• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ არის Tesla-ს აქციების დაყოფა მნიშვნელოვანი მოვლენა?

მაისი 25, 2022
in სიახლეები
რატომ არის Tesla-ს აქციების დაყოფა მნიშვნელოვანი მოვლენა?
გაზიარება

2022 წლის სასტიკი დასაწყისის შემდეგ ინვესტორებისთვის ნებისმიერი სახის კარგი ამბავი მნიშვნელოვანია. ინფლაცია მაღალია, მომხმარებელთა განწყობა – ნეგატიური და ბაზარზე რთული მდგომარეობაა. ინვესტორების ყურადღებას რამდენიმე მოვლენა იპყრობს, მათ შორის აქციების დაყოფა.

Tesla-ს ყოველწლიური ინვესტორების შეხვედრა აგვისტოს დასაწყისში გაიმართება და აქციონერები, სავარაუდოდ, წილების რაოდენობის გაზრდის უფლების სასარგებლოდ მისცემენ ხმას. ეს აქციების დაყოფას გზას გაუხსნის.

მცირე ინვესტორები

Tesla-ს შემოსავალი და მოგება ბოლო ათწლეულის განმავლობაში მასიურად გაიზარდა. 2012 წელს კომპანიამ $1 მილიარდზე მეტი მოცულობის გაყიდვები დააფიქსირა. 2021 წელს კომპანიის შემოსავალმა $53.8 მილიარდი შეადგინა. შედეგად, ინვესტორებმა Tesla დააჯილდოვეს საბაზრო კაპიტალით, რომელიც მომდევნო შვიდი უმსხვილესი ავტომწარმოებლისას ერთად აღემატება.

Tesla Market Cap

ამ ღირებულების ნაწილი ეფუძნება მოლოდინს, რომ ტესლა ელექტრომობილების მზარდ ბაზარზე დომინირებას შეინარჩუნებს, მაგრამ აქციებს ასევე მცირე ინვესტორებიც ამყარებენ. Business Insider-ის თანახმად, 2021 წელს ტესლას აქციები, მცირე ინვესტორების მიერ შეძენის მიხედვით, მერვე ადგილზე იყო. კომპანია დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოყვარულ ინვესტორთა წრეში სოციალურ მედიასა და ფორუმებზე ხშირად განიხილება.

Tesla-ს აქციები, სხვა ავტომწარმოებლების აქციებთან შედარებით, ბაზარზე ბევრად უფრო მაღალი შეფასების კოეფიციენტებით მიმოიქცევა. აქციების დაყოფა ამ ფაქტს არ შეცვლის, მაგრამ, შეიძლება, ამან უფრო იაფი აქციების აღქმა შექმნას.

Tesla

ოფციონები ინვესტორებისთვის

აქციების ფასების შემცირება ოფციონების ბაზარზე გააქტიურებას უწყობს ხელს. ოფციონური კონტრაქტების შეძენა კომპლექტებად ხდება (100 აქცია) და $600-ის ღირებულების აქცია ერთი ვაჭრობისთვის დიდ კაპიტალს მოითხოვს. ფასის შემცირების შედეგად, ეს ბაზარი საშუალო ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

Tesla-ს დადებითი ნაპერწკალი სჭირდება

ილონ მასკი ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევდა და ბოლო დროს მის ირგვლივ განვითარებული ამბები პოზიტიური არ ყოფილა. მისი გახმაურებული წინადადება Twitter-ის პრივატიზებასთან დაკავშირებით სპექტაკლად იქცა. გარიგების დეტალები და დებატები Twitter-ის ყალბი ანგარიშების რაოდენობის შესახებ ძალიან საჯარო გახდა. არსებობს ვარაუდი, რომ მასკი დაბალ ფასზე მოლაპარაკებას ან გარიგების გასაუქმებლად საბაბის ძიებას ცდილობს.

ამ ყველაფერმა Tesla-ს ინვესტორები დააინტერესა, თუ რამდენად უარყოფითად იმოქმედებს ავტომწარმოებელზე მასკის გაყოფილი ყურადღება. რამდენიმე კვირაში 14 აპრილიდან, როდესაც Twitter-ის გამოსყიდვის ხელშეკრულება შეთანხმდა, Tesla-ს აქციების ფასი დაეცა.

Tesla Inc Price % Change

ასევე, მაისის დასაწყისში Standard & Poor’s-მა ტესლა თავისი S&P 500 ESG ინდექსიდან ამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსიდან ელექტრომობილების მთავარი მწარმოებლის ამოღება, შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, Standard & Poor’s-ის თანახმად, გადაწყვეტილება როგორც სოციალურ და მმართველობით, ასევე გარემოსდაცვით ფაქტორებზე იყო დაფუძნებული. მასკმა იგრძნო, რომ საჭირო იყო Twitter-ის საშუალებით აგრესიული რეაგირება და ამან ამბავი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახადა. მასკის მიერ აგრესიული ენის გამოყენებამ, შესაძლოა, დიდი მოწონება დაიმსახურა მის გულშემატკივრებს შორის, მაგრამ, ინვესტორების გარკვეული ნაწილი პროფესიონალიზმის ნაკლებობით შეშფოთებული დარჩა.

ტესლას აქციებს უარყოფითი იმპულსის დასაძლევად კატალიზატორი სჭირდება. მიუხედავად აქციების მოსალოდნელი დაყოფისა, ინვესტორებმა დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ტესლას მიმართ კომპანიის უზარმაზარი საბაზრო კაპიტალის, არაინსპირირებული ლიდერობისა და დაღმავალი იმპულსის გამო.

წინა

როგორ უნდა მოვემზადოთ პოტენციური რეცესიისთვის?

შემდეგი

უნდა განახორციელოთ თუ არა ახლა ინვესტიციები საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
უნდა განახორციელოთ თუ არა ახლა ინვესტიციები საფონდო ბირჟაზე?

უნდა განახორციელოთ თუ არა ახლა ინვესტიციები საფონდო ბირჟაზე?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved