• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ხვალ Tesla კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

ივლისი 22, 2024
in სიახლეები
გუშინ, Tesla-ს აქციების ფასმა, იანვრის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
გაზიარება

ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ელექტრომობილების (EV) ამერიკული მწარმოებელი Tesla კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ EV კომპანიამ წარადგინა 2024 წლის მეორე კვარტლის მიწოდებისა და წარმოების მაჩვენებლები, რომლებმაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში ელექტრომობილების მწარმოებელმა გიგანტმა 410,831 მანქანა აწარმოა, ხოლო ბაზარს 443,956 მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მიწოდების მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა, მან გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 439,000-ს შეადგენდა.

უოლ სტრიტის მოლოდინები

Visible Alpha-ს მიერ შედგენილი მონაცემებით, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში Tesla-ს შემოსავალი $24.93 მილიარდს მიაღწევს, რაც გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგს უტოლდება. რესტრუქტურიზაციის, კვლევისა და განვითარების ხარჯები, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე შარშან, ამიტომ ანალიტიკოსები მოელიან, რომ Tesla-ს წმინდა მოგება $1.73 მილიარდს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი 2023 წლის მეორე კვარტლის შედეგს $2.7 მილიარდით ჩამორჩება.

მაჩვენებელი  ანალიტიკოსების პროგნოზი 2024 წლის I კვ. 2023 წლის II კვ.
შემოსავალი $24.93 მილიარდი $21.3 მილიარდი $24.93 მილიარდი
განზავებული EPS $0.50 $0.34 $0.78
წმინდა მოგება $1.73 მილიარდი $1.13 მილიარდი $2.7 მილიარდი

საკვანძო მაჩვენებელი — მიწოდება

Tesla-ს წარმოებისა და მიწოდების მოსალოდნელზე უკეთესმა მონაცემებმა ხელი შეუწყო ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასის მნიშვნელოვან ზრდას.

მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს მიწოდების მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე გასული წლის მეორე კვარტალში, ის ხაზს უსვამს ძლიერ კვარტალს ელექტრომობილების ბაზრისთვის. აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში EV სტარტაპ Rivian (RIVN)-ის მიწოდებაც გაიზარდა და ბოლო კვირებში Tesla-ს ზოგიერთმა კონკურენტმა ჩინურმა კონკურენტმა ასევე გაყიდვების პოზიტიური მონაცემები გამოაქვეყნა.

გარდა ამისა, მეორე კვარტალში General Motors-ისა (GM) და For-ის (F) გაყიდვები წლიურად, შესაბამისად, 40%-ით და 61%-ით გაიზარდა.

რობოტაქსი

ინვესტორები დიდი ყურადღებით მოელიან განახლებებს Tesla-ს სადებიუტო ღონისძიებაზე კომპანიის ავტონომიური რობოტაქსის შესახებ. ელექტრომობილების მწარმოებელს თავისი რობოტაქსი 8 აგვისტოს უნდა წარედგინა, თუმცა ცოტა ხნის წინ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა თქვა, რომ კომპანიამ რობოტაქსის სადებიუტო ღონისძიება, მის მიერ დიზაინის შეცვლის მოთხოვნის გამო, ოქტომბრამდე გადადო. ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის.

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დამატებითი დრო Tesla-ს ინჟინრებს ასევე საშუალებას მისცემს, ავტომობილებს მეტი ფუნქცია დაამატონ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც Tesla-ს მენეჯმენტმა ეს ღონისძიება პირველად დააანონსა, ანალიტიკოსებმა ბაზარს შესთავაზეს თავიანთი შეხედულებები ავტონომიური მართვის მანქანებთან დაკავშირებით კომპანიის გეგმების შესახებ. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა კონცეფციას უწოდეს „თეზისის შემცვლელი“ ტესლას ბიზნესისთვის. Wedbush-ის ანალიტიკოსებმა კი განაცხადეს, რომ პროდუქტები, როგორებიც არის რობოტაქსი და ტესლას ავტონომიური მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, კომპანიას AI ბაზრის ყველაზე დაუფასებელ მოთამაშედ აქცევს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $239.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $193.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.

Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 19 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

7 ეფექტიანი სტრატეგია საინვესტიციო რისკების შესამცირებლად

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
7 ეფექტიანი სტრატეგია საინვესტიციო რისკების შესამცირებლად

7 ეფექტიანი სტრატეგია საინვესტიციო რისკების შესამცირებლად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved