tesla-ს, უახლესი პროგნოზებით, ანალიტიკოსები მოელიან, რომ მეორე კვარტალში მიწოდება, საშუალოდ, დაახლოებით 420,000-ს მიაღწევს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე პერიოდში, ამ მაჩვენებელმა 466,000 შეადგინა. თუ პროგნოზი გამართლდება, ეს იქნება მეორე კვარტალური პერიოდი, როდესაც BYD-ის გაყიდვების მაჩვენებელი Tesla-ს გადაასწრებს და მსოფლიოში ელექტრომობილების ყველაზე დიდი გამყიდველი გახდება.

ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარზე, როგორც ჩანს, მდგომარეობა გაუმჯობესდა, შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ Tesla-ს მაჩვენებლებმა მოლოდინებს გადააჭარბოს. ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ კი, აქციონერებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, თუ რას იტყვის Tesla-ს მენეჯმენტი მოგების მარჟის შესახებ, როდესაც კომპანიას მეორე კვარტლის სრულ ფინანსურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. თუ ჩინეთში გაყიდვების ზრდა შემცირებული ფასებით იქნება განპირობებული, შესაძლოა, Tesla-ს აქციების აღმასვლა ხანმოკლე იყოს.

ბოლო კვარტალური ანგარიში

Tesla-მ ბოლო კვარტალური ანგარიში 23 აპრილს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნა. 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $21.3 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $22.27 მილიარდი), ხოლო მოგებამ თითო აქციაზე (EPS) — $0.45 (პროგნოზი — $0.49).

გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში Tesla-მ 433,371 ელექტრომობილი აწარმოა (3 და Y მოდელები ­— 412,376; სხვა მოდელები — 20,995). ბაზარს კი კომპანიამ 386,810 ერთეული მიაწოდა (3 და Y მოდელები — 369,783; სხვა მოდელები — 17,027), რაც წინა კვარტლის შედეგს 20.1%-ით ჩამოუვარდება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $210.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 8-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.

Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

ევროკომისია Microsoft-ისა და OpenAI-ის პარტნიორობის მონიტორინგს განაგრძობს

შემდეგი

Spirit AeroSystems-ის ხელახლა შესაძენად Boeing $4.7 მილიარდის გადახდას გეგმავს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
მნიშვნელოვანი შეკვეთის მიღების შემდეგ Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა

Spirit AeroSystems-ის ხელახლა შესაძენად Boeing $4.7 მილიარდის გადახდას გეგმავს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved